წითელი აგვისტო, ანუ დაგვიანებული ფილმის დაგვიანებული პოსტი

14 ივნ

შესავლის ნაცვლად

ფილმის ნახვის შემდეგ რაღაც იმედგაცრუება ვიგრძენი და საერთოდ არ მინდოდა ამაზე დაწერა. ასეც ვთქვი სახლში დაბრუნებულმა,

 “მე ამაზე არ დავწერ!”

გავიდა ზუსტად 7 დღე და მე ვწერ. აზრის შეცვლის რიგ მიზეზებს ახლა არ აქვს არსებითი მნიშვნელობა.

პირველი შთაბეჭდილებები

გავიდა პრემიერა და მეორე დღესვე დავჯავშნე ბილეთები. არ ვიცი ეს რა იყო, უბრალო ინტერესი თუ პატრიოტული სულისკვეთება. მივედი 1 საათით ადრე. დავათვალიერე დარბაზში გამოფენილი ფოტოები. არ დავმალავ და ისინი ნამდვილად მრავლისმთქმელად მომეჩვენა და შეიძლება მათ შემხედვარემ დავამყარე ამ ფილმზე დიდი იმედები, ან იქნებ იმ პომპეზური პრემიერის გამო, რომლის გარშემო მომხდარ ამბებზე მხოლოდ გადმოცემით ვიცოდი, რადგან იმ დროს თბილისში საერთოდ არ ვიყავი სამსახურის გამო, მაგრამ როგორც ხშირად ხდება, დიდი მოლოდინი ხშირ შემთხვევაში არ მართლდება. ეს დღეც ნამდვილად არ მიეკუთვნებოდა იმ იშვიათ გამონაკლისთა რიცხვს.

კადრი ფილმიდან

ცოტა ფილმის შესახებ

საქართველო, წითელი აგვისტო (Georgia, Red August), იგივე აგვისტოს 5 დღე (5 Days Of August), არ მეგულება საქართველოში (უფრო ფართო მასშტაბებზე ნამდვილად ვერ ვილაპარაკებ) ადამიანი, არ აქვს მნიშვნელობა ფილმი არ უნახავს, უკვე ნახა თუ მომავალში აპირებს, რომელმაც არ იცოდეს, რომ იგი “ასახავს” 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მოვლენებს.

დასაწყისი ცუდი არ იყო, გადაღებაც, მსახიობებიც კარგად თამაშობდნენ, აი ისე, როგორ ვთქვა, ჰოლივუდურად, ჰო, ჰოლივუდურად. ვფიქრობ, შესაფერისი სიტყვა გამოვნახე. განათებას და სპეცეფექტებსაც ვერ (ჩვენ ვერ) დავუწუნებდით, მაგრამ… მაქვს უამრავი/რამოდენიმე არ მოწონების მაგრამ, რომელთაგან ორს დავასახელებდი:

  1. რატომ ტრიალებდა მთელი ისტორია იმის გარშემო, როგორ უნდათ დაგვეხმარონ (!).
  2.  რაღაც ისტორიის დასასრულს ვერ მივაბი ბოლო კადრები, სადაც ახლობლები თავიანთ ომში დაკარგულ ნათესავებს იხსენიებდნენ. საერთოდაც, ფილმის ეს ბოლო კადრები დაეტოვებინათ მხოლოდ, უკეთესი იქნებოდა.
ფილმის ალაჰოლივუდური ვერსია.

დასასრულს

მინდოდა/იმედი მქონდა ფილმი უფრო დოკუმენტური ხასიათის იქნებოდა და არა კომერციულ-თავშესაქცევი. ხო, ნამდვილად თავშესაქცევი. შეიძლება ასე თქმა?! ალბათ არა, მაგრამ მაინც ვიტყვი.

დაბოლოს

ამ ფილმის ყურებისას მხოლოდ საშინელი ტკივილი ვიგრძენი, რომელიც ფილმში კარგად გადაღებული სცენების დამსახურება ნამდვილად არ იყო.

:ფილმის არაჰოლივუდური ვერსია:

Advertisements

6 Responses to “წითელი აგვისტო, ანუ დაგვიანებული ფილმის დაგვიანებული პოსტი”

  1. qristi ივნისი 14, 2011 at 4:56 PM #

    ფილმის დაწყებისთანავე მეტკინა, შეიძლებ ეგ არ იყო ფილმით გამოწვეული და უბრალოდ მოგონება, რომ ეს ჩემი მეორე ომი იყო, მეც მაქვს რაღაც შენიშვნები და არ მოწონებები, შენს ორ შემთხვევასავ ვეთანხმები, მაგრამ ის მომეწონა, რომ ფილმში კარგად იყო ნაჩვენები სამივე ქვეყნის პოზიცია, ჩვენი როგორც ყველაზე დაზარალებულის, რუსეთის როგორც დამპყრობლის და ამერიკის, რომელსც ვკიდივართ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. და კიდევ ერთი ფილმის რაღაც მომენტებსი მომეჩვენა, რომ ფილმი აგვისტოს ომზე კი არა, რაღაც ჩიპის გამო მოხდა, რომელზეც მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყო. ერთი სიტყვით ფილმი, იმ ხალხის პოზიციიდან, რომლებიც შორიდან უყურებდნენ რეალობას და არ სტკიოდათ, კარგი გადაღებულია.

    • ირმისა ივნისი 14, 2011 at 5:16 PM #

      “ფილმში კარგად იყო ნაჩვენები სამივე ქვეყნის პოზიცია, ჩვენი როგორც ყველაზე დაზარალებულის, რუსეთის როგორც დამპყრობლის და ამერიკის, რომელსც ვკიდივართ.” +1
      და ზუსტად ჩიპის გარშემო დატრიალებული მთელი ფაბულის გამო ვერ მივაბი ბოლო კადრები ფილმს.

  2. finiki ივნისი 14, 2011 at 5:48 PM #

    ამ ფილმზე მხოლოდ უარყოფითი აზრი მოვისმინე, ძალიან მინდოდა (მინდა) ნახვა, მაგრამ თავი ვერ მოვაბი, როგორც ყოველთვის. მიუხედავად ყველაფრისა მგონია, რომ მაინც ღირს, მაგრამ მერე ვიცი, რომ იმედგაცრუებული ვიქნები, მოკლედ არ ვიცი 😐

    • ირმისა ივნისი 14, 2011 at 6:25 PM #

      ამ პოსტის მერე როგორ გირჩიო, მაგრამ ერთი უნდა ნახო.

  3. qristi ივნისი 14, 2011 at 6:52 PM #

    საერთოდ, მე მომეწონა და ყველას ურჩევ უყუროს, გაჰოლივუდებულ საქართველოს ისტორიას. “არ შეაფასო თუ შენი თვალით არ გინახავს”

    • Marie Iashvili ივნისი 14, 2011 at 7:33 PM #

      ხო, როგორც რიგითი ფილმი, არაა ცუდი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: