Tag Archives: აფეთქება

როცა ასე გინდა სიმშვიდე

8 თებ

როგორ უნდა დაარწმუნო საკუთარი თავი, რომ ერთ ვიქენდზე პიროვნულად შეიცვალე, როცა ხვდები, რომ ეს სულაც არაა ასე.

როგორ გინდა გარეგნულად შეინარჩუნო წონასწორობა, როცა ამ დროს სულაც არ ხარ გაწონასწორებული და ნათლად გრძნობ, რომ ნებისმიერ დროს ეს კბილებით დაჭერილი მოთმინების უკანასკნელი ძაფიც შეიძლება გაუშვა და შენი ძველი მე გარეთ გამოვიდეს.

როცა ნერვებს გიშლიან და შენ ამის იგნორირებას ცდილობ, რადგან თუ აჰყევი იმ მოკუმულ მუშტს, რომელსაც ზურგს უკან ასე გულმოდგინედ მალავ, სულ ახლოს დაანახებ.

ყველაფერს აქვს ორი მხარე და სულ სახითაც ვერ იქნები მზისკენ შებრუნებული, მზეც ვერ იქნება მუდამ მაღლა, ოდესღაც ჩასცდება კიდეს და თვალს მოეფარება…

არა, არ ღირს ამ ხაზის გადაკვეთა, რადგან თუ გადახვალ უკან დაბრუნდება 2-ჯერ ძნელი იქნება, რადგან ამ დროს ფიზიკის კანონები აღარ მოქმედებენ და გრავიტაცია სადღაც ქრება.

არ ღირს ჩემი წყობიდან გამოყვანა!