Archive | ივნისი, 2011

წერილი 15 წლის მარიეს

22 ივნ

Marie

წერილის მიწერას არ ვაპირებ, თუმცა მაინც ასე დავარქვათ.

რამოდენიმე დღეა ბლოგერები ტეგ თამაშში ჩაებნენ, სახელად “წერილი 15 წლის მეს”.  კვითხულობდი მათ წერილებს და ვფიქრობდი მე რას ვეტყოდი საკუთარ თავს… ვერაფერიც ვერ მოვიფიქრე. არა, როგორ ვერ მოვიფიქრე, მაგრამ მაინც ვერაფრით მივწერე. არადა დამიჯერებდა. ვიცი, ნამდვილად დამიჯერებდა. ერთი წუთითაც არ დაფიქრდებოდა ისე დამიჯერებდა. ერთხელაც არ იკითხავდა ვინ ვარ და რა მინდა საერთოდ, რატომ ვერევი მის ცხოვრებაში ასე უტიფრად და ვასწავლი რა აკეთოს და რა არა, ამიტომაც არ მივწერ! ახლა რომ არ იფიქროთ, რომ მხოლოდ ბოღმა მალაპარაკებს, თავიდანვე დაგიზუსტებთ, კი, მე ნამდვილად ბოღმა მალაპააკებს!!! მხოლოდ ბოღმა კი არა, სიძულვილიც.

ნებით თუ ძალით გავაგდე და არც მინდა ოდესმე დაბრუნდეს, თუმცა რომ დავუძახო, ისეთი დებილია, ისევ მოვა და ჩამეხუტება, მაგრამ მისი ღიმილი რომ კიდევ ერთხელ დავინახო, უკვე ნამდვილად მოვკლავ! შეიძლება მოკვდა კიდეც იმ შემოდგომას…

მისი გაფრთხილების არანაირი სურვილი არ მაქვს. რა საჭიროა იმ ჭრილობის გაღიზიანება, რომელიც ჯერ არ შეხორცებულა. ვერ გავწმინდე, თუმცა ნაკერი დავადე და სისხლისგან ნამდვილად არ დავიცლები. იმ ძველი თეთრეულის რეცხვითაც ხელებს ვერ გადავიტყავებ, მითუმეტეს რომ წინასწარ ვიცი, ის ლაქები არასდროს ამოშორდება, დროს კი  უკან ვერაფერი დააბრუნებ, რომ უფრო ფრთხილად მოიქცე და ეცადო დავსვარო, ასე უღმერთოდ მაინც. კიდევ საფლავის თავზე  მიწის თხრაც არაა საჭირო, თორემ დატოვეულ მტვერში ვერაფერს დაინახავ წინ და იქ თავადვე დაიმარხები. ეს პერსპექტივა კი ნამდვილად ა(ღა)რ მხიბლავს.

მოკლედ, ჩემო კარგო, არანაირი წერილი არ მაქვს შენთვის და არ მინდა იმ მარიეს რაიმე საერთო ჰქონდეს ჩემთან! გისურვებ ბედნიერებას, რომელიც არასოდეს გექნება. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, შენ ხომ მაინც ბედნიერი ხარ.

Advertisements

წითელი აგვისტო, ანუ დაგვიანებული ფილმის დაგვიანებული პოსტი

14 ივნ

შესავლის ნაცვლად

ფილმის ნახვის შემდეგ რაღაც იმედგაცრუება ვიგრძენი და საერთოდ არ მინდოდა ამაზე დაწერა. ასეც ვთქვი სახლში დაბრუნებულმა,

 “მე ამაზე არ დავწერ!”

გავიდა ზუსტად 7 დღე და მე ვწერ. აზრის შეცვლის რიგ მიზეზებს ახლა არ აქვს არსებითი მნიშვნელობა.

პირველი შთაბეჭდილებები

გავიდა პრემიერა და მეორე დღესვე დავჯავშნე ბილეთები. არ ვიცი ეს რა იყო, უბრალო ინტერესი თუ პატრიოტული სულისკვეთება. მივედი 1 საათით ადრე. დავათვალიერე დარბაზში გამოფენილი ფოტოები. არ დავმალავ და ისინი ნამდვილად მრავლისმთქმელად მომეჩვენა და შეიძლება მათ შემხედვარემ დავამყარე ამ ფილმზე დიდი იმედები, ან იქნებ იმ პომპეზური პრემიერის გამო, რომლის გარშემო მომხდარ ამბებზე მხოლოდ გადმოცემით ვიცოდი, რადგან იმ დროს თბილისში საერთოდ არ ვიყავი სამსახურის გამო, მაგრამ როგორც ხშირად ხდება, დიდი მოლოდინი ხშირ შემთხვევაში არ მართლდება. ეს დღეც ნამდვილად არ მიეკუთვნებოდა იმ იშვიათ გამონაკლისთა რიცხვს.

კადრი ფილმიდან

ცოტა ფილმის შესახებ

საქართველო, წითელი აგვისტო (Georgia, Red August), იგივე აგვისტოს 5 დღე (5 Days Of August), არ მეგულება საქართველოში (უფრო ფართო მასშტაბებზე ნამდვილად ვერ ვილაპარაკებ) ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა ფილმი არ უნახავს, უკვე ნახა თუ მომავალში აპირებს, რომელმაც არ იცოდეს, რომ იგი “ასახავს” 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მოვლენებს.

დასაწყისი ცუდი არ იყო, გადაღებაც, მსახიობებიც კარგად თამაშობდნენ, აი ისე, როგორ ვთქვა, ჰოლივუდურად, ჰო, ჰოლივუდურად. ვფიქრობ, შესაფერისი სიტყვა გამოვნახე. განათებას და სპეცეფექტებსაც ვერ (ჩვენ ვერ) დავუწუნებდით, მაგრამ… მაქვს უამრავი/რამოდენიმე არ მოწონების მაგრამ, რომელთაგან ორს დავასახელებდი:

  1. რატომ ტრიალებდა მთელი ისტორია იმის გარშემო, როგორ უნდათ დაგვეხმარონ (!).
  2.  რაღაც ისტორიის დასასრულს ვერ მივაბი ბოლო კადრები, სადაც ახლობლები თავიანთ ომში დაკარგულ ნათესავებს იხსენიებდნენ. საერთოდაც, ფილმის ეს ბოლო კადრები დაეტოვებინათ მხოლოდ, უკეთესი იქნებოდა.
ფილმის ალაჰოლივუდური ვერსია.

დასასრულს

მინდოდა/იმედი მქონდა ფილმი უფრო დოკუმენტური ხასიათის იქნებოდა და არა კომერციულ-თავშესაქცევი. ხო, ნამდვილად თავშესაქცევი. შეიძლება ასე თქმა?! ალბათ არა, მაგრამ მაინც ვიტყვი.

დაბოლოს

ამ ფილმის ყურებისას მხოლოდ საშინელი ტკივილი ვიგრძენი, რომელიც ფილმში კარგად გადაღებული სცენების დამსახურება ნამდვილად არ იყო.

:ფილმის არაჰოლივუდური ვერსია:

ღამურები [Vol.2]

11 ივნ

ვიღლები, ვიცლები, ვკვდები და ვნებდები…

სად არიან ახლა ის ღამურები ღამ-ღამობით მოსვენებას რომ არ მაძლევენ?!

ღამურებს დღე ძინავთო… მათ ჩემი გულის კომპასი აქვთ წაღებული და დაკარგულ სიცოცხლის ხაზს ვეღარ ვაგნებ.

იმედისთვის ყველაფერს მივცემდი… მივეცი… ახლა აღარაფერი გამაჩნია მის გარადა.

ანგელოზებთან ძილი მომენატრა, მაგრამ მათთან ვეღარასოდეს დავიძინებ, რამეთუ სიცარიელემ გაიარა ჩემ გულში, მოეწონა სივრცე და დარჩა. თველები დამახუჭინა და ვეღარ ვხედავ ვეღარაფერს გარშემო…

სიცარიელემ გაიარა ჩემ გულში, მოეწონა სივრცე და დარჩა.

 

%d bloggers like this: