Archive | სექტემბერი, 2011

მარადმწვანე სტუდენტი

19 სექ

ამ ახალი სასწავლო წლის დასაწყისს დავფიქრდი და როგორც აღმოჩნდა ეს ფაქტი პირველად არ მაღელვებს მას შემდეგ, რაც ბაღში პირველად მიმიყვანეს. მაშინ ამას ვერ აცნობიერებ, მაგრამ ახლა არ მგონია რომელიმე არ დამეთანხმოთ, რომ სწორედ მაშინ იწყებ სოციალურ ცხოვრებას.

ბაღი…
სკოლა…
სკოლის ბოლო წელს აბიტურიენტობა…
პირველი ეროვნული გამოცდები, ჩარიცხვა, სტუდენტობა…
4 წლის თავზე ბაკალავრის დიპლომი.
შემდეგ ისევ ეროვნულები და სამაგისტორო გამოცდები…
კიდევ 2 წელი და მაგისტრის ხარისხი.
ეს ჩემი ცხოვრების ბილიკი იყო. ამ დროის განმავლობაში რამდენიმე სამუშაო ადგილის გამოცვალა მოვასწარი, ბევრი რამეც გადავაფასე და ახლა ისევ რაღაც ახალს ვეჭიდები…
ასევე მივხვდი, რომ იმ ხეს, რომლის კენწეროც ბოლოს ტკბილი უნდა ყოფილიყო სულაც არაა ჩვეულებრივი ხე, რადგან მას კენწერო არ ჰქონია და ამიტომ არც უნდა გაჩერდე, წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ გაიყინები. ვერც შეისვენებ, რადგან შენს გარშემო არავინ და არაფერი შეწყვეტს ბრუნვას, შენ კი შეიძლება უკვე ვეღარაფერს დაეწიო.

გილოცავთ ყველა პირველკურსელს!!!
არ მინდა რჩევები მოგცეთ 2 მიზეზის გამო:
1. ცურვა თავად უნდა ისწავლოთ
2. მაინც არ გაითვალისწინებთ
თუმცა ერთს მაინც გეტყვით, ყველა კონსპექტი თავიდანვე დაახარისხეთ ქრონოლოგიურად ან საგნის მიხედვით, თორემ დამიჯერეთ, მათაც ეს ბედი ეწევა

ეს ბარბაროსული ფაქტი ჩადენილ იქნა იმის გამო, რომ უკვე აღარაფრის გარჩევა ან გადარჩევა შეიძლებოდა

მე კი უკვე დავიწყე რამოდენიმე ტრენინგზე სიარული და პირობას ვდებ რომ ახალ კონსპექტებს სხვა ბედი ეწევათ!

სიყვარულით, მუდამ თქვენი მარადმწვანე სტუდენტი.

Advertisements

WordPress Dashboard

14 სექ

ძვირფასო ვიზიტორო, რომელმაც ვორდპრესის Latest Posts გადახედე ახლა, ჯერ ნერვები მოგეშალა, მერე წმინდა ინტერესეის გულისთვის გადმოხვედი აქ, იცოდე:

მე მხოლოდ კატეგორიები
დავალაგე ;დ

პ.ს. ვიცი, რომ Dashboard-ზე ბოლო პოსტების დამალვის ფუნქციაც არსებობს.

პეპელა

5 სექ

მაშ ასე, გიყვართ პეპლები?
მე სულ პეპლებს ვხატავდი. ყველგან და ყოველთვის. ალბათ წინასწარ ვგრძნობდი, რომ ასეთ მდგომარეობაში ვიქნებოდი…

პეპელა ყოველთვის მომწონდა. ის ფერადი, თავისუფალი და ლამაზია. მას ბედნიერება, სიხარული და მშვენიერება მოაქვს. ის იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ლამაზი ფრთები. სანამ ფრენას დაიწყებს რამდენიმე ეტაპს გადის და ხშირად ჩვენი ცვლილებების სიმბოლოა.

ბევრ რამეს გაიგებთ პეპლებზე. ძველ ცივილიზაციებში ფიქრობდნენ, რომ როცა სული სხეულს ტოვებდა პეპელას ფორმით გამოდიოდა, როგორც ბოლო ამოსუნთქვა. არ იცოდით?
სხვები ფიქრობენ, რომ როცა პეპელა ფრენას იწყებდა ეს იმას ნიშნავდა, რომ ის ჯადოსგან გათავისუფლდა.
ვისაც ფრთები აქვს, მისთვის რთული არაფერია.  მისი ჭუპრიდან გამოსვლა ეს თავიდან დაბადებაა.
ნეტავ მე თუ მაქვს ფრთები…

ახლა კი მინდა გაგიზიაროთ ერთი ძალიან ლამაზი ფოტოკოლაჟი, რომელსაც პოსტის წერისას სულ შემთხვევით მეგობრის კედელზე წავაწყდი
by Paul Vilinski.

%d bloggers like this: