Marie Skłodowska Curie

7 ნოე

Marie Curie in 1920

დღეს 7 ნოემბერია, ორშაბათი. თბილისში ნაადრევად გვერწვია პირველი თოვლი… ასევე 24 ოქტომბრიდან 22 ნოემბრამდე დაბადებული ყველა ბავშვი იქნება მორიელი.

მარი სკლოდოვსკა-კიური (დ. 7 ნოემბერი, 1867, ვარშავა — გ. 4 ივლისი, 1934, სანსელმო, დეპარტამენტი სავოია; დაკრძალულია სოში, პარიზის მახლობლად), ფიზიკოსი და ქიმიკოსი. ეროვნებით პოლონელი. ქალი, რომელსაც აღფრთოვანებაში მოვყავარ. სიამოვნებით გავივლიდი მის ცხოვრებას… მისივი სახელით…

1883 წელს დაამთავრა ვარშავის გიმნაზია, 1895 კი – პარიზის უნივერსიტეტი. ცოლად გაჰყვა პიერ კიურის და მუშაობა დაიწყო მის ლაბორატორიაში, ინდუსტრიულ ფიზიკისა და ქიმიის სკოლაში. 1903 დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ რადიოაქტიურ ნივთიერებათა გამოკვლევა“ . პ. კიურის სიკვდილის შემდეგ (1906) დაიკავა მისი კათედრა პარიზის უნივერსიტეტში. იყო ამ უნივერსიტეტის პირველი პროფესორი ქალი. 1914 წლიდან ხელმძღვანელობდა პარიზის რადიუმის ინსტიტუტის ფიზიკა-ქიმიის განყოფილებას. აქ მასთან მუშაობდნენ თავისი ქალიშვილი ირენ ჟოლიო-კიური და ფრედერიკ ჟოლიო-კიური.

მარი სკლოდოვსკა-კიურის შრომები რადიოაქტიურ ნივთიერებათა შესწავლის შესახებ საფუძვლად დაედო ფიზიკისა და ქიმიის ახალ დარგებს. 1898 წლის ივლისში ცოლ-ქმარმა კიურებმა აღმოაჩინეს ახალი ქიმიური ელემენტი პოლონიუმი, ხოლო ამავე წლის დეკემბერში — რადიუმი. 1902 წელს მარი სკლოდოვსკა-კიურიმ მიიღო რადიუმის სუფთა მარილის დეციგრამი, რამაც მას საშუალება მისცა განესაზღვრა რადიუმის ატომური მასა, დაედგინა მისი ზოგიერთი ფიზიკური და ქიმიური თვისება, აგრეთვე მისი ადგილი ელემენტთა პერიოდულ სისტემაში. 1910 წელს სკლოდოვსკა-კიურიმ ფრანგ ფიზიკოს ა. დებიერნთან ერთად მიიღო ლითონური რადიუმი და განმეორებით დიდი სიზუსტით განსაზღვრა მისი ატომური მასა. 1911 წელს მან პირველმა მოამზადა რადიუმის ეტალონი, რომელიც 24 წლის განმავლობაში მსოფლიოში ერთადერთი იყო. შრომები აქვს აგრეთვე რადიოლოგიისა და რენტგენოლოგიის საკითხებზე. 1914 წელს რენტგენოლოგიურად გამოიკვლია დაჭრილები ჰოსპიტლებში, იყო პარიზის სამედიცინო აკადემიის პირველი წევრი ქალთა შორის (აირჩიეს 1922).

სოლვეის კონფერენციიდან ყველაზე ცნობილი - მეხუთე კონფერენცია, სადაც წამყვანი ფიზიკოსები განიხილავდნენ ახლად ჩამოყალიბებულ კვანტურ თეორიას. მთავარი ფიგურები გახლდნენ ალბერტ აინშტაინი და ნილს ბორი. აინშტაინს, რომელიც გაღიზიანებული იყო ჰაიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპით, უთქვამს "ღმერთი კამათელს არ თამაშობსო", რაზეც ბორს უპასუხია: "შეწყვიტე ღმერთისთვის კარნახი, თუ რა უნდა გააკეთოსო". ფოტო გადაღებულია კონფერენციის შემდეგ და მასზე გამოსახული 29 დამსწრე მეცნიერიდან 17 მოგვიანებით ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.

სკლოდოვსკა-კიურის ორჯებ მიენიჭა ნობელის პრემია: 1903 ფიზიკაში – პიერ კიურისა და ბეკერელთან ერთად და 1911 ქიმიაში. იყო მსოფლიოს მრავალი აკადემიის და სამეცნიერო საზოგადოების წევრი, მათ შორის პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1907) და სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი (1926). 1923 წლიდან საპატიო დირექტორი იყო ვარშავის რადიუმის ინსტიტუტისა, რომელიც მისი ინიციატივით შეიქმნა.

უფრო დაწვრილებითი ცნობები იხილეთ ვიკიპედიაში.

Advertisements

4 Responses to “Marie Skłodowska Curie”

  1. Mari ნოემბერი 7, 2011 at 11:14 PM #

    მერვე კალსის ფიზიკის წიგნიდან მახსოვს მისი გვარი 😀

    • Marie ნოემბერი 8, 2011 at 12:39 AM #

      პირველად როდესაც გავიგე Marieს არსებობის შესახებ ♥

  2. tamara დეკემბერი 7, 2011 at 4:33 AM #

    ამ ქალის სახელი და გვარი უნივერსალური პასუხია მამაკაცების მზაკვრულ კითხვაზე: დაასახელეთ თუნდაც ერთი ჭკვიანი ქალი 🙂
    მის მაგალითზე ვრწმუნდები, რომ მხოლოდ ჭკუა არაა საკმარისი, ძალიან მნიშვნელოვანია მიზანსწრაფულობა და თუ მეორე ნახევარიც არანაკლებ შეშლილია მეცნიერებაზე, მაშინ ხომ ვეღარაფერზე დაიჩივლებ ადამიანი 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: