მარადმწვანე სტუდენტი

19 სექ

ამ ახალი სასწავლო წლის დასაწყისს დავფიქრდი და როგორც აღმოჩნდა ეს ფაქტი პირველად არ მაღელვებს მას შემდეგ, რაც ბაღში პირველად მიმიყვანეს. მაშინ ამას ვერ აცნობიერებ, მაგრამ ახლა არ მგონია რომელიმე არ დამეთანხმოთ, რომ სწორედ მაშინ იწყებ სოციალურ ცხოვრებას.

ბაღი…
სკოლა…
სკოლის ბოლო წელს აბიტურიენტობა…
პირველი ეროვნული გამოცდები, ჩარიცხვა, სტუდენტობა…
4 წლის თავზე ბაკალავრის დიპლომი.
შემდეგ ისევ ეროვნულები და სამაგისტორო გამოცდები…
კიდევ 2 წელი და მაგისტრის ხარისხი.
ეს ჩემი ცხოვრების ბილიკი იყო. ამ დროის განმავლობაში რამდენიმე სამუშაო ადგილის გამოცვალა მოვასწარი, ბევრი რამეც გადავაფასე და ახლა ისევ რაღაც ახალს ვეჭიდები…
ასევე მივხვდი, რომ იმ ხეს, რომლის კენწეროც ბოლოს ტკბილი უნდა ყოფილიყო სულაც არაა ჩვეულებრივი ხე, რადგან მას კენწერო არ ჰქონია და ამიტომ არც უნდა გაჩერდე, წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ გაიყინები. ვერც შეისვენებ, რადგან შენს გარშემო არავინ და არაფერი შეწყვეტს ბრუნვას, შენ კი შეიძლება უკვე ვეღარაფერს დაეწიო.

გილოცავთ ყველა პირველკურსელს!!!
არ მინდა რჩევები მოგცეთ 2 მიზეზის გამო:
1. ცურვა თავად უნდა ისწავლოთ
2. მაინც არ გაითვალისწინებთ
თუმცა ერთს მაინც გეტყვით, ყველა კონსპექტი თავიდანვე დაახარისხეთ ქრონოლოგიურად ან საგნის მიხედვით, თორემ დამიჯერეთ, მათაც ეს ბედი ეწევა

ეს ბარბაროსული ფაქტი ჩადენილ იქნა იმის გამო, რომ უკვე აღარაფრის გარჩევა ან გადარჩევა შეიძლებოდა

მე კი უკვე დავიწყე რამოდენიმე ტრენინგზე სიარული და პირობას ვდებ რომ ახალ კონსპექტებს სხვა ბედი ეწევათ!

სიყვარულით, მუდამ თქვენი მარადმწვანე სტუდენტი.

Advertisements

2 Responses to “მარადმწვანე სტუდენტი”

  1. mari ოქტომბერი 2, 2011 at 9:32 PM #

    ყოველი წლის ბოლოს ვახარისხებ კონსპექტებს. ზოგს ვინახავ, ზოგს სხვებს გადავულოცავ ხოლმე. ისე, ძალიან ბევრი ადგილი კი მიაქვთ…

    • Marie ოქტომბერი 3, 2011 at 11:42 PM #

      კარგი გოგო ხარ შენ!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: