Tag Archives: დაჯილდოვება

ქართული ბლოგინგის ბოულინგის დღე 2011

31 დეკ

27 დეკემბერს სოციალური მედიის კვლევებისა და განვითარების ფონდის ორგანიზებითა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, ბოულინგ ცენტრალში ქართული ბლოგინგის ბოულინგის დღე გაიმართა, რომელიც  საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. ყველა ბლოგერმა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ნაძვის ხის სათამაშოები მიიტანა, რომლებიც შემდეგ ფონდმა რამდენიმე ბლოგერთან ერთად გადასცა მათ.

ბოულინგის ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო 70–მდე ბლოგერმა მიიღო. ასევე ვითამაშეთ ბილიარდი და ჩატარდა სხვა გასართობი თამაშებიც.

ღონისძიების ბოლოს ბოულინგ ცენტრალმა გამარჯვებულები გამოავლინა. ბიჭებს შორის ყველაზე მეტი ქულა ირაკლი ქილიფთარმა დააგროვა, ხოლო გოგოებს შორის გამარჯვებული თიკო გაბუნია გახდა.

ყველაზე კეგლებეე

ასევე გამოვლინდა გამარჯვებული გუნდიც. სოციალური მედიის კვლევებისა და განვითარების ფონდმა ასევე გამოავლინა სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული ბლოგერები და მათ სერთიფიკატები და საახალწლო სუვენირები გადასცა.

ამგვარი წამახალისებელი ღონისძიების ჩატარებას ფონდი ყოველწლიურად გეგმავს.

Advertisements

Lady Gaga In Gold At The Bambi Awards

14 ნოე

სტეფანი ჯოანა ანჯელინა გერმანოტა, ივივე Lady Gaga. ყველას გსმენიათ, ყველა იცნობთ მის შემოქმედებასა და ძალზედ ექსტრავაგანტულ სტილს. კლიპებშიც და სხვადასხვა დაჯილდოვების ცერემონიალებზეც იგი ყოველთვის ახერხებს, რბილად რომ ვთვათ, პუბლიკის შოკირებას. სჩვევია ერთ საღამოზე სხვადასხვა იმიჯის მორგებაც, ამიტომ რამოდენიმე კოსტუმიც კი გამოუცვლია ერთი ცერემონიალისთვის.
ზოგს უყვარს, ზოგს – არა, მაგრამ ყველა ერთხმად აღიარებს, რომ მისი სცენაზე გამოჩენა ეს მთელი შოუა.

Bambi 2011 - Press Room

Continue reading

PINK MAGAZINE

11 ოქტ

ვარდისფერი ონლაინ ჟურნალი

Pink.ge გასართობად და ქალებისთვის საინტერესო ინფორმაციის  მისაღებად შექმნილი ონლაინ ჟურნალია, რომლის შექმნაში მონაწილეობის მიღება ყველა თქვენგანს შეუძლია.

ჟურნალის სექტემბრის პრომო კონკურსი დასრულდა.  გამოვლინდა 2 გამარჯვებული, რომელთა დაჯილდოვება კვირას, Pink.ge-ს ავტორების პირველ საზეიმო შეკრებაზე მოხდა.

სექტემბრის თვის განმავლობაში ყველაზე მეტი პოსტი დაწერა Mariam Blanc-მა და მას საჩუქრად Jean Paul Gaultier-ის ტანის ზეთი გადაეცა, ხოლო ყველაზე მეტი ლაიქი ჯამში ალექსანდრას პოსტებმა დააგროვეს და მას წილად ხვდა სასტუმრო რადისონის სპა მომსახურების ერთ დღიანი ვაუჩერი.

შეხვედრაზე ასევე მოხდა მომავალი თვის მრავალი საინტერესო იდეის განხილვა, დაიგეგმა კიდევ რამოდენიმე კონკურსი, მათ შორის ჟურნალის მკითხველისთვისაც და გადაწყდა ახალი სვეტებების დამატება.

კადრები შეხვედრიდან:


მომავალში კვლავ იგეგმება ავტორების დაჯილდოვება სხვასასხვა პრიზებით და შეხვედრებიც უკვე ყოველთვიური გახდება.

შემოგვიერთდი შენც, გახდი ავტორი!

%d bloggers like this: