წერილი 15 წლის მარიეს

22 ივნ

Marie

წერილის მიწერას არ ვაპირებ, თუმცა მაინც ასე დავარქვათ.

რამოდენიმე დღეა ბლოგერები ტეგ თამაშში ჩაებნენ, სახელად “წერილი 15 წლის მეს”.  კვითხულობდი მათ წერილებს და ვფიქრობდი მე რას ვეტყოდი საკუთარ თავს… ვერაფერიც ვერ მოვიფიქრე. არა, როგორ ვერ მოვიფიქრე, მაგრამ მაინც ვერაფრით მივწერე. არადა დამიჯერებდა. ვიცი, ნამდვილად დამიჯერებდა. ერთი წუთითაც არ დაფიქრდებოდა ისე დამიჯერებდა. ერთხელაც არ იკითხავდა ვინ ვარ და რა მინდა საერთოდ, რატომ ვერევი მის ცხოვრებაში ასე უტიფრად და ვასწავლი რა აკეთოს და რა არა, ამიტომაც არ მივწერ! ახლა რომ არ იფიქროთ, რომ მხოლოდ ბოღმა მალაპარაკებს, თავიდანვე დაგიზუსტებთ, კი, მე ნამდვილად ბოღმა მალაპააკებს!!! მხოლოდ ბოღმა კი არა, სიძულვილიც.

ნებით თუ ძალით გავაგდე და არც მინდა ოდესმე დაბრუნდეს, თუმცა რომ დავუძახო, ისეთი დებილია, ისევ მოვა და ჩამეხუტება, მაგრამ მისი ღიმილი რომ კიდევ ერთხელ დავინახო, უკვე ნამდვილად მოვკლავ! შეიძლება მოკვდა კიდეც იმ შემოდგომას…

მისი გაფრთხილების არანაირი სურვილი არ მაქვს. რა საჭიროა იმ ჭრილობის გაღიზიანება, რომელიც ჯერ არ შეხორცებულა. ვერ გავწმინდე, თუმცა ნაკერი დავადე და სისხლისგან ნამდვილად არ დავიცლები. იმ ძველი თეთრეულის რეცხვითაც ხელებს ვერ გადავიტყავებ, მითუმეტეს რომ წინასწარ ვიცი, ის ლაქები არასდროს ამოშორდება, დროს კი  უკან ვერაფერი დააბრუნებ, რომ უფრო ფრთხილად მოიქცე და ეცადო დავსვარო, ასე უღმერთოდ მაინც. კიდევ საფლავის თავზე  მიწის თხრაც არაა საჭირო, თორემ დატოვეულ მტვერში ვერაფერს დაინახავ წინ და იქ თავადვე დაიმარხები. ეს პერსპექტივა კი ნამდვილად ა(ღა)რ მხიბლავს.

მოკლედ, ჩემო კარგო, არანაირი წერილი არ მაქვს შენთვის და არ მინდა იმ მარიეს რაიმე საერთო ჰქონდეს ჩემთან! გისურვებ ბედნიერებას, რომელიც არასოდეს გექნება. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, შენ ხომ მაინც ბედნიერი ხარ.

Advertisements

6 Responses to “წერილი 15 წლის მარიეს”

  1. Jessie ივნისი 22, 2011 at 3:49 PM #

    ძალიან სევდინი გამოგივიდა 😦

  2. Kate_AlukaЯD ივნისი 22, 2011 at 4:08 PM #

    შე საყვარელო ^^

  3. faifuris angelozi ივნისი 23, 2011 at 3:48 AM #

    სევდიანია..მე კი უკუღმა დავწერე 15 წლის ანგელოზმა ეხლანდელს უთხრა თუ როგორი იქნებოდა დღეს)))

  4. tamara ივნისი 28, 2011 at 1:34 PM #

    რას ერჩი საწყალ, გულუბრყვილო მარიეს?> 😦

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: