Tbilisi Beer Fest 2013

14 ივლ

თბილისის რიგით მეოთხე ლუდის ფესტივალი

თბილისის ლუდის ფესტივალი, რომლის ჩატარებაც 2010 წლის ივლისიდან უკვე ტრადიციად იქცა წელსაც შედგა.
ოფიციალური ჰეშთეგი #tbilisibeerfest

ზაფხული, 13-14 ივლისი, ადგილი უცვლელი – ვარდების მოედანი. დადებით და უარყოფით მხარეებზე ითქვა და კიდევ ბევრს იტყვიან, მხოლოდ ერთს დავამატებ ორგანიზატორების სასარგებლოდ, რომ ყოველ წელს დავდივარ და ფესტივალი სულ უფრო კარგი ხდება ვიდრე წინა წელს იყო და იმედია ასეც გაგრძელდება.

ფესტივალის მხოლოდ პირველ დღეს დავესწარი.
სვანციხის გამოსვლის შემდეგ ჩატარდა ბლოგერების კონკურსი ლუდის სწრაფად სმაზე, რომელშიც გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო. წესები საკმაოდ მარტივი, ჭიქა სხვებზე მალე უნდა დაგეცალა და ცარიელი თავზე დაგედო, მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლედა შენი გუნდის შემდეგ წევს საკუთარი ჭიქის აღების უფლება. გამარჯვებული იქნებოდა ის გუნდი, რომლის წევრებიც პირველები დაცლიდნენ ჭიქებს. 8 ბლოგერიდან სცენაზევე გავიყავით 2 გუნდად, ანუ თითოში 4-4-ი და დაიწყო…

ფოტო კონკურსიდან

ფოტო ბლოგერების კონკურსიდან

ასევე წესების თანახმად, თუ დალევას ვერ ასწრებდი შეგეძლო დარჩენილი ლუდი თავზე გადაგესხა და ისე დაგედო ჭიქა თავზე, ჰოდა რაც ვერ დავლიე დროის სიმცირის გამო ავდექი და თავზე დაგავივლე :3
გაიმარჯვა ჩემმა გუნდმა, სამაგიეროდ შემდეგ მთელი საღამო თმა მიბზინავდა და ლუდის სურნელი ამდიოდა.

 

წელს ასევე მომეწონა აქსესუარები და მაისურები.

  • ესეც ჩემი:
Tbilisi Beer Fest T-shirt

Tbilisi Beer Fest T-shirt

ინტერესით და სიხარულით ველოდები მომავალი წლის ბერ ფესტს 🙂

ესეც წინა ფესტივალების პატარა ფოტოკოლაჟი:

This slideshow requires JavaScript.

Advertisements

2 Responses to “Tbilisi Beer Fest 2013”

  1. Kate ოქტომბერი 16, 2013 at 1:36 PM #

    რამდენი ბლოგერია და მე რამდენიმე ვიცანი მხოლოდ. სიყვარულოვნა, ალუკარდი და ზურიუსი. ეტყობა ჩემი ზედმეტად ძველი ბლოგერობის ბრალია. 😀

    • Marie დეკემბერი 8, 2013 at 11:51 PM #

      ახლებს ვერც მე ვიცნობ 😦

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: