Tag Archives: დაკარგვა

ბეჭედი

18 მარ

ვისაც ბეჭდების მბრძენებელი წაკითხული, ნაყურები ან თუნდაც გაგონილი გაქვთ ყველამ კარგად იცით თუ რამდენი უბედურების მოტანა შეუძლია ერთ უბრალო ბეჭედს. ერთის ხელში თუ ის უწყინარი სამკაულია, სხვის ხელში შეიძლება ნამდვილ ბოროტებად იქცეს.

მეც მქონდა 1 ჩემთვის გამოჭედილი ძალაუფლების ბეჭედი, მაგრამ…

გული მეკუმშება

მოკლედ, გუშინ ჩემი საყვარელი ბეჭედი დავკარგე. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ჩემი ნაწილიც მასთან ერთად დაიკარგა. ყოველ 2 წუთში მარცხენა ხელის არათითს ვამოწმებ, რადგან ამოჩემებულად მხოლოდ მასზე მეკეთა, იშვიათად შუათითზეც (ისევ მარცხენა ხელის) და როცა ვერ ვგრძნობ მის მოხაზულობას გულში რაღაც მჩხვლეტს. რომელიმე ოქრომჭედელს რომ გავაკეთებინო მისი ზუსტი ასლი, ის მაინც სხვა იქნება.

ნეტავ ახლა სადაა? ნეტავ ვინმემ თუ იპოვნა? ნეტავ რომელ თითზე ატარებს? ნეტავ როგორ უვლის? იმედია სპეციალურ ადგილს გამოუყოფს თავის ოთახსა და გულში.

აი, ისევ ტირილი დავიწყე ერთი ბეჭდის გამო… როცა გგონია, რომ ამაზე ცუდად ვეღარ იქნები, ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ უფრო უარესიც შეიძლება მოხდეს. გუშინ მეგონა, რომ ცუდად ვიყავი. დღეს კი უფრო ცუდად ვარ.

იტყვით ალბათ, რა საჭიროა ეს დრამა, მერე რა, ქეჭედი, უნდა იცხოვრო დღევანდელი დღით, მაგრამ ეს არც ისე ადვილია თუ შენ უკან არაფერია.

ჩვეულებრივ, ისტორიის დასაწყისი მის ბოლოს გახსენდება, ჰოდა მეც ახლა ყოველი დღე მახსენდება, როცა მეკეთა და თავს კიდევ უფრო საშინლად ვგრძნობ. ასეა, სანამ მაქვს/მყავს ვერავის და ვერაფერს ვუფრთხილდები. იმედია ახლა მაინც ვისწავლი ჭკუას.

Advertisements

ისევ დავიკარგე

12 თებ

დღესაც უჩვეულო დაღლა ვიგრძენი. მივხვდი, ძველი ფიქრების უსიამოვნო ვიზიტი ისევ არ ამცდებოდა. ამ მობილურს კიდევ როცა გინდა მაშინ ხომ ვერსად მიაგნებ. არც არავინაა ზარი რომ გაუშვას. რა სულელი ვარ, ვინმე რომ იყოს ზარის გაშვებაც აღარ დამჭირდებოდა. არადა ამათ მე მარტო ვერ ვერევი, რომ გარეთ გავყარო.

არ მინდა ჩხუბი. ჩათრევას ისევ ჩაყოლა ვამჯობინე. უფრო მეტიც, დავხუჭე თვალები და თვითონ წავედი მათთან… როგორც ყოველთვის, დღესაც ძალიან შორს მომივიდა გაფრენა და ისევ დავიკარგე. ისე ძალიან დავიკარგე, რომ ის ადგილიც კი დავკარგე, სადაც დავიკარგე.

მომბეზრდა ყველაფერი, მომბეზრდით თქვენც. მომბეზრდა ყველას გაგება, მომბეზრდა ლოდინი, მომბეზრდა ტაბლეტების ყლაპვაც. ყოველ ალიონზე მომბეზრდა ტკივილის შეგრძნება, როდესაც ყველას ძინავს და ვერავის დაველეპარაკები. მომბეზრდა ევანესენსის მოსმენა, არა ამი ლი არ მომბეზრება, ის მაინც წვდება ჩემ გულს, მარტო ის აგნებს, სხვა არავინ იცის მაქვს თუ არა. ახლაც ემი მაწერინებს.

ჩემი თავიც მომბეზრდა. ორივე. უფრო სწორად 2 მეგონა და ახლა საიდანღაც მესამეც გაჩნდა, რომელსაც ეს ორივე მობეზრდა. სხვებს ჯერ არ ვიცნობ. ჩემგან ბიჭი არ გაიქცევა, მთელი კომპლექტი ვარ, ოღონდ ამოირჩიე.

ახლა სამამდე დავითვლი და თვალებს გავახელ. 1, 2… არა, თავიდან: 1, ოოოო, კაი, ბოლოა, 1, 2, 3. აჰჰ.

%d bloggers like this: