თბილისის ტაქსი

22 ნოე
საცობში შემოწერილი პოსტი

Facebook Screen

წვიმა და თბილისის საცობები. არც დემიენის ტაქსი გიშველის და მეც არ ვარ მეხუთე ელემენტი. საბედნიეროდ ნეთბუქი თან მქონდა და გავხსენი ახალი პოსტის თაბი.

რაზე დავწერო…
წვიმა, წვიმა, წვიმა… მანქანის ფანჯრებიც სველი და დაორთქლილია რომ რამე დავინახო. თან მეძინება. მე შენ გეტყვი და ამინდი არ არის საძილე ან გუშინ ადრე დავიძინებდი.

ტელეფონის ზარი
როდესაც აგვიანებ საყვარელი მელოდიაც როგორი საძულველი ხდება. არ ვიღებ…
როდესაც ტაქსში ვჯდები მძღოლს ვაფრთხილებ, რომ თუ მერე მანქანაში მობილურს აღმოაჩენენ ეკრანზე ამჯერად ფისოდ ქცეული იზმას სახით ე.ი. მე დამრჩა და დამიბრუნონ, თორემ ნომრებს ერთი შეხედვით ვიმახსოვრებ.

ციფრები, რიცხვები, ნომრები
სინამდვილეში ვიტყუები, ამასთან ძალიან დიდი პრობლემა მაქვს. ვერაფრით ვიმახსოვრებ. გაგიკვირდებათ და მათემატიკაც მიყვარს, მაგრამ რომელიმე ფორმულის გასახსენებლად ჯერ 917 ვარიანტი უნდა ჩამოვწერო და შემდეგ გამორიცხვის მეთოდის გამოყენებით ის 1 ავარჩიო.
აქვე ჩავაკვეხებ, რომ 11.11.11 ჩემი დაბადების დღე იყო!

არჩევანი
ვესწრებოდი მზიანი სახლის პიროვნული განვითარების ტრენინგს, სადაც გვთხოვეს დაგვეხატა საკუთარი თავი. მე დავხატე სასწორი, გაწონასწორებული სასწორი. შემდეგ ეს ნახატი უნდა აღეწერათ ტრენინგის სხვა მონაწილეებს და რა თქმა უნდა ყველამ ზოდიაქოს დაუკავშირა, მაგრამ არა, მორიელი ვარ! საბოლოოდ, როდესაც მოგვიწია ნახატი ჩვენვე აღგვეწერა, მაშინ მივხვდი, რომ სინამდვილეში დავხატე არა ის, როგორიც ვარ, არამედ – როგორიც მინდა ვიყო, რადგან:

  1.  ვცდილობ მხედავდნენ როგორც გაწონასწორებულ ადამიანს;
  2. სინამდვილეში ვარ ძალიან გაუწონასწორებელი და არასტაბილური.

ყველა ამბავი
იყო და არა იყო რა, იყო ერთი გოგონა, რომელსაც ეცვა ძალიან უცნაური მაისურები. ერთხელ ეს გოგონა დაიკარგა ძალიან დიდ და უღრან საცობში, საიდანაც თავის დაღწევა თითქოს და შეუძლებელი იყო, მაგრამ როგორც ყველა ზღაპარში ხდება, მასაც მოევლინა თეთრ ტაქსში მჯდარი პრინცი, რომელმაც შემოვლითი გზები იცოდა და გოგონა დანიშნულების ადგილამდე უვნებელი მიიყვანა.
ჭირი იქა, ლხინი აქა, საცობი იქა, მარიე აქა.

Advertisements

4 Responses to “თბილისის ტაქსი”

  1. islandglocke ნოემბერი 22, 2011 at 4:25 PM #

    სასწორი რამ დაგახატინა გოგო… ფენიქსი მაინც დაგეხატა და სად იყო ეგ ტრენინგი? მეც მინდა

    • Marie ნოემბერი 22, 2011 at 4:45 PM #

      ისა და ხატვაში რომ სრული ნული ვარ, დაგავიწყდა?
      ტრენინგზე კი დგება ახალი ჯგუფი და მოგწერ პმ-ს.

  2. siyvarulovna ნოემბერი 23, 2011 at 9:21 PM #

    მე არ ვიცი რას დავხატავდი :შ

    • Marie ნოემბერი 23, 2011 at 11:51 PM #

      პირველი რამოდენიმე წუთი მეც გაშეშებული ვიჯექი… თან ეს იმ დროს, როდესაც ყველა ხატავდა და მერე ალბათ ლოგიკურია რაც დავხატე ;დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: