ალტერ ეგო (Alter Ego)

5 იან

ალტერ ეგო (ლათ. Alter ego – სხვა მე) – სხვა პირადობა, მეორე პერსონალია ან პერსონა ადამიანში. ტერმინი ხშირად გამოიყენება ლიტერატურულ ანალიზში და ფსიქოლოგიურად იდენტური ხასიათების შედარებისას. ეს ტერმინი, და საერთოდ კონცეფცია, ხშირია პოპულარულ თხზულებებში, როგორიცაა მაგ. კომიკსების წიგნები, სუპერგმირების, ბოროტებასთან მებრძოლების საიდუმლო იდენტიფიკაციისთვის.

ალტერ ეგო თხზულებებში:

  •  კლარკ კენტი არის სუპერმენის ალტერ ეგო (კრიზისამდე), სუპერმენი არის კლარკ კენტის ალტერ ეგო (კრიზისის შემდეგ),
  • ბეტმენი არის ბრუს უეინის ალტერ ეგო;
  • კაპიტანი მარველი არის ბილი ბეტსონის ალტერ ეგო;
  • სპაიდერმენი არის პიტერ პარკერის ალტერ ეგო;
  • თორი არის დოქტორ დონ ბლეიკის ალტერ ეგო;
  • ჰალკი არის ბრუს ბენერის ალტერ ეგო;
  • ენჯელ (ვამპირი) არის ენჯელუსის ალტერ ეგო;
  • ლორდ ვოლდერმორი არის ტომ რიდლის ალტერ ეგო;
  •  ბილი ბლეიზი’ს ალტერ ეგოა კომანდერ კინი;
  • ვარიო-მენისა – ვარიო
  • ბივისის – კორნჰოლიო
  • სუპერძროხა არის ალტერ ეგო ძროხის (“ძროხა და ქათმები”-დან);
  • დოქტორ რეგინა ფალანგა ალტერ ეგოა ფოებ ბაფეის;
  • ანასტასია ბივერჰაუზენი არის ალტერ ეგო კერენ უოლკერის (სიტკომი “უილ & გრეისი”-დან).

ნამდვილ ადამიანთა ალტერ ეგოები:

  •  სპაიკ ლის ალტერ ეგოა “მარს ბლაკმონი”;
  • გერთ ბრუკსისა არის კრის გეინზი;
  • დევიდ იოჰანსენისა არის “ბასტერ პოინდექსტერი”;
  • სპაიკ ჯონზს რამდენიმე აქვს, მათ შორის, “რიჩარდ კუფი”;
  • მერაია კერისა არის “ბიანკა”;
  • სლიმ შეიდი ალტერ ეგოა ემინემის;
  • დევიდ ბოუისა არის ზიგი სტარდასტი და “თხელი თეთრი დუკი”;
  • ბონოსი არის “ბუზი”, “მრ. მაკფისტო”, “მირორბოლ მენი” და “ალტონ დალტონი”;
  • ჯიმ მორისონისა არის “ლიზარდ კინგი”.

ზემოთ მოყვანილი ცნობები მოძიებულია ვიკიპედიიდან, თუმცა მგონია ეს ისედაც იცოდით. მეც ვიცოდი, მაგრამ მაინც ვეძებდი. რატომ? მინდოდა მენახა, იქნებ ჩემი თავიც მეპოვა, მაგრამ ამაოდ. ამას ვერც ვერსად ამოვიკითხავთ და ვერც ვერავინ გვეტყვის. ის ჩვენში უნდა ვეძებოთ. იგი თითოეულ ჩვენთაგანს ჰყავს. არც სცადოთ ამის უარყოფა!!! და რაც ყველაზე მთავარია არ გაბედოთ მისი გაბრაზება. დამიჯერეთ, არ ღირს მასთან ჩხუბი, თორემ ისეთ ბრჭყალებს გამოაჩენს, არავის დაინდობს და პირველ რიგში თქვენ.

 მე და ჩემი ალტერ ეგო ნაჩხუბრები ვართ. აუტანელი ვინმეა. მეტისმეტად აუტანელი! და ძალიან გამაღიზიანებელი! ყველაფერი ისე უნდა გავაკეთო, როგორც მას უნდა! ან იქნებ მე ვარ ცუდი, არ ვიცი, უკვე აღარაფერი ვიცი…

“იქ რატომ წახვედი? რაში გვჭირდებოდა? მე სხვაგან მინდოდა. არ მეძნება! რატომ ვიძინებთ? დღეს სახლში მინდა ყოფნა! ხვალ ვინ უნდა ვნახოთ? ეგ ბიჭი არ მომწონს, სხვასთან მინდა!!! აუცილებელია ამის ჩაცმა? მე თეთრი ჯინსი მინდოდა!” 

და ასე გაუთავებლად, ყოველ დღე და ყოველ ღამე. ვერ იტანს დისციპლინას, არ უსმენს არავის გარშემო, არ აინტერესებს კრიტიკა, უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, თუნდაც კრიტიკის ფასად.

ამომივიდა ერთხელაც ყელში და ყველაფერი მივახალე რასაც მასზე ვფიქრობდი! ჯერ გაბრაზდა, დაიწყო ყველაფრის ლეწვა-მტვრევა, ხელიც კი გავიჭერი… მერე გაიბერა და გაიბუტა. 2 კვირა სადაც წავიდოდა მეც უკენ დავსდევდი. მე-3 კვირის დასაწყისში როგორც იქნა იკადრა და ხმა ამოიღო, თუმცა ჯობდა ისევ ჩუმად ყოფილიყო. საკუთარი პირობები წამომიყენა და მათი შესრულება მომთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დამემუქრა (მოგეხსენებათ კომპრომატები ჩემს წინააღმდეგ საკმარისი აქვს), ყველაფერს ვიტყვიო. არ მეგონა შანტაჟი თუ შეგეძლო, მივახალე ატირებულმა. ისიც არ დაიბნა და თავის მხრივ მომახალა შენგან ვისწავლეო. აქ ისევ გადამეკეტა და კიდევ დავცხეთ. მე გავათამამე. ყველაფერს ვუსრულებდი და აი სადამდე მივედით. გადავწყიტე აღარაფერი მეთქვა. ამჯერად უკვე 1 თვე აღარ გვილაპარაკია. უფრო ზუსტად 1 თვე, 4 დღე და 4 საათი. მეგონა უფრო მალეც გატყდებოდა და უკან მოირბენდა, მაგრამ უფრო ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. დილის 5 საათი იწყებიდა, რომ ჩაძინება გადავწყვიდე. მომიცუცქდა და მაღვიძებს ანგელოზის სახით, უნდა ვილაპარაკოთო. ვილაპარაკეთ, ვილაპარაკეთ, ისევ ვილაპარაკეთ, მერე კინაღამ ისევ ვიჩხუბეთ, საბოლოოდ კი შევთანხმდით, ის ცოტას მაცდიდა, საოცარია და მისივე გაფუჭებულის მოსაგვარებლად და მერე ისევ ცოტას მაცდიდა იმის გასაკეთებლად რაც მე მინდოდა.

რა კარგი დღეები იყო. მხოლოდ მე, მე და გარშემო მხოლოდ სიწყნარე და სიმშვიდე! გუშინ კი გამომეცხადა და ფეხების ბაკუნი დამიწყო ვეღარ ვჩერდებიო. ფერი გადამივიდა… დროზე მოვედი გონს და გავუღიმე, რას აღარ დავპირდი. წარმოიდგინეთ გაჭრა და დამიჯერა. დამიჯერა ამჯერად და ცოტა დრო მოვიგე, მაგრამ…

იმედია ამას არასოდეს წაიკითხავს.

P.S. ამის წერისას ოპერა თავისით 2-ჯერ გადაიტვირთა, ლეპტოპი დამიჯდა და თავიდან მომიწია ჩართვა, გამოქვეყნებისას კი ინტერნეტი გაითიშა და კიდევ კარგი ვორდპრესმა თვითონ შეინახა ყველაფერი, თორემ კიდევ ერთი სკანდალის მოწმე დღესვე გახდებოდით.

Advertisements

4 Responses to “ალტერ ეგო (Alter Ego)”

  1. anina იანვარი 5, 2011 at 10:07 PM #

    ანინა არის ნინო ტეფნაძის ალტერეგო. ამაზე ზუსტი შედარება ახლომახლო არ მეგულება : )

    • 1 წელი იანვარი 5, 2011 at 11:46 PM #

      ნამდვილად! ნეტა პოსტი ხომ არ ჩამესწორებინა 💡

  2. Jazzmena იანვარი 23, 2011 at 6:46 PM #

    ჩემი “ალტერ ეგო” გასულია ეხლა ყავას მიდუღებს… ნერვების მიშლის რა… ერთხელაც იქნება გადავკიდებ მე-7 სართულიდან… 🙂 😉

    P.S. ფროიდიც რო გეხსენებია სადმე “კუთხეში” არ იქნებოდა ურიგო… 🙂

    • 1 წელი იანვარი 23, 2011 at 6:57 PM #

      რას ერჩი მერე? მე აქეთ მადუღებინებს ;/
      ნებას გრთავ ფროიდით შენ განავრცო…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: