Archive | იანვარი, 2012

ძველი და ახალი

26 იან

დრო, ეს სიკვდილია, რომელიც საათებში იმალება

ჩვეულებრივ, წლის ბოლოს ბლოგებზე მიმავალი წლის შემაჯამებელი პოსტები იდება ხოლმე. ახალი წლის პირველი თვე იწურება და ირმის ნახტომზე კი მაინც სიცარიელეა. ღირს კი შევსებად?

ის 1 წელი
ყველასგან განსხვავებული ძველი წელი არ ყოფილა, მაგრამ ახალი ნამდვილად იყო. იყო და ახლა უკვე ძველია, მაგრამ რაც ძველში მოხდა ის მაინც ახალში გადადის და მომავალ ახალ წლამდეც  კიდევ ბევრჯერ
შემახსენებს/შეგვახსენებს თავს…

ურთიერთობები…
მათ ისევ ვიღაც მესამეს თვალით ვუყურებ. ვგრძნობ, თუმცა… რაც გარეთ გამოდის ის შიგნიდან აღარ გაწუხებს, მაგრამ შემდეგ ეს სიცარიელე უნდა შეავსო.
შენ ვერასოდეს მოიკრებ ძალას, რომ ჩემთვის იბრძოლო, მითხრა მან და დამტოვა. დამტოვა და სუნთქვა შემინელდა… შემინელდა, მაგრამ არ შემიწყვიტავს.
არა, მარტოობას არ ვგრძნობ. ერთია, როცა ყველას იშორებ და დამლაპარაკებელი არავინ გყავს შემდეგ გიყვარდება ყველა.
ამჯერად შენ  შემიყვარდი.

2 უკიდურესობა
ისევ დამრჩა. ან ზედმეტად მიწიერი ან სამყაროს მოწყვეტილი. მაინც ვერ გადავწყვიტე.

მრავალწერტილები
ვცდილობ მათი გამოყენება მინიმუმანდე დავიყვანო და მხოლოდ ერთი წერტილის დასმა ვისწავლო. ისევ მიყვარს ადამიანები,  რომლებიც თავად ქმნიან საკუთარ თავს.

ეს 1 წელი
მივდივარ მისკენ, რომ Me vs Me შევცვალო I and I-თი… და ისევ ეს წყეული მრავალწერტილები, თუმცა ზოგჯერ ისინიც  ხომ ასე საჭიროა…

Advertisements
%d bloggers like this: