Beach HOSTEL

31 ივლ
იკას ყოველთვის უყვარდა ჩემი გაოცება. ვიცოდი, ამ ზაფხულსაც რაიმე სასწაული არ ამცდებოდა, ჰოდა მეც ყოველდღე ველოდი. დილით, საეჭვოდ აციმციმებულ თვალებზე შევატყვე, რომ დღეს სწორედ ის დღე იყო. საღამომდე არცერთი ზარი, არც მესიჯი, მხოლოდ სიჩუმე. აი ისეთი, რაიმე ცუდის წინა…
საღამო… მოწყენილობა, ბოდიალი… საათმა უკვე ცხრას ჩამოჰკრა, როდესაც კარზე გასაღების მორგების ხმა გავიგე. შემოვიდა, არაფრისმთქმელად მაკოცა და ისე გამიღიმა, როცა რაიმე უნდა ვკითხო ხოლმე, მეც ვიცოდი ისე არაფერის მთქმელი იყო და მივაყარე –
მე: აბა?
ის: აბა?!
მე: ხო, აბა!
ის: ჰოსტელი!!!
მე: ჰოსტელი???
ის: ხო, ჰოსტელი!

თავიდან ცოტა არ იყოს დავიძაბე, მაგრამ ჩასვლისთანავე ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. არასდროს თქვათ უარი წასვლაზე, განსაკუთრებით თუ ეს Boombully Beach Hostel-ია!

  • აქ პირველად გავიგე ნამდვილი ევროპული დასვენების გემო;
  • სასტუმროშივე გვქონდა ბარი გასარუჯი ტერასითა და ბარბიქიუს სპოტით;
  • ყოველი დღე ახალი თამაშებითა და თავგადასავკლებით იყო სავსე;
  • სკვერში სიარულის ნაცვლად უფასო wi-fi სასტუმროშივე გვქონდა;
  • დრო გავატარე სხვადასხვა უცხოელი ტურისტის გარემოცვაში, უფრო მეტი გავიგე იმ ქვეყანაზე, რომელიც ასე ძალიან მიყვარს და გავიჩინე არაერთი მეგობარი, რომლებიც გამგზავრების შემთხვევაში იქ დამხვდებიან.
  • ზღვასთან ვიყავით ძალიან ახლოს და ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერება;
  • როდესაც ღამე სიცილი და გართობა გვინდოდა არავინ ხელს არ გვიშლიდა, პირიქით, რაც იმ ოთახში ვიმხიარულეთ ისეთი დღეები სხვა არცერთი სასტუმროს კედლებს არ ახსოვს;
  • როდესაც გასართობს ვერ ვიგონებდით ყოველთვის გვყავდნენ გვერდით სხვები, რომლებიც სასიამოვნოდ გვართობდნენ;
  • ჰოსტელში დასვენება სასტუმროზე გაცილებით იაფი დაგვიჯდა და ის თანხა გართობაში უკეთესად დავხარჯეთ;
  • მომავალში უკვე იკას გაოცებას მე ვაპირებ, როდესაც არა მხოლოდ ჩვენ ორნი, არამედ მთელი ჩვენი სამეგობრო წავალთ ჰოსტელში!
ნნ
Advertisements

10 Responses to “Beach HOSTEL”

  1. Aniuta აგვისტო 1, 2011 at 2:34 AM #

    ეე, წავიდეთ ჩვენც!

  2. Chiamaria აგვისტო 3, 2011 at 11:03 AM #

    კი კი კი,
    მიყვარს მე ჰოსტელები ძალიან ❤

  3. anna აგვისტო 3, 2011 at 9:19 PM #

    ეს ყველაზე ორიგინალურია მათ შორის რაც აქამდე წავიკითხე /:დ

  4. Guranda Khuskivadze აგვისტო 4, 2011 at 1:36 AM #

    შარშან გვინდოდა ჩვენ ჰოსტელი!

  5. Rene აგვისტო 4, 2011 at 1:52 AM #

    turketshi magari cvetshia

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: