Archive | აპრილი, 2011

ცხოვრება შეცდომებით და შეცდომების გარეშე

20 აპრილი

აქსიომას წამოუწყია თამაში, შემდეგ გვირილაც ჩაუთრევია და პატარა გაუწონასწრებელი ფსიქოპატიც აიყოლიეს. 1 ირმის ნახტომი და უკვე ჩემთან იყვნენ. წლის დაგვიანებით არა, მაგრამ ცოტა გვიან მეც ვეხმაურები.

ცხოვრება შეცდომებით და შეცდომების გარეშე.

სხვისი არ ვიცი და საკუთარი შეცდომების გახსენება კარგ ხასიათზე ნამდვილად არ მაყენებს. ახლაც არ მინდა გახსენება. იმედია ოდესმე ტკბილად გამახსენდება და მათზე დაწერასაც შევძლებ, მაგრამ არა ახლა…

შეცდომა? ან იქნებ მე ასე მაწყობს...

ერთი ფილმი ვნახე, სადაც გზაარეული შვილი მშობლების სახლში ბრუნდება და დედას ეკითხება, მისი შეცდომების გამოსწორება რომ შეეძლოს რას შეცვლიდა და დედა პასუხობს რომ არაფერს, რადგან რომ არა ის შეცდომები, ის ვერ გაარჩევდა კარგს და ცუდს და არ იქნებოდა ისეთი, როგორიც ახლა არის. არის რაღაც ჭეშმარიტების მარცვალი ამ ნათქვამში, მთავარია ეს შეცდომები შემდეგ საბედისწერო არ აღმოჩნდეს…

ახლა კი მინდა მოვნიშნო სიყვარულოვნა და კნუტი. ვნახოთ მათ რა აქვთ ჩადენილი…

მიდით და აარჩიეთ ახლა თქვენი გზა

Advertisements

1400 მილიარდი მ³

14 აპრილი

ბუნებით მშვენიერი.

ვიძირები, როგორ მწარედ ვიძირები.

წყალი ტკივილის ფერია. ალაგ-ალაგ მარტოობის ფერი დაჰკრავს. სისხლისფერიც გასდევს ზოლებად.

ამღვრეულ წყალში ადამიანის სილუეტს ვარჩევ. ნეტავ ასე მგავს თუ მართლა მე ვარ?

ბუნებით მშვენიერი.

ვიძირები.

წყალი ტკივილის ფერია. ალაგ-ალაგ მარტოობის ფერი დაჰკრავს. სისხლისფერიც გასდევს ზოლებად.

ჩემი ანგელოზი

8 აპრილი

ვინ არიან ანგელოზები?

ქრისტიანულ და ისლამურ მითოლოგიაში ანგელოზები ბოროტი და კეთილი არსებები არიან, რომლებიც ითვლებიან შუამავლებად ღმერთსა და ადამიანებს შორის.

ხანდახან ანგელოზები მოჩვენებების სახით გვეცხადებაიან. არის მოსაზრება, რომ ანგელოზი შეიძლება იყოს გარდაცვლილი ოჯახის წევრი, რომელიც საფრთხეს წინასწარ გვატყობინებს და გვიცავს.

ჰოდა, ამ სასტიკ სამყაროშიც ღმერთს კიდევ ერთი ანგელოზი დასჭირდა.

დასჭირდა და დედამიწას გადმოჰხედა.

გადმოჰხედა და მიწიდან თავისთან წაიყვანა.

ყველაზე ძლიერი ანგელოზი წაიყვანა.

ჩემი ანგელოზი წაიყვანა.

წაიყვანა.

არცერთი არ დაგვიტოვა, ორივე წაიყვანა.

ვერ გამიგია, რატომ? რატომ წაიყვანა? ხომ შეეძლო უბრალოდ ახალი შეექმნა. ის ხომ ღმერთია, მას ხომ ყველაფერი შეუძლია.

არ მინდა შეგუება, ვერ შევეგუები! რატომ უნდა შევეგუო?!

მენატრება.

როგორ ვთხოვდი, მაგრამ მე არ წამიყვანა… მე მას ვეღარასოდეს ვნახავ.

%d bloggers like this: