Archive | ოქტომბერი, 2011

კედელი

28 ოქტ

რა თემაა დღეს აქტუალური? ალბათ როგორც ყოველთვის სექსი და პოლიტიკა… ან ჯერ სექსი და მერე პოლიტიკა… ან ორივე ერთად. უერთმანეთოდ არანაირად.
მე კი დღეს გადავწყვიტე კედლებზე მელაპარაკა.

რა ფერისაა თქვენი კედელი?

კედელი, რომელზეც საკუთარ ცხოვრებას ხატავთ…
გვინდა მასზე მხოლოდ ის ეწეროს რაც ჩვენ მოგვწონს, გვიყვარს. ვცდილობთ გავაფერადოთ მხოლოდ იმ ფერებით, რომლებიც გვახარებს, მაგრამ…

  • აუცილებლად მოვლენ სხვები… შემდეგ ეს სხვები მასზე მიაჯღაბნიან ბევრ ზედმეტს, რომელთა წაშლა შემდეგ ძალიან ძნელი ან ზოგჯერ შეუძლებელია.
  • იქნება დღეები, როდესაც  ფერადი ან თუნდაც შავ-თეთრი საღებავებიც კი აღარ გვექნება და ამ დროს აუცილებლად დაგვჭირდებიან ის სხვები, რომელთაც ფერები საკმარისად ექნებათ იმისთვის, რომ ჩვენი კედელიც შეღებონ… უფრო მეტიც, მათ საძებრად თავადვე წავალთ…

შესაბამისად არის კედლები, რომლებიც ან შენს პარალელურად შენდება/იხატება და ან შენსას ერწყმის… როდესაც მათზე არსებული ნახატები ერთმანეთს სინქრონულად ემბის, შეიძლება ძალიან ლამაზი სურათიც გამოვიდეს, მაგრამ თუ მათ ერთმანეთში ზედმეტად ავურევთ ყველაფერი გაფუჭდება და ნახატიც დაიკარგება, ამიტომ გვხვდება კედლები, რომლებიც ან უნდა დაანგრიო, ან გადაახტე, ან გვერდი აუარო.

სამოქმედო გეგმა:

  1.  თუ დანგრევას გადაწყვეტ ჯერ იმ კედელს საკმაოდ უნდა მოშორდე, რომ მის ნანგრევებში არ ჩარჩე, თორემ ადვილი შესაძლებელია იქიდან ვერც ვეღარასოდეს გამოფორთხდე; მანძილი იზრდება კედლის სიმაღლის პროპორციულად;
  2. თუ გადახტომას გადაწყვეტ მაშინ ხტომა უნდა შეგეძლოს (როგორი ლოგიკური ვარ ზოგჯერ, ღმერთმანი);
  3. გვერდის ავლაც არაა ზოგჯერ ცუდი გამოსავალი, რაც მართალია მე იშვიათად გამომდის, მაგრამ თუ თქვენ ამ საქმის ექსპერტი ხართ – წინ!თუმცა იცოდეთ მეორე გზაც, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ისეთ ჩიხში აღმოჩნდეთ, საიდანაც გამოსვლა გაცილებით ძნელი იქნება და არაა გამორიცხული იქ ჩარჩეთ.
  4. ეს გზა მხოლოდ დევიდ კოპერფილდმა იცის…
Advertisements

ლობჟანიძე

21 ოქტ

მყავდა ფეისბუქზე ერთი ფრენდი, რომელიც ცხოვრობდა თავისთვის და ერთ ხუთშაბათ ღამეს აღმოვაჩინე, რომ

ჰქონია ამ ბიჭს ნიჭი და რას ვერჩი მე ვერ გავიგე ;დ

თქვენს სამსჯავროზეა გიორგი ლობჟანიძე, სწავლობს სარეჟისორეზე, ანუ მომავალი რეჟისორი. ამ დროისთვის მის მხრებზეა რამოდენიმე მხატვრული და დოკუმენტური ფილმი, ასევე იღებს არტებსაც. მისი ნამუშევრებიდან  2 თუ 3 -ის გარდა ყველა ვნახე და მინდა თქვენც გაგიზიაროთ ერთ-ერთი.

არჩევანი შევაჩერე 2 წლის წინ გადაღებულ მინიატურული მხატვრულ ფილმზე (ხარისხი დაკარგულია ატვირთვის გამო).

რომანტიოსი არ ვარ ნამდვილად, აი, საერთოდ არა, მაგრამ მოხუცი რომ ფანჯარასთან გამოვიდა (სანამ იმ ბიჭს დახედავდა) ცოტა მოვიღუშე, მეგონა მაშინ ის გოგო გაიცნო და ახლა, ამდენი წლის შემდეგ, როდესაც ის გარგადიცვალა იგი თავად უკრავს იმ მელოდიას მის მოსაგონებლად, მაგრამ მე ხომ ლობჟანიძე არა ვარ ;დ.

PINK MAGAZINE

11 ოქტ

ვარდისფერი ონლაინ ჟურნალი

Pink.ge გასართობად და ქალებისთვის საინტერესო ინფორმაციის  მისაღებად შექმნილი ონლაინ ჟურნალია, რომლის შექმნაში მონაწილეობის მიღება ყველა თქვენგანს შეუძლია.

ჟურნალის სექტემბრის პრომო კონკურსი დასრულდა.  გამოვლინდა 2 გამარჯვებული, რომელთა დაჯილდოვება კვირას, Pink.ge-ს ავტორების პირველ საზეიმო შეკრებაზე მოხდა.

სექტემბრის თვის განმავლობაში ყველაზე მეტი პოსტი დაწერა Mariam Blanc-მა და მას საჩუქრად Jean Paul Gaultier-ის ტანის ზეთი გადაეცა, ხოლო ყველაზე მეტი ლაიქი ჯამში ალექსანდრას პოსტებმა დააგროვეს და მას წილად ხვდა სასტუმრო რადისონის სპა მომსახურების ერთ დღიანი ვაუჩერი.

შეხვედრაზე ასევე მოხდა მომავალი თვის მრავალი საინტერესო იდეის განხილვა, დაიგეგმა კიდევ რამოდენიმე კონკურსი, მათ შორის ჟურნალის მკითხველისთვისაც და გადაწყდა ახალი სვეტებების დამატება.

კადრები შეხვედრიდან:


მომავალში კვლავ იგეგმება ავტორების დაჯილდოვება სხვასასხვა პრიზებით და შეხვედრებიც უკვე ყოველთვიური გახდება.

შემოგვიერთდი შენც, გახდი ავტორი!

%d bloggers like this: