ჯინსების თაობაზე ✈

18 აგვისტო

ჩვენ ყოველთვის გვასწავლიდნენ, რომ ცხოვრებაში არსებობს ორი გზა, ერთი სწორი და მეორე მცდარი, შენ კი უნდა აირჩიო რომელი გზით წახვალ.
არჩევნის თავისუფლება, ეს ისაა, რაც ყველას გვაქვს ან უნდა გვქონდეს, ან გვგონია, რომ არ გვაქვს მაგრამ სინამდვილეში მაინც ყველას გვაქვს.


„1983 წელს რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა სცადა. გულუბრყვილო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რომელსაც მსხვერპლიც მოჰყვა თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შორის. დაიღუპნენ გამტაცებლებიც, მათი უმეტესობა კი სასამართოს წინაშე წარსდგა ტერორიზმის ბრალდებით. დაპატიმრებულ ახალგაზრდებს, ფეხმძიმე გოგონას გარდა, საბჭოთა ხელისუფლებამ სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯა. სიკდილით დასაჯეს ადამიანიც, რომელიც თვითმფრინავში საერთოდ არ მჯდარა, მაგრამ გამტაცებლების მეგობარი იყო.“

დასვენების რამოდენიმე დღეს ახლა (16.08.2011) მთაში ვატარებ. გარეთ წვიმს, რის გამოც უკვე რამოდენიმე საათია შუქი არ მაქვს. საუკეთესო დროა წიგნის საკითხავად. მხოლოდ ოდნავ მბჟუტავი სანთელი და მე. მე და დათო ტურაშვილი. ისევ გადავშალე და ნაწყვეტ-ნაწყვეტ გადავიკითხე. ყოველი თავის შემდეგ ისევ ვფურცლავდი ბოლო გვერდებამდე და ვაკვირდები მათ ფოტოებს, თითქოს მინდოდა მათ თვალებში ამომეკითხა ის, რაც წიგნში არ წერია და ვერც ეწერება, მაგრამ ისევ არ გამომდის…
იმ დღესაც წვიმდა, თვითმფრინავის გატაცების დღეს (18.11.1983), „იყო გვიანი შემოდგომა და საქართველოს დედაქალაქში უკვე იცოდნენ, რომ ქართველმა სტუდენტებმა თვითმფრინავი ვერ გაიტაცეს…“

„სველი მიწა“.

„თვითმფრინავის ბიჭების საქმე“ დღევანდელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ისევ აქტუალურია და მუდმივად კამათობენ იმაზე თუ ვინ იყვნენ სინადვილესში, უბრალოდ გამტაცებლები, ტერორისტები თუ გმირები, რომელთაც თავი გასწირეს, რათა საბჭოთა ხელისუფლებას დაპირისპირებოდნენ.
მაშინაც და ალბათ ახლაც ხალხის აზრი ისევ ორადაა გაყოფილი. არ ვიცი თქვენ რა აზრის ხართ, მაგრამ მე ერთი ვიცი, რომ როგორიც არ უნდა ყოფილიყო მათი განზრახვა, იქნებოდა ეს მხოლოდ ამერიკაში გაქცევა თუ პროტესტი, ისინი ნებისმიერ შემთხვევაში მაინც „ჩვეულებრივი“ ადამიანები იყვნენ, რომელთაც თავისუფლება უნდოდათ, თუმცა „სიკვდილამდე სიკვდილის დაჯერება მაინც ძნელია“.

მათ გააკეთეს თავიანთი არჩევანი, ისინი „ჯინსების თაობა“ იყვნენ, „მათ ძალიან უნდოდათ გაფრენა და მართლა გაფრინდნენ…“

ნაწყვეტი ირაკლი ჩარკვიანის დაკითხვიდან

Advertisements

16 Responses to “ჯინსების თაობაზე ✈”

  1. Miranda Iashvili აგვისტო 18, 2011 at 10:28 AM #

    კარგი იყო, ძალიან მომეწონა.

  2. Lela Zoidze აგვისტო 18, 2011 at 10:58 AM #

    dzalian kargad wer :*:*

  3. cuga93 აგვისტო 18, 2011 at 12:40 PM #

    ჩემთვის გმირები არიან :)))

  4. Chiamaria აგვისტო 18, 2011 at 5:22 PM #

    მათ ყველაზე ნაკლებად შეიძლება ტერორისტები უწოდოს ვინმემ…

    • Mari სექტემბერი 15, 2011 at 2:25 AM #

      ისეთიც ბევრია, ვინც მათ ტერორისტებს უწოდებს და არგუმენტად იმას იშველიებს, რომ თვითმფრინავის გატაცება საშინელი კანონდარღვევაა (თან რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწეირა ამ ფაქტს), ამიტომ სამართლიანად დაისაჯნენ. ვერც შეედავები. კანონი კანონია, მაგრამ როცა ამას ვკითხულობდი, მე ადამიანი ვიყავი და არა კანონდამცველი, ამიტომ ყვირილი მინდება, როცა ვინმე მათ ტერორისტებად მოიხსენიებს.

  5. fashionmix აგვისტო 19, 2011 at 8:28 PM #

    მომეწონა … დიალოგის შესახებ არ ვიცოდი … გამაჟრჟოლა 🙂

  6. Butterfly სექტემბერი 10, 2011 at 10:30 AM #

    ძალიან კარგია… ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა <3<3<3

  7. სივრცე სექტემბერი 25, 2011 at 5:37 PM #

    ….

    ისინი საბჭოთა ხელისუფლებას კი არ უპირისპირდებოდნენ, ტავისუფლებას ეძებდნენ.
    ძალიან კარგად გიწერია.
    ჩარკვიანის მშვიდ ცურვას ვკითხულობ და ვხვდები, რომ ისინი დღესაც ეგრე იქნებოდნენ.
    ეს იყო თაობა რომელიც ყველა მმართველ ძალას ყელში გაეჩხირებოდა.

    ….

    • Marie სექტემბერი 25, 2011 at 8:05 PM #

      ყველა თაობაში არიან მეომბოხეები, უბრალოდ სხვადასხვაგვარად გამოხატავენ ამას…

      • სივრცე სექტემბერი 26, 2011 at 1:08 AM #

        ჩვენ თაობაში ვერ ვხედავ.
        შეიძლება ჩემი გადმოსახედიდან ჩანს ეგრე,მაგრამ მათ რაღაც უფრო სხვა ჰქონდათ, ძალიან დიდი გამბედაობა და თავისუფლების უზომო სიყვარული.

        • Marie სექტემბერი 26, 2011 at 10:52 PM #

          მე კიდევ მგონია, რომ ადრე თუ გვიან გამოჩნდება. თუნდაც ამ თაობის მიერ აღზრდილი მომავალი თაობის სახით…

          • სივრცე სექტემბერი 27, 2011 at 3:32 AM #

            ვცდილობ ვიყო მეამბოხე, მაგრამ რამდენად გამომდის არ ვიცი. ბლოგის მიმართულებაც მეამბოხური მაქვს. ვცდილობ რა, სკოლაში მასწავლებელმა შემარქვა ადრე და იმის მერე…

  8. islandglocke ოქტომბერი 5, 2011 at 12:37 AM #

    mec gamaxsenda…ehh ra dznelia…axla cocxlebi rom yopiliyvnen…xom gadacuravdnen zgvas simgerit!

  9. ako აპრილი 19, 2012 at 5:39 PM #

    rodesac es wigi wavikitxe am temaze vaketebdi proekts amis gatvaliswinebit gavecani masalebs vnaxe dokumenturi pilmi wavikitxe wigni da chemtvis es adamianebi gmirebi gaxdnen tumca dges dgeobit ase agar vpiqrob da mat gmirebis nacvlad idialistebs vuwodeb idealistebs romeltac hqondat piqrebi tavisuplebaze romelic amerikashi egulebodat im tavisuplebisa romelsac taviant qveyanashi ver xedavdnen me mat gmirebs ver davarqmev imitom rom gmiri dges sxvagvarad warmomidgenia gmiri is aris vinc tavs gawiravs da ara is vinc tavis ideebistvis gawiravs xalxs xalxs romelic arapr shuashi iyo vgulisxmob imas rom mati mizezit nebit tu unebliet xalxi daigupa rac sheexeba im droindel kanons da mis agsrulebeas is martlac sheuwynarebeli gaxldat da vpiqrob ro mati aseti dasja ar iyo swori me vpiqrob rom adamians unda gaachndes tavisuplebis motxvnileba tumca ki es tavisupleba yvelas sxva da sxva gvarad esmis magram ise ar unda moxdes rom sheni tavisuplebis gamodzaxils sxvisi tavisupleba da sicocxle sheewiros swored amitom arian isini chemtvis idealistebi da ara gmirebi

    • Marie აპრილი 20, 2012 at 12:19 AM #

      თითოეულ სიტყვაში გეთანხმები და თუმცა დარწმუნებით ვერ ვიტყვი მე იმ დროს როგორ მოვიქცეოდი, მაგრამ საკუთარ თავს მაინც იდეალისტად ვთვლი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: