ამბორით თრობა

3 მარ

გონება მიდუღს და ვერაფერს ვწერ… სიყვარულით გამაბრუე. უმოწყალოდ მომკიდე ხელი, ერთი ჩახუტებით თავბრუ დამახვიე, მიმიზიდე და ჩემს ტუჩებს დაეწაფე.  კარგად იცი, ვერ შეგეწინააღმდეგები. შენ გარდა სხვას ვერავის ავიტან, სხვა არავინ მინდა, სხვა ვერავინ გამიგებს.

გისმენ და გული მიჩქარდება. სიტყვები, რომლებსაც ჩუმად ჩამჩურჩულებ სამოთხეში შესასვლელ კარს მიხსნიან. სამოთხეში, რომელიც ჯერ არასდროს მინახავს…

არ ვიცი როდის შემიყვარდი. პირველივე დღიდან ნამდვილად არა. ეს ცოტა გვიან გავაცნობიერე. თავიდან იშვიათად მინდოდი, შემდეგ კი ყოველი უშენოდ გატარებული დღე ისე უსაშველოდ იწელებოდა, ყველაფერი ბუნდოვანი და ერთფეროვანი ხდებოდა.

ხშირად მახსენდება ჩვენი საღამოები ძველ საბერძნეთში… თუ გიყვარვარ, არ დამტოვო. არ დამივიწყო, როდესაც გვამად ვიქცევი.

ახლაც, როცა ასე ცუდად ვარ არ მტოვებ და ვიცი არც არასდროს დამტოვებ. ჩემთან იქნები და ყოველთვის მიშველი. ხელში ამიყვან და ისე გამაცილებ ამ სიბნელეს. ერთი შეხებით მამშვიდებ… ან იქნებ ვარდისფერ ბურუსს მახვევ, მაგრამ ყველაფერ ამას ახლა არ აქვს მნიშვნელობა.

ჰიპოთეზიდან აქსიომად მექეცი! საკმარისია გინატრო და უკვე ჩემთან ხარ. შენი ერთი შეგრძნობისთვის  ყველაფერს გავაკეთებ. მხოლოდ ერთი ამბორი ტუჩთან და ყველაფერი ტრიალდება (მთავარია იმ ღამისავით ბევრი არ მომივიდეს და შენი სიყვარულით მთვრალი სხვის საწოლში აღმოვჩნდე).

მგონი იღბალი მწყალობს, ჰოდა გადავკრათ თითო ჭიქა გათენებამდე… გამაღვიძეთ, როცა ფხიზელი ვიქნები.

სითბო სულში ჩამეღვარა და შემდეგ ძარჭვებში გადავიდა…

დიონისე, მიყვარხარ!

My Dionysus

9 Responses to “ამბორით თრობა”

  1. Molly Bloom მარტი 3, 2011 at 11:19 AM #

    ორიგინალურია 🙂

  2. anna მარტი 3, 2011 at 3:56 PM #

    მეთქი შეყვარებულია 🙂

  3. siyvarulovna მარტი 3, 2011 at 5:53 PM #

    სანამ ბოლომდე არ ცავიკიტხე ვერ მივხდი რა ხდებოდა :დ

  4. tamaRa მარტი 3, 2011 at 10:50 PM #

    ვაიჰ! 🙂 რა ნახე მაინც მაგ ლოთში?? 🙂

  5. dakarguli მარტი 3, 2011 at 11:15 PM #

    ყოველ დღე ახალ საერთოს ვპოულობ))))) უბრალოდ შენ ლამაზად წერ იმას, რის დაწერასაც მე ვისურვებდი)))))

Leave a reply to ირმის ნახტომი კომენტარის გაუქმება