Tag Archives: ძილი

ხატიპეპელა

9 ივნ

გარედან შემოსულ ხმაურზე ყურები ვცქვიტე. რამდენიმე წამი გააზრება გამიჭირდა სად ვიმყოფებოდი. შუადღის ოთხი საათი სრულდებოდა. გონს მოსასვლელად ფეხზე წამოვდექი. ოთახის ავეჯიც ჩემთან ერთად წამოიწია და ცეკვა დაიწყო. გაჩერდით, თორემ მეზობლები ამოცვივდებიან! ვისაც არ ეზარება ყველა მე მიშლის ნერვებს რა. მოცეკვავე ტუმბოზე თერმომეტრს გადავწვდი… ისევ 38.1. ამჯერად ნამდილად ვკვდები, გავიფიქრე მერამდენედ და ავწუწუნდი. თუმცა ამჯერად არ ვამეტებდი. სიცხისგან ყველაფერი მტკიოდა, ფილტვებში სიმძიმეს ვგრძნობდი, მუდმივი ხველისგან უკვე მუცელი მტკიოდა და სინათლეზე კი თვალები მეცრემლებოდა.

მეტის ღირსი ვარ. მოვინდომე ივნისში ზღვა და ოაზისი.

ჩემმა ექიმმა მითხრა თინეიჯერობის ასაკიდან არ გამოსულხარო, მე კი ამ დროს დარწმუნებული ვარ, რომ ძველ დროში ტროელი მეომარი ვიყავი. უცნაური შეთავსებაა, ღმერთმანი.

ცხოვრობს ჩემში ერთი ჭირვეული მეორე მე, რომელმაც ფრჩხილის მოტეხვისთვის შესაძლოა სამყარო გადადგას და მასთან ერთად თანაარსებობს წყნარი, რაციონალური და მშვიდი არსება, რომელიც ოცნებობს მსოფლიო მშვიდობაზე. კიდევ უფრო უცნაური შეთავსებაა, ღმერთმანი.

ჩემნაირ ქალებს ბრძოლის ველზე ნაღმის შესატანად გზავნიდნენ. შესაძლოა, მაგრამ არა ამ საუკუნეში და არა ახლა.

ზოგჯერ სიკვდილის დაუძლეველი სურვილი მეპარება ხოლმე და თავს ვერაფერს ვუხერხებ. სულების გაცვლაზე ვკითხულობდი საინტერესო წიგნს, მაგრამ ამ რეალობაში ღმერთები არ მელაპარაკებიან და ვინ ამისრულებს მსგავს სურვილს?..

ესეც მოვიდა… რა გინდა?! ხომ იცი პოსტის წერისას სხვა ადამიანებზე ფიქრი არ მიყვარს! მომშორდი, მომშორდი, მომშრდი!

დილით ჩემ ფანჯარაზე ხატიპეპელა ჩამოჯდა. ნეტავ ისვენებს თუ ამასაც ჩემი არ იყოს დღეს შუსრულდა 200 წელი.
აუ, ეს კიდევ აქაა. მომშორდი-მეთქი, ვა! არა, მაინც არ მიდის. რას გადამეკიდე ერთი ვერ გავიგე!!! თან როგორ მიყურებს. არა, ტყუილი ამბავია, ეს არსად წამსვლელი აღარაა, დღეს მაინც. სიცოცხლეს არ დაგაცდიან რა!

კარგი ბატონო, მე წავალ. თქვენ დარჩით აქ!

ხო, რაც შეეხება ჩემ ხატიპეპელას, წამლის მიღების შემდეგ ღრმა ძილში წავედი და ვეღარ გავიგე მისი ლამაზი ფრთები ქარმა წაიღო თუ თავად აათამაშა.

ჩემს სახლთან ყვითელ ვარდზე ხატიპეპელა დაესვენა და მშვიდად ელოდა ბოლოჟამს. ჩამოვუჯექი ჭირისუფალი, დიდოსტატი ჭირთათმენის და მეღირსა ფორტეპიანოს მაგიური კლავიშების კეთილხმოვანება. ეს შენ გეძღვნება ხატიპეპელა, მშვიდად გადაფარფატდი განზომილებათა გზა-ჯვარედინზე და არ დამივიწყო. მე დავრჩები და მოვუსმენ ფორტეპიანოს. გამახსენდები და გამეღიმება, დამენანები იშვიათი სიდიდისა და სილამაზის გამო. სული მომათქმევინე! ხატიპეპელა გაფრინდა…
ლელა ლაშხი

Advertisements

მე არ ვარ სოციოფობი!

25 თებ

ამ ბოლოს (ბოლოც არის და ბოლოც) ჩემ თავს უცნაურ რაღაცებს (?) ვამჩნევ.

არ შემიძლია ვიყო ბედნიერი 1 საათზე მეტხანს. ადრე ძალიან მინდოდა სულ ბედნიერი ვყოფილიყავი, აი სულ, სულ, ახლა კი ჩემ დეპრესიას და ჩემ ემი ლის არაფერი მირჩევნია.

სულ მინდოდა სიახლეები, ახლა ოთახში განათებაც რომ შევცვალო იმ ღამეს ვეღარ დავიძინებ (ან როდის მძინავს, მაგრამ კარგად ჩაჯდა).

როცა ვერ ვიძინებდი, ვნერვოულობდი, ახლა კი გამთენიისას, როდესაც დამამთქნარებს ნერვები მეშლება რა დროს ძილიათქო.

საზოგადოებრივ ტრანსპორტიში რამდენი ხანია არ ვმჯდარვარ. თუ სადმე გავიჭედე გიჟივით ვრეკავ ტელეფონზე მოდით და წამიყვანეთს ძახილით.

უცხოები! პანიკური შიში მაქვს უცხოების მიმართთქო რომ ვთქვა ეგრეც არაა, უფრო მეშინია რამე არ დავუშავო. ვინმე ოდნავაც რომ მომიახლოვდეს შეიძლება მოვკლა!

თუ სადმე ვარ წასასვლელი “თვალდახუჭული” მივდივარ. ერთი სული მაქვს სახლში როდის დავბრუნდები და ოთახის კარს ბოლომდე მივხურავ. ფარდა ბოლოს როდის იყო გადაწეული არც კი მახსოვს. მიყვარს ჩემი ფარდა, მუქი სისხლისფერია, ამიტომ როცა არ უნდა გაიღვიძო ვერასდროს გაარჩევ დღეა თუ ღამეა, ამიტომ ღამეც კი ქრონიკულად ჩამოფარებულია. ყველანაირი სინალე მაღიზიანებს, ფაქტობრივარ პერსპექტიული ვამპირი ვიკარგები. თუ გარეთ ვარ ღამეც კი შეიძლება სათვალით მნახოთ.

ძილი. ძილის თემა ძალიან პრობლემურია. რამოდენიმე დღე შეიძლება არ მეძინოს, მაგრამ თუ ჩავიძინე ვეღარც გამაღვიძებთ. როცა რაღაცაზე ნერვები მეშლება მაშინ საძილე აბებსაც არ ვერიდები და იმდენი ხანი მძინავს, სანამ არ დამავიწყდება.

ცვლელებები. მოსვენებას მიკარგავს ყველანაირი ვცლილება, ყველანაირი სიახლე, კარგიც კი. ახალი ნივთების ყიდვასაც კი გადავეჩვიე. ერთი ეს იყო დარჩენილი რაც ამ სამყარისთან მაკავშირებდა და ეგეც აღარ მაქვს.

ზოგჯერ მომივლის და მენატერება ყველა უზომოდ, მაგრამ ეს გრძელდება სულ რამოდენიმე წუთს.

ახლა არავინ მენატრებით.

5 რამ, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს

27 იან

ნათიამ დამTAGა და მეც ვემორჩილები. უნდა ჩამოვთვალო 5 რამ, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს. ჩემნაირი არასტაბილური ადამიანისთვის 5 ძალიან ცოტაა, ამიტომ მხოლოდ იმათ დავასახელებ, რომლებიც ახლა ამომიტივტივდება გონებაში.

1.ყავა. მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ჩემი ყოველი დილა იწყება ყავით. ყავით თუ გამიტუებ დილით საწოლიდან, თორემ ისე ამდგომი არ ვარ! მეტსახელიც კი მქონდა ერთ დროს  COFFEE. მოკლედ, ჩემი გულის მოგება თუ გინდათ ყავა უნდა მომიდუღოთ (შაქარი – 1 კოვზი).

2.ძილი. ოღონდ დღე. ღამე ვერ დამაწვენთ, დილით კი საწოლიდან ვერ ამწიწკნით. რამოდენიმე დღის უძინარიც რომ ვიყო, ღამე მაინც ვერ (თუ არ) დავიძინებ ალბათ. დამამშვიდებელი აბებიც კი დამილევია ამის გამოსასწორებლად, მაგრამ რა, კამფეტებივით ვყლაპავ და შედეგი არანაირი.

My Art

3. ფოტოების გადაღება. როგორ მიყვარს ფოტოების გადაღება! ყველგან და ყოველთვის მზად ვარ. თუნდაც საშინელ ხასიათზე ვიყო ან საერთოდაც ისტერიკა მქონდეს. როდესაც კამერის ობიექტივი მიყურებს წამიერად ვმშვიდდები. მილიონზე მეტი ფოტო მექნება ალბათ მხოლოდ ჩემი. ასევე მიყვარს როცა თვითონ ვიღებ. ამჟამად შავ-თეთრი ფოტოგრაფიით ვარ გატაცებული.
4. ნოემბერი და რიცხვი 11. ყოველ ნოემბერს თავიდან ვიბადები. 11 რატომ და ნოემბერი მეთერთმეტე თვეა, ჰოდა მეც მეთერთმეტე თვეს ვარ დაბადებული. უფრო მეტიც, მეთერთმეტე თვის, მეთერთმეტე დღეს. როგორ არ მიყვარდეს აბა? და თქვენც უნდა გიყვარდეთ!
5. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ჭკუა მეკეტება! (კიდევ 1 მინიშნება ჩემი გულის მოსაგებად). მათში ფული არასოდეს მენანება. კედები რომ მეცვას, შეიძლბება ფეხი გადამიბრუნდეს (შეიძლება რა, გადამბრუნებია კიდევაც), ჰილებზე არასოდეს! ყველგან შემიძლია ჩავიცვა! მთაშიც, ბარშიც, ტყეშიც, ღრეშიც, დარშიც და ავდარშიც! რამდენიც არ უნდა მქონდეს, ალბათ არასოდეს იქნება საკმარისი ჩემი გულის გასახარად. როცა მათ ვხედავ, გულიც კი მიჩქარდება. მათ არასოდეს დავშორდები! აი, სწორედ ესაა ნამდვილი სიყვარული!

P.S. ხომ ხედავ ნათ, 1 წელი არ დამჭირდა, მხოლოდ 1 დღის დაგვიანებით დავწერე.

%d bloggers like this: