შენვე ხარ დამნაშავე

24 ივლ

– რატომ?!

შემთხვევა #1_მაღაზიაში
…გუშინაც აუტანლად ცხელოდა. გზად საშინელი წყურვილის გრძნობა ვიგრძენი, შევედი პირველივე მაღაზიაში და მაცივრისაკენ გავეშურე, სადაც ცივი სასმელები მეგულებოდა. პირველს გვერდი ავუარე და მეორე ნაკლებად გამოჭედილზე შევაჩერე არჩევანი. ავარჩიე ერთი, მაგრამ ქილა საშინლად თბილი აღმოჩნდა და მაშინვე ვუშვი ხელი. მეორე მცდელობაც იგივე შედეგით დასრულდა. მესამესკენ რომ წავიღე ხელი უკვე გამყიდველის ყვირილი მომესმა, რომ ჩემი რჩეული სასმელი ყველა ახლა ჩადეს და რაიმე სხვა ამერჩია. რაღას ვიზამდი, ისევ იმ პირველ საძულველ მაცივარს მივადექი, რომელსაც თავიდან გვერდი ავუარე. შეგუებული იმ ფაქტს, რომ იქ შეტენილი სასმელები შეიძლებოდა თავზე დამცემოდა კარი უცებ გამოვაღე და გვერდით გადავხტი. საბედნიეროდ, თავზე არაფერი დამცემია, თუმცა გამბედაობა არ დამიფასდა, რადგან ვერც აქ მივაგენი რაიმე ცივს.  გულის შეწუხებამდე რომ ცოტა მაკლდა გავხსენი პირველივე ნელ-თბილი ქილა, თავი წამიერად დავარწმუნე, რომ ცივია და დავლიე. პირველივე ყლუპის შემდეგ იმედგაცრუებულმა ილუზიები თავიდან მოიშორე, ჯახირით დავხურე მაცივრის კარი და გავემართე გადასახდელად, სადაც ზ/ხსენებულ გამყიდველს ვუთხარი, რომ ყველაფერს აქვს ინსტუქცია და ნორმა, ამიტომ თუ მაცივარს ასე არ გამოტენიდნენ, იქნებ მაშინ მაინც შეესრულებინა მას თავისი ფუნქცია, რაზეც მივიღე პასუხი, სადაც არაა გამოტენილი იქ წაბრძანდითო.

შემთხვევა #2_”საბა”
რატომ დავმალო სახელი და ავეჯის სახლი “საბა”! ალბათ თბილისში ბევრს გსმენიათ მის შესახებ. მეც ასე თუ ისე ვიცოდი და როდესაც სახლში სამზარეულოს მაგიდისა და სკამების გამოცვლა გადავწყვიტეთ, იქაც შევიხედეთ. ბედად თუ უბედოდ მოგვეწონა ერთი და ყიდვა გადავწყვიტეთ. თითქოს ყველაფერზე მოვრიგდით. მოტანითაც გვითხრეს, რომ თუ გარკვეულ თანხას (20 ლარი) დავამატებდით, უპრობლემოდ მოგვიტანდნენ. მე თუ ფული დავამატე ეს რანაირი მოტანის სერვისია უკვე ცალკე თემაა, მაგრამ ამაზე სხვა დროს. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ერთ დილითაც გაგვაღვიძა ზარმა, რომ მოდიან და მოაქვთ!  საქმეზე გამოვიდა, რომ მოდიან არა და მოიტანა ერთმა კაცმა, რომელსაც დავეხმარეთ ამოტანაში, მაგრამ ეს რა არის.  აქვე აღმოჩნდა, რომ ამ ყველაფრის ასწყობად კიდევ უნდა დავამატოთ თანხა (ასევე 20 ლარი) და თუ არა ამ ყველაფერს არანაირი ინსტრუქცია არ მოჰყვება. მოკლედ, გინდა გადაიხადე, გინდა არა და თავს მაინც მოტყუებულად გრძნობ! ეს კიდევ არაფერი, თუ დარეკე მავანთან (ქალი, სახელად მანანა), რომელიც ამ ყველაფერს კოორდინირებდა მისი პასუხი იქნება – “კაცი არ გყავს სახლში, რომ ააწყობინო?”

დასკვნა:
“რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო” ანუ,  შენვე ხარ დამნაშავე, რადგან ადამიანებს ასე მოქცევის საშუალებას აძლევ!

Advertisements

12 Responses to “შენვე ხარ დამნაშავე”

  1. მოლი ბლუმი ივლისი 24, 2011 at 5:55 PM #

    მანანას არ ჰყავს, სავარაუდოდ, კაცი სახლში, თორემ ასეთი მიზანთროპი არ იქნებოდა.

    ქართულ “სერვიზზე” (და არა სერვისზე, სერვისი სად გვაქვს ჩვენ) ლეგენდები დადის, ოღონდ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსით – ყველა ლეგენდა ერთი მეორეზე საშინელია და რაც ყველაზე ცუდია, სრული სიმართლეა.

    • ირმისა ივლისი 24, 2011 at 7:18 PM #

      არადა საკმაოდ თავაზიანი კლიენტი ვარ. ვიღიმები, გამარჯობას და ნახვამდისაც კი თავად ვეუბნები საკუთარ თავს და რა ვქნა მეტი…

  2. მოლი ბლუმი ივლისი 24, 2011 at 7:39 PM #

    ისე გხვდებიან მაღაზიაში, თითქოს საყიდლად კი არა, ვალის დასაბრუნებლად მიდიოდე…

    • tamara ივლისი 24, 2011 at 8:34 PM #

      იმიტომ, რომ უკადრისობენ ამ სამუშაოს… რა არის აქ სამარცხვინო, მაინც ვერ გავიგე, როცა ზოგიერთებს “იმ ძველ კარგ დროს” “ინსტიტუტებში” და “დაწესებულებებში” ყავის სმის მეტი არაფერი უკეთებიათ :/

  3. სიყვარულოვნა ივლისი 25, 2011 at 12:34 AM #

    ჩვენ არ დაგვამატებინეს. გვითხრეს მოგიტანენ და აგიწყობენო საღამოსო, მაგრამ დილთ მოიტანა 1-მა კაცმა და მტელი დღე აწყო და დასამთავრებელი აქვს კიდევ 😐 რა ცმოგივა დავითაო, ყველა შენი თავიდათაო. აი ეგგრე,, ღირსი ვარ 😐

    • ირმისა ივლისი 25, 2011 at 1:52 AM #

      მეც ვიცი, რომ მოაქვთ და აწყობენ ყველგან! თავიანთ ხასიათებზე დადიან…

  4. Chiamaria ივლისი 25, 2011 at 10:27 AM #

    მე რატომღაც სულ კარგი ხალხი შემხვდა, ნუ აქამდე ასე იყო 🙂

    • ირმისა ივლისი 25, 2011 at 11:26 AM #

      არა, ვერ ვუარყოფ, არიან კარგებიც, მაგრამ…

  5. Jessie ივლისი 25, 2011 at 10:30 AM #

    ფაქინგ რეალიწი 🙂 😦 რა ცუდია 😦 არადა კიდევ რამდენია მსგავსი შემთხვევა

  6. Di@ ივლისი 26, 2011 at 2:01 AM #

    აუ, მე დილიდან ველოდებოდი კაუკაზუსის წარმომადგენლებს, მერე თქვეს 1-2 ისკენ მოვალთო და ბოლოს 5-ზე ძლივს მობრძანდნენ… 😦 უკვე იმედი მქონდა გადაწურული.

    და ქილებზე კიდევ იმის თქმა მინდა, რომ კარგად დააკვირდი სასმელის ვარგისიანობის თარიღს. რამდენძერ ძველი პეპსი მიყიდია და მთელი კაიფი გაუფუჭებია. ბოლოს რომ დამდემართა, იმის მერე მაღაზიასაც ყურადღებით ვარჩევ.

    • ირმისა ივლისი 27, 2011 at 12:19 AM #

      ნიკორას მაღაზიაში მომცეს მე ვადა გასული რძე, მეტი რაღა ავარჩიო…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: