წლის ავტორი

Marie, ზედმეტად რაციონალური ბლოგი, მიყვარს კოსმოსი და ირმები

ყველაფრის შეცნობა რომ შეიძლება საკუთარი თავის გარდა. ეს სტენდალსა და მე არავისგან გვესწავლება, ამიტომ წლის ბლოგის ავტორი არის ყველაზე ადეკვატურთა შორის ყველაზე არაადეკვატური და ყველაზე არაადაკვატურთა შორის ყველაზე ადეკვატური.

წერა
მიყვარს წერა, გონებაში წერა, გზაში წერა. მიყვარს.

არასდროს ვიცი რა მინდა, სამაგიეროდ ყოველთვის ვიცი რა არ მინდა!

არ ვარ მკვდარი, თუმცა ზოგი მკვდარიც ცოცხალია და პირიქით.

მიყვარს როკ მუსიკა. ინგლისური ფეხბურთი  (უფრო კი ის ბიჭები, რომლებიც მას თამაშობენ) და ფორმულა1.

ვსვამ უშაქრო ჩაის მანჩოსთან ერთად. ყავას დღეში რამდენჯერმე. ალკოჰოლს უკვე მარტო…
დღე ნუ გამაღვიძებთ და ღამე თქვენი ვარ.

მაინტერესებს ყველა განსხვავებული აზრი, ისიც კი, რომელსაც არასოდეს ვაღიარებ. არ მიყვარს სურპრიზები (არა, ვერ ვიტან სურპრიზებს)!

მაინტერესებს ყველა და ყველაფერი რაც მაცოცხლებს.

მაქვს ბევრი უცნაური მაისური, ამიტომაც მეძახიან გოგონას უცნაური მაისურებით.

არ ვარ პრეტენზიული, მიყვარს ყველაფერი იდეალური.

27 Responses to “წლის ავტორი”

  1. Mr. Nomad იანვარი 6, 2011 at 4:27 PM #

    საინტერესოა. ვიწყებ შენი ბლოგის შესწავლას 🙂

    • 1 წელი იანვარი 6, 2011 at 4:45 PM #

      დასაწყისს მოუსწარი ზუსტად 😉 იმედია რეკლამები არ მექნება.

  2. islandglocke იანვარი 23, 2011 at 4:00 AM #

    ra magariaaaa :)))) gilocav ganaxlebas da aba shen ici exla me nu mombadzav pasiurobashi :)))

    • 1 წელი იანვარი 23, 2011 at 4:25 AM #

      პასიურობას კიდევ აიტანს კაცი, მთავარია ესეც არ მივახურო…

  3. islandglocke იანვარი 24, 2011 at 6:07 PM #

    pasiurobas jobia daxuro

  4. Grio თებერვალი 4, 2011 at 11:16 PM #

    საინტერესოა! განსხვავებული აზრები მეც მიყვარს, ოღონდ საინტერესო. ორჰან პამუკს გირჩევ. მითუმეტეს თუ თურქულის სწავლა გინდა.

    • ირმის ნახტომი თებერვალი 5, 2011 at 4:01 PM #

      ვისთვის უინტერესო და ვისთვის საინტერესო. ორჰანს გადავხედე და ალბათ უახლოეს მომავალში წავიკითხავ რამეს, ოღონდ ნათარგმნს, ორიგინალში ჯერ ვერა.

  5. SopHia .. თებერვალი 15, 2011 at 5:12 PM #

    მომწონს შენი ბლოგი. მიყვარს განსხვავებული აზრები

    • ირმის ნახტომი თებერვალი 16, 2011 at 1:07 AM #

      მეც მიყვარს განსხვავებული აზრები და განსაკუთრებით მიყვარს, როცა ჩემი ბლოგი მოსწონთ. ეს უკანასკნელი არ იყო ალბათ განსხვავებული 🙂

  6. ილო თებერვალი 18, 2011 at 11:11 PM #

    საინტერესოააა
    მომეწონა ეს ბლოგი 😉

  7. prodigycow მარტი 8, 2011 at 2:27 AM #

    გონებაში წერა მეც მიყვარს, მაგრამ მაგას ჩემთან ერთი დიდი მინუსი აქვს. თუ დროზე არ დაიტანე სადმე, იკარგება.
    ინგლისური ფეხბურთიო?

    • ირმის ნახტომი მარტი 8, 2011 at 2:05 PM #

      ნამდვილად!. გზაში სინათლის სისწრაფით მომდის სიტყვები თავში… ზოგჯერ გადამაქვს.
      ხო, ინგლისური ფეხბურთი.

  8. prodigycow მარტი 8, 2011 at 2:09 PM #

    რომელი გუნდი?

  9. Jessie მარტი 18, 2011 at 11:43 PM #

    აი ძალიან სხვანაირი ხარ….. ძალიან…. და ამით მომწონს შენი ბლოგი ^_^

  10. rockermeloman ნოემბერი 3, 2011 at 5:00 PM #

    სულ ერთია თვეში ერთხელ, წელიწადში ერთხელ თუ ცხოვრებაში ერთხელ, მთავარია წერო

  11. readand ივლისი 6, 2012 at 1:01 AM #

    “არასდროს ვიცი რა მინდა, სამაგიეროდ ყოველთვის ვიცი რა არ მინდა!” … :)))

  12. blintu აპრილი 5, 2014 at 12:42 PM #

    საინტერესო ბლოგია.
    dat cover photo though… that’s some crazy diarrhea :X

  13. MaryBell აპრილი 10, 2014 at 10:42 PM #

    “არასოდეს ვიცი რა მინდა, სამაგიეროდ ყოველთვის ვიცი რა არ მინდა”. საინტერესო ადამიანი ჩანხარ. გესტუმრები ხოლმე 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s