Tag Archives: ძველი

ძველი და ახალი

26 იან

დრო, ეს სიკვდილია, რომელიც საათებში იმალება

ჩვეულებრივ, წლის ბოლოს ბლოგებზე მიმავალი წლის შემაჯამებელი პოსტები იდება ხოლმე. ახალი წლის პირველი თვე იწურება და ირმის ნახტომზე კი მაინც სიცარიელეა. ღირს კი შევსებად?

ის 1 წელი
ყველასგან განსხვავებული ძველი წელი არ ყოფილა, მაგრამ ახალი ნამდვილად იყო. იყო და ახლა უკვე ძველია, მაგრამ რაც ძველში მოხდა ის მაინც ახალში გადადის და მომავალ ახალ წლამდეც  კიდევ ბევრჯერ
შემახსენებს/შეგვახსენებს თავს…

ურთიერთობები…
მათ ისევ ვიღაც მესამეს თვალით ვუყურებ. ვგრძნობ, თუმცა… რაც გარეთ გამოდის ის შიგნიდან აღარ გაწუხებს, მაგრამ შემდეგ ეს სიცარიელე უნდა შეავსო.
შენ ვერასოდეს მოიკრებ ძალას, რომ ჩემთვის იბრძოლო, მითხრა მან და დამტოვა. დამტოვა და სუნთქვა შემინელდა… შემინელდა, მაგრამ არ შემიწყვიტავს.
არა, მარტოობას არ ვგრძნობ. ერთია, როცა ყველას იშორებ და დამლაპარაკებელი არავინ გყავს შემდეგ გიყვარდება ყველა.
ამჯერად შენ  შემიყვარდი.

2 უკიდურესობა
ისევ დამრჩა. ან ზედმეტად მიწიერი ან სამყაროს მოწყვეტილი. მაინც ვერ გადავწყვიტე.

მრავალწერტილები
ვცდილობ მათი გამოყენება მინიმუმანდე დავიყვანო და მხოლოდ ერთი წერტილის დასმა ვისწავლო. ისევ მიყვარს ადამიანები,  რომლებიც თავად ქმნიან საკუთარ თავს.

ეს 1 წელი
მივდივარ მისკენ, რომ Me vs Me შევცვალო I and I-თი… და ისევ ეს წყეული მრავალწერტილები, თუმცა ზოგჯერ ისინიც  ხომ ასე საჭიროა…

Advertisements

უსუსურობის მომენტები #2 (ძველი ალბომი)

6 აგვისტო

როცა სოფელში ხარ და გარეთაც წვიმიანი ამინდია სწორედ მაშინ უნდა გადმოიღო ძველი ალბომი. ძველი და გახუნებული არა, უბრალოდ ძველი. რამე სევდიანის ჩართვაც კი აღარაა საჭირო ისე მოდის და ცოცხლდება ემოციები ერთმანეთის მიყოლებით.
დღემდე ვფიქრობ, რატომ?!
რაც უფრო მეტს ვფიქრობ უფრო მეტად ვირევი და ვიკარგები.

ის კარგი წელი იყო. ზაფხულიც ლამაზი. მეც მიხდებოდა გრძელი თმა.
შენთან რომ მოვდიოდი ბოლოჯერ, მაშინ შევიჭერი. არ მახსოვს აბაზანიდან როგორ ამოვედი, წყალს ისევ ორთქლი ასდიოდა, ჩემ სხეულსაც. შენ წარმოგიდგენდი, მაგრამ არაფრით გამომდიოდა. თმა ყელზე მეხვეოდა და სულს მიხუთავდა. წინ მაკრატელი შევნიშნე. ფილმისათვის დადგმულ სცენას ჰგავდა, მაგრამ ფაქტია, რომ იქ იდო. გადავწვდი და ყოველგვარი აზრის გარეშე შევიჭერი. გამახსენდა შენ როგორ ივარცხნიდი ხოლმე საღამოობით.
ქერა თმა გქონდა როცა მე გაგიცანი. ისიც მახსოვს, როგორ არ მინდოდა თავიდან შენი მიღება. მაპატიე, თუ შეგიძლია. რამდენი უნდა მაპატიო… ძალიან მიყვარხარ. ძალიან მენატრები.
რამდენი ხანი გავიდა, შენ კი მაინც არასოდეს მოდიხარ სიზმრებში. მგონია გაბრაზებული ხარ ჩემზე. ვიცი, არც არასდროს მოხვალ.
გვიან შევნიშენე ყელზე მაკრატლის კვალი.

ახლა შენს ოთახში ვარ. თითოეულ ფოტოს იმდენ ხანს ვუყურებ, სანამ მისი ნაწილი არ ვხდები. მერე გეფერები და სხვაზე გადავდივარ. ზოგჯერ გელაპარაკები კიდეც. შენ ჩუმად მისმენ და მიღიმი. მაინც არაფერს მეუბნები. მე შენი ხმა მახსოვს. ზოგჯერ მგონია მესმის კიდეც…

ახლა ეს სიტყვები არაფერს ნიშნავს. ცარიელია. ცარიელი ვარ მეც.
მიყვარხარ, მაპატიე.

ახალი თუ ძველი მე

12 მარ

Nowadays

აღარ შემიძლია ასეთ ჩემ თავს ვუყურო. აღარ მინდა, არა! უარს ვაცხადებ! მორჩა, დამთავრდა!

დღეს კომპის ბიბლიოთეკიდან რაღაცების თრაშში ჩაშვება გადავწყვიტე. დოკუმნტრები როგორც იქნა დავალაგე, მუსიკალური გალერეაც განვაახლე და ჯერ ფოტოებზეც მიდგა.

რას ხედავთ, როდესაც თქვენ ძველ სურათებს უყურებთ?

დაჟინებით ვუყურებდი და ვერ ვცნობდი იმ გოგოს, რომელიც ფოტოებიდან მიყურებდა. ინსტიქტურად ავდექი, სარკეში ჩავიხედე და ვერ გავიგე ამ ორიდან რომელი ვიყავი. არ გეგონოთ, რომ სარკეში ჩემი გამოსახულება არ მომეწონა. პირიქით, რაც უფრო ცუდად ვარ მით უფრო კარგად გამოვიყურები (ეს დამტკიცებული ფაქტია), მაგრამ თვალებს მართლა ყველაფერი ეტყობათ… რამხელა განსხვავება იყო… თითქოს ჩემ თავს ვუყურებდი, ოღონდ სხვისი თვალით.

შემდეგ ძველ ნაწერებს გადავხედე ასევე სხვისი თვალით. სტუმრის სტატუსითაც კი შემოვედი ჩემ ბლოგზე, რომ მაქსიმალურად ობიექტური ვყოფილიყავი. ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ყველაფერი ჩემი დაწერილი იყო.

უკვე 2 დღეა აზრებს ვალაგებ.

Continue reading

ისევ დავიკარგე

12 თებ

დღესაც უჩვეულო დაღლა ვიგრძენი. მივხვდი, ძველი ფიქრების უსიამოვნო ვიზიტი ისევ არ ამცდებოდა. ამ მობილურს კიდევ როცა გინდა მაშინ ხომ ვერსად მიაგნებ. არც არავინაა ზარი რომ გაუშვას. რა სულელი ვარ, ვინმე რომ იყოს ზარის გაშვებაც აღარ დამჭირდებოდა. არადა ამათ მე მარტო ვერ ვერევი, რომ გარეთ გავყარო.

არ მინდა ჩხუბი. ჩათრევას ისევ ჩაყოლა ვამჯობინე. უფრო მეტიც, დავხუჭე თვალები და თვითონ წავედი მათთან… როგორც ყოველთვის, დღესაც ძალიან შორს მომივიდა გაფრენა და ისევ დავიკარგე. ისე ძალიან დავიკარგე, რომ ის ადგილიც კი დავკარგე, სადაც დავიკარგე.

მომბეზრდა ყველაფერი, მომბეზრდით თქვენც. მომბეზრდა ყველას გაგება, მომბეზრდა ლოდინი, მომბეზრდა ტაბლეტების ყლაპვაც. ყოველ ალიონზე მომბეზრდა ტკივილის შეგრძნება, როდესაც ყველას ძინავს და ვერავის დაველეპარაკები. მომბეზრდა ევანესენსის მოსმენა, არა ამი ლი არ მომბეზრება, ის მაინც წვდება ჩემ გულს, მარტო ის აგნებს, სხვა არავინ იცის მაქვს თუ არა. ახლაც ემი მაწერინებს.

ჩემი თავიც მომბეზრდა. ორივე. უფრო სწორად 2 მეგონა და ახლა საიდანღაც მესამეც გაჩნდა, რომელსაც ეს ორივე მობეზრდა. სხვებს ჯერ არ ვიცნობ. ჩემგან ბიჭი არ გაიქცევა, მთელი კომპლექტი ვარ, ოღონდ ამოირჩიე.

ახლა სამამდე დავითვლი და თვალებს გავახელ. 1, 2… არა, თავიდან: 1, ოოოო, კაი, ბოლოა, 1, 2, 3. აჰჰ.

ჰედერი ასეო, ჰედერი ისეო

27 იან

 აი, მიილია ეს საახალწო დღეებიც, ჩემი ტირილისა და მუდარის მიუხედავად ნაძვის ხეც აიღეს, მე კი ჰედერი მაქვს შესაცვლელი… ოოოო, როგორ არ მინდა! ისე მომწონდა ჩემი საახალწლო ჰედერი. ეს საახალწლო განწყობაც რომ ჯერ კიდევ ვერ მოვიშორე. თან 2 დღის წინ კოლმეურნებაზე ჯერ კიდევ შევამჩნიე ერთი ცნობილი ბრენდის, ცნობილი რეკლამის აბრა, აგერ უკვე წლებია ყველასთვის ცნობილი ადგილიდან მათი ცნობილი თოვლის ბაბუა მიყურებდა, ჰოდა გადავწყვიტე, რომ ეს კარგი მიზეზი იყო და მეც ჰედერის შეცვლა რამოდენიმე დღით გადავდე.

დღეს ადრე გავიღვიძე, ჩემი ლამაზი თვალები გავახილე და აღმოვაჩინე, რომ საახალწლო განწყობა გვერდით აღარ მეწვა. მობილურს ვეცი და სასწრაფოდ მისი ნომერი (2011) ავკრიფე, მაგრამ მხოლოდ გაურკვეველი სიჩუმე მივიღე. ამ სიჩუმეში სხვა ხმა ჩამესმა, რომელიც ამბობდა, რომ რამდენიც არ უნდა აბაკუნო შენი ლამაზი ფეხები, დრო მაინც არ დაგელოდებაო. კალენდარს დავხედე და იანვარიც ასე უთოვლოდ მეპარებოდა. საშინლად გავბრაზდი! ეგრე არ უნდა მეთქი და ლეპტოპი ჩავრთე ჰედერის შესაცვლელად!

ინებეთ ბატონო!

პანორამა

 ეს არის რძიანი გზის (ირმის ნახტომი) 360 გრადუსიანი ღამის ცის პაორამული ხედი, ESO-ს ყველაზე დიდი ტელესკოპის, Paranal პლატფორმის თავზე. სურათი გაკეთებული იყო 37 ინდივიდუალური კონსტრუქციით.

%d bloggers like this: