ჩარჩო

14 მაისი

ძალიან ლამაზი და ორიგინალური ჩარჩო შენი სურათისათვის. ჩარჩო, რომელიც თავად შეარჩიე, ფერის ასარჩევად არაერთი საათი იფიქრე, ზომებს საათობით თვლიდი და შემდეგ თავადვე გამოთალე. არავის აქვს ასეთი და მხოლოდ შენი სურათი შეიძლება შეეხამოს მას ასე იდეალურად. ჩარჩო შენი და სხვა არავისი. ის ერთადერთი და უნიკალურია. ყველა დროში ყველაზე ძვირფასი. ჩარჩო, რომელიც ყველას მოსწონს და ყველას უნდა, მაგრამ ის მარტო შენია! შენი ჩარჩო! შენი და სხვა არავისი!

ჩარჩოში ყველაფერი მკაცრად გაწერილია, მაგრამ მხოლოდ მისმა მფლობელმა იცის ეს მკაცრი შიდაგანაწესი. უცხო სხეული აქ ვერ იცოცხლებს, რადგან მაშივე მიაგნებენ და გააძევებენ.

ჩარჩოში ადრე თენდება და ასევე ადრე ღამდება, თუმცა აქ მზის ამოსაყვანად მამლის ყივილი სრულიადაც არაა საჭირო და საერთოდაც, არც მზე ამოდის აღმოსავლეთიდან…

როცა ჩარჩოში ცხოვრობ, თანაც იმ ჩარჩოში, რომელიც თავად აარჩიე,  წესები არ უნდა დაარღვიო, თორემ შენც მასთან ერთად გაქრები.

ყოველ დილით ვიღვიძებ და ყვირილი მინდა, მაგრამ არ მაქვს ამის უფლება, რადგან მე ვარ გოგო, რომელიც ჩარჩოში ცხოვრობს, მაგრამ ეს ჩარჩო ძალიან ლამაზია!

Advertisements

6 Responses to “ჩარჩო”

  1. Jessie მაისი 15, 2011 at 11:18 PM #

    აიი ძალიან კარგად გეხერხება წერა.. 2 სიტყვაში რა ღრმა შინაარს დებ ხოლმე :)) :* ლაიქდ

    • ირმისა მაისი 15, 2011 at 11:27 PM #

      აღარც წერის დრო მაქვს და აღარც კითხვის ;/

      • Jessie მაისი 16, 2011 at 1:42 PM #

        მერე რა, ე.ი საქმით ხარ დაკავებული :0 პირიქით, უნდა გიხაროდეს 🙂

  2. siyvarulovna მაისი 15, 2011 at 11:58 PM #

    ჩარჩო :ს

  3. indievidi@yahoo.com ივლისი 19, 2011 at 2:04 PM #

    We shouldthink outside the box…in this case, step outside the frame..ცხოვრება ზედმეტად ბანალურია იმისთვის რომ ის კიდევ ჩარჩოებში მოვაქციოთ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: