Tag Archives: 1 წელი

ძველი და ახალი

26 იან

დრო, ეს სიკვდილია, რომელიც საათებში იმალება

ჩვეულებრივ, წლის ბოლოს ბლოგებზე მიმავალი წლის შემაჯამებელი პოსტები იდება ხოლმე. ახალი წლის პირველი თვე იწურება და ირმის ნახტომზე კი მაინც სიცარიელეა. ღირს კი შევსებად?

ის 1 წელი
ყველასგან განსხვავებული ძველი წელი არ ყოფილა, მაგრამ ახალი ნამდვილად იყო. იყო და ახლა უკვე ძველია, მაგრამ რაც ძველში მოხდა ის მაინც ახალში გადადის და მომავალ ახალ წლამდეც  კიდევ ბევრჯერ
შემახსენებს/შეგვახსენებს თავს…

ურთიერთობები…
მათ ისევ ვიღაც მესამეს თვალით ვუყურებ. ვგრძნობ, თუმცა… რაც გარეთ გამოდის ის შიგნიდან აღარ გაწუხებს, მაგრამ შემდეგ ეს სიცარიელე უნდა შეავსო.
შენ ვერასოდეს მოიკრებ ძალას, რომ ჩემთვის იბრძოლო, მითხრა მან და დამტოვა. დამტოვა და სუნთქვა შემინელდა… შემინელდა, მაგრამ არ შემიწყვიტავს.
არა, მარტოობას არ ვგრძნობ. ერთია, როცა ყველას იშორებ და დამლაპარაკებელი არავინ გყავს შემდეგ გიყვარდება ყველა.
ამჯერად შენ  შემიყვარდი.

2 უკიდურესობა
ისევ დამრჩა. ან ზედმეტად მიწიერი ან სამყაროს მოწყვეტილი. მაინც ვერ გადავწყვიტე.

მრავალწერტილები
ვცდილობ მათი გამოყენება მინიმუმანდე დავიყვანო და მხოლოდ ერთი წერტილის დასმა ვისწავლო. ისევ მიყვარს ადამიანები,  რომლებიც თავად ქმნიან საკუთარ თავს.

ეს 1 წელი
მივდივარ მისკენ, რომ Me vs Me შევცვალო I and I-თი… და ისევ ეს წყეული მრავალწერტილები, თუმცა ზოგჯერ ისინიც  ხომ ასე საჭიროა…

Advertisements

წლის ბლოგერი, ანუ უბრალოდ უსურათოდ

1 იან

როგორც უკვე ქვემოთ აღვნიშნე, ახალ წელს რამოდენიმე საათი აკლდა ძვლი ბლოგი რომ დავხურე სრულიად გამიზნულად და ახალი გავხსენი სრულიად სპონტანურად. ძნელი მისახვედრი არაა, რომ სახელიც სპონტანურია. უბრალოდ 1 წელი, შეიძლება იყოს მერე კიდევ ერთი წელიც… თემაც კი არ შემირჩევია. ჯერ ავტომატურად არჩეულს დავჯერდი.

დღეს, უფრო ზუსტად კი სულ რამოდენიმე წუთის წინ, როდესაც ემოციებისგან დაცლილი შემოვედი სახლში, ოთახის კარი მივიხურე და საწოლში ჩავწექი, შემდეგ კი რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს (თუმცა არ მგონია თქვენ ეს გაგიკვირდეთ) დასავენებლად ბალიშზე კი არ დავდე თავი, არამედ ლეპტოპი ჩავრთე და ინტერნეტის უსასრულო სივრცეში ბორიალი დავიწყე, ანინასთანაც შევიხედე და მისი ახალი წამოწყება ვნახე, სახელად – წლის ბლოგერი. პირველივე წინადადება დაიწყო სიტყვებით – ” შარშან ბლოგი არ მქონდა”.  ძალიან გამიკვირდა! ძალიანზე მეტადაც!!! მეტს აღარაფერს დავამატებ. მხოლოდ თემასთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ კატიეს ბლოგის კითხვა ჯერ არ დამიწყია და ალბათ ახლა გადავხედავ. ლინგვისტუსის ახლახანს დავიწყე და მაინც ხშირად რატომღაც არ ვკითხულობ და დოდკასთან მართლაც მისი ერთი ამბის გასაზოგადოება მომწონს (მომწონდა).  არა, ეხლა ჩემი კანდიდარტურის შემოთავაზებას არ ვაპირებ, უბრალოდ მინდა ჩემი აზრი დავაფიქრისო.

მიუხედავად ჩემი წყნარი ბლოგური ცხოვრებისა, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ უფრო მეტს ვადევნებდი თვალს, ვიდრე ვწერდი, ამიტომაც  ეს არ გამიჭირდება და მინდა 3 მათგანი უნდა გამოვყო, რომლებსაც არა მხოლოდ ხშირად ვკითხულობდი, არამედ ჩემთან უფრო ახლოს იყვნენ და ჯერაც არიან. ესენია:

ნინი ოქროპირიძე (ფსიქე)

ნინო ტეფნაძე (ანინა)

ქეთი ნიქაბაძე (ლუქარდი)

%d bloggers like this: