მონაყოლი

23 სექ

ლახუნდარა – სოფელია იმერეთში. ზოგისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი, უმეტესებოსთვის უბრალოდ კიდევ ერთი მიწის პატარა უცნობი ადგილი დედამიწაზე. სოფელი თითქმის დაცლილია. ძველები აღარ არიან, ახლები უბრალოდ არ არიან.

Lakhundara

ხედი ტყიდან…

 

ჭიჭიკო ბაბუა ჩვენი ქვედა კუთხის მეზობელია. სახლში სულ მარტო დარჩა აგერ უკვე მეორე წელია… შვილი დიდი ხანია თბილისშია, რომელსაც ყავს ოჯახი და პერიოდულად სტუმრობს ხოლმე მამას. შეხვედრისას ჭიჭიკო ყოველთვის გულთბილად მოგიკითხავს და აუცილებლად ხელს ჩამოგართმევს. თბილი ხელი აქვს, დროისგან თითები თითქმის სულ მოხრილი, მაგრამ კანი ძალიან რბილი. შენც თუ მოიკითხავ მაშინ მისი დაბალი ტემბრის წყნარ და ერთ ტონზე მჟღერ ხმას გაიგონებ:

“ხუთი დედმამიშვილი ვიყავით, მეექვსე გოგო. აღარცერთი აღარ არის ახლა. რომ მახსენდება – მენანება. ძნელია ძალიან… ცუდი კაცმა არც უნდა იფიქრო , არც გააკეთო. მე მაგალითად ადამიანის ცუდს როგორ ვიფიქრებ? ადამიანი არის რომ უნდა იცოცხლოს! ხანდახან კი ვინატრებ სიკვდილს, მაგრამ შვილი მაინც მენანება.”

დადის ყავარჯნით, მაგრამ სხვისი დახმარების გარეშე. აცვია ყოველთვთვის სუფთად. იმ დღეს სოფლად ბავშვის ნათლობა იყო და კოსტუმი გადმოეღო. უხდებოდა, ალბათ ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზიც იქნებოდა. სამწუხაროდ არ მაქვს მის ძველი ფოტოები ნანახი. ნეტავ რა მუსიკა უყვარდა ან თუ უსმენდა საერთოდ. აი, ჩავალ ერთხელაც და გადმომილაგებს ალბათ ძველ ფოტოალბომს.

ამის შემდეგ კიდევ ბევრჯერ ჩავედი სოფელში, მაგრამ ჭიჭიკო ბაბუასთან მაინც არ შემივლია. გუშინ ლახუნდარაში წვიმდა რომ ვტოვებდი. კიდევ ერთი ახალი წვიმა…

 

 

Advertisements

4 Responses to “მონაყოლი”

  1. LiLaC სექტემბერი 23, 2013 at 12:17 PM #

    ლახუნდარა ვიცი “ლახუნდარელის თავგადასავლიდან”. ქართველ მიუნჰაუზენზეა ))

    მოხუცები კი ჩემი სუსტი წერტილია, განსაკუთრებით ბაბუები, ძალიან მიყვარს

    • Marie სექტემბერი 23, 2013 at 7:03 PM #

      სერგო კლდიაშვილის „აზნაურ ლახუნდარე­ლის თავგადასავალი“, კარგი გამახსენე, მინდა ეგ წიგნი! 🙂

  2. ლუ ოქტომბერი 8, 2013 at 5:15 PM #

    რა თბილი მონაყოლია ❤

    • Marie ოქტომბერი 14, 2013 at 7:12 PM #

      ანდროიდზე მისგან მეტის ჩაწერა ვერ მოვასწარი, სამწუხაროდ…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: