Trip to Adigeni, Zanavi [Edited]

27 მაისი

თუ პირადად მიცნობ და ახლა ამას კითხულობ, მაშინ გეცოდინება, რომ ახლა ადიგენში ვარ, უფრო კონკრეტულად – ზანავში. თუ არა და გეტყვი, რომ აქ ეროვნული ცენტრიდან გამანაწილეს მე-12 კლასელების საატესტატო გამოცდებზე. ახლა ამას უნდა მოჰყოლოდა ძალიან დიდი პოსტი იმაზე, თუ რა ლამაზი და ნათელია აქაურობა, რა კარგია ყველა და როგორ შემიყვარდა ის 21 აბიტურიენტი, რომელიც მე მომაბარეს, მაგრამ ეს მომავალში. ახლა კი…

……შესვენებაზე უცხო ნომერმა ააწკრიალა ჩემი მობილური. ავიღე და სასიამოვნო ხმა მომესმა, მარიამი ბრძანდებითო? უარს როგორ ვეტყოდი?! შემდეგ ხმა გაწყდა და გავშთიშე. ისევ ზარი, ისევ მარიამი… ამჯერად იმის მოსმენაც მოვასწარი, რომ ახალციხის პოლიციიდან მირეკავდნენ და ხმა ისევ გაწყდა. ისევ გავთიშე და ვიფიქრე რომ ეს იქნება ის დათო, რომელსაც ბიძაჩემმა დაურეკა, რომ თუ რამე დამჭირდებოდა მისთვის მიმემართა, რადგან პირველად მოვხვდი სამცხე-ჯავახეთში და საერთოდაც, აქ არავის ვიცნობდი. ისევ ზარი, ისევ მარიამი და ისევ აღარ ისმის ხმა… ამჯერად უკვე მე მოვასწარი იმის თქმა, რომ უმჯობესი იქნებოდა მოეწერა, რადგან არაფერი მესმოდა…

ველოდები მესიჯს და ვფიქრობ,  რომ მაინცდამაინც საქმეზე რატომ უნდა მირეკავდნენ ტიპიები ასეთი კარგი ხმით და მე კიდევ დათო მობილურზე მხოლოდ YES -ზე დამჭერი ვიღაც მეგონა, ეს კი მესიჯზე როგორ უპრობლემოდ დამთანხმდა. საღოლ ბიძა!

პირველი წერილი: “Tqven axla sad imyofebit? Axalcixis policiidan gawuxebt.” გამოვშტერდი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით! კითხვითი წინადადების ბოლოს კითხვის ნიშანი და უსინდისო ვიყო თუ წინადადების ბოლოს ეს წერტილი მე მიმემატებინოს!

ჩემი პირველი პასუხი: “Zanavshi. Tqveni saxeli?”. მოკლე და კონკრეტული. შეგნებულად არ დავაზუსტე ჩემი ვარაუდი, რაგდან დათოს პიროვნებასთან დაკავშირებული ეჭვები ჯერ კიდევ მაწუხებდა.

მისი მეორე წერილი: “Me irakli var. Aucilebad unda gnaxo tu sheidzleba.” – ორი წინადადება, ორი წერტილი. ირაკლი??? აბა ირაკლი??? უნდა გნახო და არა უნდა გნახოთ?! თუ შეიძლებაო? კარგი, დაწყნარდი მარი! მაინც იმედს ვიტოვებ, რომ დათოს ასისტენტი ან რაღაც მსგავსი შეიძლება ჰყავდეს და უბრალოდ უნდა გენახათ ჩემი სახის გამომეტყველება მომდევნო მესიჯის წერისას.

ჩემი მომდევნო პასუხი: “Gvari? Mnaxet, ra problemaa. Da rastan dakavsirebit?” – ეს გვარის კითხვა ხავსს ჩაჭიდებაა, იქნება და სახელი შემეშალა და რა დათო, თურმე ირაკლი. მეორე წინადადება იმის დასტურად, რომ სულაც არ ვარ დაბნეული! აბა სად ვარ დაბნეული? რა კარგია ჩემ სახეს რომ ვერ ხედავთ… და ეს ბოლო კითხვა მაინც ინტერესმა წამძლია, ვა!

მისი მესამე წერილი: “Dzalian momewone da imastan dakavsirebit.” – ეს წერტილი წინადადების ბოლოს უკვე ბოლოს მიღებს და მესიჯის შინაარსთან დაავშირებით ჯობდა ისევ ჩემი სახე გენახათ.

ჩემი პასუხი: “LOL” – ანუ რა ხდება ახლა, თუ მომწერა ახლა ლოლ რა არისო, უეჭველი სხვისი ხმა იყო. თან არ მინდა მაშინვე ოთხივე მხარეს გავუშვა, რადგან რა კარგი ხმა იყო და კიდევ ეს წერტილები წინადადების ბოლოს ❤

მისი მეოთხე წერილი: “Mpua. Magari gogo xar.” – ?????????????????? WTF!!! რა ვქნა, ამ კიდევ 2 ახალი წერტილის ხათრითაც კი ვეღარ მივწერე ვერაფერი ისეთი გაღიმებული დავრჩი… გამოცდის მერე კიდევ ვნახე გაშვებული ზარი, მაგრამ აი დამეზარა გადარეკვა ისეთი დაღლილი ვიყავი და ახლა პოსტის ბოლოს დავრეკავ ალბათ და ვიღაცა მეკაიფება ვალში არ დავრჩები  რა 😉

ბონუსად ფოტო: დილანი და მე ზანავის პატარა ციხესთან

The End-ის ნაცვლად…

არ მეგონა გაგრძელებას თუ მოითხოვდით, სულ შემთხვევით თქვენც მოგზავნილები ხომ არ ხართ?!

მოკლედ, გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, მაგრამ მაინც უნდა დაიჯეროთ, რომ პოსტის დასრულება და ტელეფონიც ისევ აწკრიალდა ნაცნობი უცხო ნომრით…
მოკვლევით დადგინდა შემდეგი:

  1. ირაკლის რეალურადაც ირაკლი ჰქვია;
  2. ირაკლი მართლა კარგი ტიპია, უფრო მეტიც, მე მას გადასარევად ვიცნობ;
  3. ირაკლი უცხო ნომრებს უკვე აღარ პასუხობს (გამოიცანით რატომ ;დ).

P.S. აი, ეს დათოს ამბავი მართლა საიდან დაემთხვა, მერე ეყოფათ თავხედობა და გამოაცხადებენ, დამთხვევები არ არსებობსო!

P.S.S. წამოსვლამდე დათოც გავიცანი…

Advertisements

7 Responses to “Trip to Adigeni, Zanavi [Edited]”

  1. siyvarulovna მაისი 28, 2011 at 2:15 PM #

    ბარემ დაგესრულებინა ისტორია და ისე დაგეწერა :/ რა ვქნა ახლა რა ვიფიქრო ვინ იყო ის ირაკლი?

  2. Stichoza მაისი 29, 2011 at 11:31 AM #

    ვკითხულობ, ვკითხულობ და წკაპ! – შეწყდა პოსტი 😦
    დამსწრე საზოგადოება დაუყოვნებლივ გაგრძელებას მოვითხოვთ 😀 😀

    • ირმისა მაისი 29, 2011 at 1:23 PM #

      ოჰ, არ აჰყვა ესეც ფეხის ხმას ;დ
      გაგრძელება უკვე არის და მერე ამ პოსტშივე ჩავამატებ ;დ

  3. finiki მაისი 30, 2011 at 2:41 PM #

    საშინლად დავინტერესდი, ველი გაგრძელებას.

  4. finiki მაისი 30, 2011 at 2:42 PM #

    ცხვირის ჩაყოფაში ნუ ჩამომართმევ, თავის გასამართლებლად და კომპლიმენტის სახით დავწერ, რომ საუკუნეა არავინ და არაფერი მაინტერესებს :დ

    • ირმისა ივნისი 11, 2011 at 3:01 AM #

      საუკუნეა არავის ინტერესი დამიკმაყოფილებია და ფაქტობრივად მაიძულეთ…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: