Archive | ბლოგური RSS feed for this section

ახალი აგრარული უნივერსიტეტი

4 მარ

რამდენიმე დღის წინ ბლოგერები განახლებული აგრარული უნივერსიტეტის დასათვალიერიელებლად მიგვიწვიეს. მას შემდეგ, რაც პირველი ეროვნული გამოცდების ტალღაში მოვყევი, ხოლო საგამოცდო ცენტრის მიერ აგრარულ უნივერსიტეტში აღმოვჩნდი გადანაწილებული, ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი საერთოდ ამ გაურკვეველი ადგილის მიმართ, რომელსაც კიდევ შემდეგი რამდენიმე წელი სიტყვა უნივერსიტეტთანაც კი ვეღარანაირად ვაიგივებდი. როგორც იტყვიან, ბევრმა წყალმა ჩავლო მას შემდეგ და აქ მეორედ აღმოჩენილი სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი.

თავად მისი ისტორია 1929 წლიდან იწყება, როდესაც  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. ამის შემდეგ მან სახელი კიდევ არაერთხელ შეიცვალა, ხოლო 2011 წლის  16 მარტს საქართველოს მთავრობისა და აიპ „აგრარული განათლებისა და მეცნიერების ფონდს“ შორის  გაფორმებული „საქართველოს აგრარული განათლებისა და მეცნიერების განვითარების შესახებ“ შეთანხმებისა და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–13 მუხლის საფუძველზე რეორგანიზებულ იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტად.

 

This slideshow requires JavaScript.

როგორც  ალბათ ფოტოკოლაჟიდან თავადვე შენიშნავდით, მას აღარაფერი აქვს საერთო იმ ძველ და გაპარტახებულ შენობასთან. გარემონტებული და კეთილმოწყობილი აუდიტორიები, ყველა საჭიროებით აღჭურვილი ლაბორატორიები, სადაც თითოეულ სტუდენტს თავისი სამუშაო მაგიდა აქვს ცალკე სამუშაო ყველა პირობით, იქნება ეს უბრალო სინჯარა, მიკროსკოპი და ბაქტერიაც კი, რომლებიც ჩვენც დაგვათვალიერებინეს და ასევე ლაბორატორიაში პატარა აფეთქებაც მოგვიწყვეს. მინდა აღვნიშნო, რომ მართლაც ძალიან საინტერესოა ასეთ გარემოში სწავლა და მუშაობა!  ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილებაც საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. თავად უნივერსიტეტის საგამოცდო საგამოცდო ცენტრში არის ასევე ინდივიდუალური კომპიუტერი ყველა სტუდენტისთვის და დამონტაჟებულია კამერები. იგი ასევე დახშულია ინტერნეტისგან, იქ ტელეფონიც კი ვერ იჭერს.
განახლებულ შენობაში ექსკურსიის შემდეგ ბატონ კახა ბენდუქიძესაც შევხვდით, რომელიცმაც შემდეგ უფრო დეტალურად აგვიხსნა ყველა ის ცვლილება, რომელიც აგრარულ უნივერსიტეტში განხორციელდა და სამომავლო გეგმების შესახებაც ბევრი საინტერესო რამ გვიამბო. შეიცვალა ლექტორები, სასწავლო მასალა და რაც ყველაზე მთავარია, თავად დამოკიდებულება დიპლომის მიმართ. არსებულ ფაკულტეტებს ასევე დაემატა ახლებიც და დღეისათვის  უნივერსიტეტში სწავლა მიმდინარეობს 7 ფაკულტეტზე:
•    აგრონომიული
•    აგროსაინჟინრო
•    ბიზნესის ადმინისტრირების
•    ზოოტექნიკური
•    კვების პროდუქტების ტექნოლოგია
•    სავეტერინარო მედიცინა
•    სატყეო
აგრარული უნივერსიტეტი აერთიანებს  სასოფლო–სამეურნეო მიმართულების 14 სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტს, მის დაქვემდებარებაშია  ამდენივე სასწავლო-საცდელი და ექსპერიმენტული  ბაზა.
უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს უცხოეთის აგრარული მიმართულების 20-მდე უმაღლეს სასწავლებელთან და ორგანიზაციასთან, რაც თანამშრომლებსა და სტუდენტებს საშუალებას აძლევს  საზღვარგარეთ აიმაღლონ კვალიფიკაცია. უნივერსიტეტში ასევე ვითარდება კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის სფეროები.
სამომავლოდ კი გავიგეთ, რომ იგეგმება კიდევ ახალი ფაკულტეტების დამატებაც. რაც შეეხება აქ სწავლის საფასურს ის მხოლოდ 200 ლარით გაიზარდა და დRეისათვის შეადგგენს მხოლოდ 2450 ლარს.
ვიდეო თემაზე:

ყველაფერში თავად დასარწმუნებლად ნამდვილად გირჩევთ ეწვიოთ შემდეგში ღია კარის დღეს.

Advertisements

ძველი და ახალი

26 იან

დრო, ეს სიკვდილია, რომელიც საათებში იმალება

ჩვეულებრივ, წლის ბოლოს ბლოგებზე მიმავალი წლის შემაჯამებელი პოსტები იდება ხოლმე. ახალი წლის პირველი თვე იწურება და ირმის ნახტომზე კი მაინც სიცარიელეა. ღირს კი შევსებად?

ის 1 წელი
ყველასგან განსხვავებული ძველი წელი არ ყოფილა, მაგრამ ახალი ნამდვილად იყო. იყო და ახლა უკვე ძველია, მაგრამ რაც ძველში მოხდა ის მაინც ახალში გადადის და მომავალ ახალ წლამდეც  კიდევ ბევრჯერ
შემახსენებს/შეგვახსენებს თავს…

ურთიერთობები…
მათ ისევ ვიღაც მესამეს თვალით ვუყურებ. ვგრძნობ, თუმცა… რაც გარეთ გამოდის ის შიგნიდან აღარ გაწუხებს, მაგრამ შემდეგ ეს სიცარიელე უნდა შეავსო.
შენ ვერასოდეს მოიკრებ ძალას, რომ ჩემთვის იბრძოლო, მითხრა მან და დამტოვა. დამტოვა და სუნთქვა შემინელდა… შემინელდა, მაგრამ არ შემიწყვიტავს.
არა, მარტოობას არ ვგრძნობ. ერთია, როცა ყველას იშორებ და დამლაპარაკებელი არავინ გყავს შემდეგ გიყვარდება ყველა.
ამჯერად შენ  შემიყვარდი.

2 უკიდურესობა
ისევ დამრჩა. ან ზედმეტად მიწიერი ან სამყაროს მოწყვეტილი. მაინც ვერ გადავწყვიტე.

მრავალწერტილები
ვცდილობ მათი გამოყენება მინიმუმანდე დავიყვანო და მხოლოდ ერთი წერტილის დასმა ვისწავლო. ისევ მიყვარს ადამიანები,  რომლებიც თავად ქმნიან საკუთარ თავს.

ეს 1 წელი
მივდივარ მისკენ, რომ Me vs Me შევცვალო I and I-თი… და ისევ ეს წყეული მრავალწერტილები, თუმცა ზოგჯერ ისინიც  ხომ ასე საჭიროა…

ქართული ბლოგინგის ბოულინგის დღე 2011

31 დეკ

27 დეკემბერს სოციალური მედიის კვლევებისა და განვითარების ფონდის ორგანიზებითა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, ბოულინგ ცენტრალში ქართული ბლოგინგის ბოულინგის დღე გაიმართა, რომელიც  საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. ყველა ბლოგერმა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ნაძვის ხის სათამაშოები მიიტანა, რომლებიც შემდეგ ფონდმა რამდენიმე ბლოგერთან ერთად გადასცა მათ.

ბოულინგის ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო 70–მდე ბლოგერმა მიიღო. ასევე ვითამაშეთ ბილიარდი და ჩატარდა სხვა გასართობი თამაშებიც.

ღონისძიების ბოლოს ბოულინგ ცენტრალმა გამარჯვებულები გამოავლინა. ბიჭებს შორის ყველაზე მეტი ქულა ირაკლი ქილიფთარმა დააგროვა, ხოლო გოგოებს შორის გამარჯვებული თიკო გაბუნია გახდა.

ყველაზე კეგლებეე

ასევე გამოვლინდა გამარჯვებული გუნდიც. სოციალური მედიის კვლევებისა და განვითარების ფონდმა ასევე გამოავლინა სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული ბლოგერები და მათ სერთიფიკატები და საახალწლო სუვენირები გადასცა.

ამგვარი წამახალისებელი ღონისძიების ჩატარებას ფონდი ყოველწლიურად გეგმავს.

Pink.ge-ს ავტორების მეორე შეკრება

10 ნოე

Pink.ge-ს ავტორების ყოველთვიური შეკრებები უკვე ტრადიციად იქცა. რიგით მეორე შეხვედრა შედგა 6 ნოემბერს შედგა აბაშიძის 10 ნომერში მდებარე კაფე “დონატ სტოპში”.

შეხვედრაზე საზეიმოდ აღინიშნა ყოველდღიურად გამოქვეყნებული სტატიების მომრავლება, ვებ–გვერდის ყოველდღიური უნიკალური ვიზიტორების გაზრდა და Facebook-ზე 2000-მდე მეგობრის შემოერთება.

ავტორებმა შეკრებაზე განიხილეს ჟურნალის განვითარების სხვადასხვა გზები, ახალი იდეები და სამომავლო გეგმები.

Pink.ge ულოცავს თამრი ხეიძეს ამ მშვენიერი კაშნეს მოგებას!

ასევე გამოვლინდა ფეისბუქის კონკურსის, “ზამთრის ჩაცმულობის” გამარჯვებული, რომელიც ჟიურის გადაწყვეტილებით გახდა თამრი ხეიძე! მას საჩუქრად სპეციალურად Pink.ge-ს მიერ დაწესებული უნიკალური კაშნე გადაეცემა.

შეხვედრის ფოტოკოლაჟი:

შემოგვიერთდით: pink.ge/join

PINK MAGAZINE

11 ოქტ

ვარდისფერი ონლაინ ჟურნალი

Pink.ge გასართობად და ქალებისთვის საინტერესო ინფორმაციის  მისაღებად შექმნილი ონლაინ ჟურნალია, რომლის შექმნაში მონაწილეობის მიღება ყველა თქვენგანს შეუძლია.

ჟურნალის სექტემბრის პრომო კონკურსი დასრულდა.  გამოვლინდა 2 გამარჯვებული, რომელთა დაჯილდოვება კვირას, Pink.ge-ს ავტორების პირველ საზეიმო შეკრებაზე მოხდა.

სექტემბრის თვის განმავლობაში ყველაზე მეტი პოსტი დაწერა Mariam Blanc-მა და მას საჩუქრად Jean Paul Gaultier-ის ტანის ზეთი გადაეცა, ხოლო ყველაზე მეტი ლაიქი ჯამში ალექსანდრას პოსტებმა დააგროვეს და მას წილად ხვდა სასტუმრო რადისონის სპა მომსახურების ერთ დღიანი ვაუჩერი.

შეხვედრაზე ასევე მოხდა მომავალი თვის მრავალი საინტერესო იდეის განხილვა, დაიგეგმა კიდევ რამოდენიმე კონკურსი, მათ შორის ჟურნალის მკითხველისთვისაც და გადაწყდა ახალი სვეტებების დამატება.

კადრები შეხვედრიდან:


მომავალში კვლავ იგეგმება ავტორების დაჯილდოვება სხვასასხვა პრიზებით და შეხვედრებიც უკვე ყოველთვიური გახდება.

შემოგვიერთდი შენც, გახდი ავტორი!

WordPress Dashboard

14 სექ

ძვირფასო ვიზიტორო, რომელმაც ვორდპრესის Latest Posts გადახედე ახლა, ჯერ ნერვები მოგეშალა, მერე წმინდა ინტერესეის გულისთვის გადმოხვედი აქ, იცოდე:

მე მხოლოდ კატეგორიები
დავალაგე ;დ

პ.ს. ვიცი, რომ Dashboard-ზე ბოლო პოსტების დამალვის ფუნქციაც არსებობს.

სოციალური მედიის დღე 2011

6 ივლ

Social Media Day 2011 & BOG

30 ივლისი სოციალური მედიის დღეა. იგი საქართველოში პირველად შარშან, მთაწმინდის პარკში აღინიშნა, რომელზეც ბლოგერებმა სხვადასხვა თემაზე მომზადებული პრეზენტაციები წარმოადგინეს. მასზე დასწრება ნებისმიერი მსურველისათვის იყო შესაძლებელი.

შარშანდელისაგან განსხვავებით წელს იგი სულ სხვა ფორმატით ჩატარდა. საქართველოს ბანკმა სიურპრიზი მოგვიწყო და Lisi Lounge-ში მშვენიერი ივენთი გააკეთა, თუმცა ამჯერად იგი დახურულ წრეში მოეწყო. შეჩეულ იქნა მხოლოდ 50 ბლოგერი. გარემო იყო არაოფიციალური, ამიტომ ბევრი ვიცეკვეთ, ვიმხიარულეთ, დავლიეთ და ვითამაშეთ.  დიახ, ვითამაშეთ! გათამაშებული 3 აიპოდიდან მე რათქმაუნდა ვერცერთი მოვიგე. სამაგიეროდ მოიგო ქილიფამ, რასაც დღემდე ვერ ვპატიობ!

Winner!

მოკლედ, რაღა ბევრი გავაგრძელო და  უმჯობესი იქნება თუ უყურებთ შემდეგ ვიდეოს:

მე მხოლოდ პირველ ტურში გავიმარჯვე

შეგიძლიათ დატკბეთ ფოტოკოლაჟით.

დაბოლოს დიდი მადლობა საქართველოს ბანკსა და Sweet-ს ყველაფრის ორგანიზებისათვის.

მომავალ 30 ივნისამდე!

ცხოვრება შეცდომებით და შეცდომების გარეშე

20 აპრილი

აქსიომას წამოუწყია თამაში, შემდეგ გვირილაც ჩაუთრევია და პატარა გაუწონასწრებელი ფსიქოპატიც აიყოლიეს. 1 ირმის ნახტომი და უკვე ჩემთან იყვნენ. წლის დაგვიანებით არა, მაგრამ ცოტა გვიან მეც ვეხმაურები.

ცხოვრება შეცდომებით და შეცდომების გარეშე.

სხვისი არ ვიცი და საკუთარი შეცდომების გახსენება კარგ ხასიათზე ნამდვილად არ მაყენებს. ახლაც არ მინდა გახსენება. იმედია ოდესმე ტკბილად გამახსენდება და მათზე დაწერასაც შევძლებ, მაგრამ არა ახლა…

შეცდომა? ან იქნებ მე ასე მაწყობს...

ერთი ფილმი ვნახე, სადაც გზაარეული შვილი მშობლების სახლში ბრუნდება და დედას ეკითხება, მისი შეცდომების გამოსწორება რომ შეეძლოს რას შეცვლიდა და დედა პასუხობს რომ არაფერს, რადგან რომ არა ის შეცდომები, ის ვერ გაარჩევდა კარგს და ცუდს და არ იქნებოდა ისეთი, როგორიც ახლა არის. არის რაღაც ჭეშმარიტების მარცვალი ამ ნათქვამში, მთავარია ეს შეცდომები შემდეგ საბედისწერო არ აღმოჩნდეს…

ახლა კი მინდა მოვნიშნო სიყვარულოვნა და კნუტი. ვნახოთ მათ რა აქვთ ჩადენილი…

მიდით და აარჩიეთ ახლა თქვენი გზა

ის, რაც არ გაინტერესებს

24 თებ

ბოლო 2 დღეა ვკითხულობ ისეთ პოსტებს, რომელიც ვითომ არავის აინტერესებს. რატომ ვითომ?! ან მე საიდან ვიცი აინტერესებთ თუ არა? რატომ და ამას თვითონ გაჰყვირიან ყოველ კომენტარში, თითოეულ დაშეარებულ ლინკში. კარგი, ბლოგერი ხარ, ან თუნდაც უბრალო რიგითი მკითხველი, არ აქვს ამას არსებითი მნიშვნელობა, შეხვედი, წაიკითხე და მიხვდი, რომ ეს სრული მარაზმია, ან თუნდაც მორიგი რეიტინგზე გათვლილი პოსტი.  შემდეგ იწყებ ამაზე შენც ლაპარაკს და შედეგად თვითონ უწყობ ამ ყველაფერს ხელს.

რატომ? რატომ? რატომ? რატომ?

მე თემა თუ არ მაინტერესებს, შესაბამისად არც დავაკომენტარებ.

უბრალოდ წაიკითხვისთანავე გადააგდე რა, “დაწვი”.

რა საჭიროა ამ უაზრო თემის/თემების ტრიალი.

აქ კომენტარებს არ ველოდები! ვინც ამ პოსტს კარგად გაიგებს, იმედია დაიმახსოვრებს და შემდეგში მაინც გაითვალისწინებს, რომ უინტერესო თემებზე კომენტარის დაწერაც არ ღირს!

5 რამ, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს

27 იან

ნათიამ დამTAGა და მეც ვემორჩილები. უნდა ჩამოვთვალო 5 რამ, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს. ჩემნაირი არასტაბილური ადამიანისთვის 5 ძალიან ცოტაა, ამიტომ მხოლოდ იმათ დავასახელებ, რომლებიც ახლა ამომიტივტივდება გონებაში.

1.ყავა. მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ჩემი ყოველი დილა იწყება ყავით. ყავით თუ გამიტუებ დილით საწოლიდან, თორემ ისე ამდგომი არ ვარ! მეტსახელიც კი მქონდა ერთ დროს  COFFEE. მოკლედ, ჩემი გულის მოგება თუ გინდათ ყავა უნდა მომიდუღოთ (შაქარი – 1 კოვზი).

2.ძილი. ოღონდ დღე. ღამე ვერ დამაწვენთ, დილით კი საწოლიდან ვერ ამწიწკნით. რამოდენიმე დღის უძინარიც რომ ვიყო, ღამე მაინც ვერ (თუ არ) დავიძინებ ალბათ. დამამშვიდებელი აბებიც კი დამილევია ამის გამოსასწორებლად, მაგრამ რა, კამფეტებივით ვყლაპავ და შედეგი არანაირი.

My Art

3. ფოტოების გადაღება. როგორ მიყვარს ფოტოების გადაღება! ყველგან და ყოველთვის მზად ვარ. თუნდაც საშინელ ხასიათზე ვიყო ან საერთოდაც ისტერიკა მქონდეს. როდესაც კამერის ობიექტივი მიყურებს წამიერად ვმშვიდდები. მილიონზე მეტი ფოტო მექნება ალბათ მხოლოდ ჩემი. ასევე მიყვარს როცა თვითონ ვიღებ. ამჟამად შავ-თეთრი ფოტოგრაფიით ვარ გატაცებული.
4. ნოემბერი და რიცხვი 11. ყოველ ნოემბერს თავიდან ვიბადები. 11 რატომ და ნოემბერი მეთერთმეტე თვეა, ჰოდა მეც მეთერთმეტე თვეს ვარ დაბადებული. უფრო მეტიც, მეთერთმეტე თვის, მეთერთმეტე დღეს. როგორ არ მიყვარდეს აბა? და თქვენც უნდა გიყვარდეთ!
5. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ჭკუა მეკეტება! (კიდევ 1 მინიშნება ჩემი გულის მოსაგებად). მათში ფული არასოდეს მენანება. კედები რომ მეცვას, შეიძლბება ფეხი გადამიბრუნდეს (შეიძლება რა, გადამბრუნებია კიდევაც), ჰილებზე არასოდეს! ყველგან შემიძლია ჩავიცვა! მთაშიც, ბარშიც, ტყეშიც, ღრეშიც, დარშიც და ავდარშიც! რამდენიც არ უნდა მქონდეს, ალბათ არასოდეს იქნება საკმარისი ჩემი გულის გასახარად. როცა მათ ვხედავ, გულიც კი მიჩქარდება. მათ არასოდეს დავშორდები! აი, სწორედ ესაა ნამდვილი სიყვარული!

P.S. ხომ ხედავ ნათ, 1 წელი არ დამჭირდა, მხოლოდ 1 დღის დაგვიანებით დავწერე.

%d bloggers like this: