27-დან რამდენი ჭრის ჩემზე

22 მარ

დღეს წავიკითხე პოსტი, სადაც 27 გზა ეწერა ქალის გასაღიმებლად. სხვების ნაცვლად არ ვილაპარაკებ (არც ეგეთი თავხედი ვარ) და მინდა ჩემი 27 შეხედულება გაგაცნოთ ამ 27 გზასთან დაკავშირებით.

1. უთხარით მას რომ ის ყველაზე ლამაზია. /ვიცი, მაგრამ კარგი, იყოს.

2. როგორც კი მოახერხებთ მოკიდეთ ხელი ხელზე, თუნდაც წამიერად. / წამიერად რა არის, ვიკბინები?! არა,  კი, მაგრამ მაინც…

3. აკოცეთ კისერზე, ან ყელზე. /ეს ნამდვილად გასაღიმებლადაა?

4. დაუტოვეთ ხმოვანი შეტყობინება ალერსიანი ხმით. /ეს ალერსიანი ხმა რომელია?

5. ყოველთვის უთხარით, რომ გიყვართ. / ვაიმე, იცი, შევწუხდი უკვე!

6. როცა ის გაბრაზებულია, მოიმწყვდიეთ მკლავებში და აუხსენით რა ბევრს ნიშნავს იგი თქვენთვის. /დავწყნარდი საყვარელო. მოდი ახლა ცოტა გავერთოთ და რუსული რულეტი ვითამაშოთ.

7. პატარა დეტალებსაც კი მიაქციეთ ყურადღება და ეს მას უთხარით. / მაინც?!

8. უმღერეთ მას, რა საშინელი ხმაც არ უნდა გქონდეს. / იარაღის ხმარება ვიცი!

9. უთხარით რომ მას ყველა ქალზე წინ აყენებთ. / ბლა, ბლა, ბლა…

10. დაუწერეთ ნიშნები კოცნაში (აზარტულია). / სად ამოიკითხე?

11. გააცანით ის თქვენს ოჯახს და მეგობრებს, როგორც შეყვარებული. / უკვე შეყვარებულებიც ვართ?

12. ეთამაშეთ მის თმას. / 3 საათი მაგისთვის ვიჯექი სალონში, რომ მერე ვიღაცამ ითამაშოს რა.

13. აიყვანეთ და დაატრიალეთ. / მეტად აბა თავბრუს ვერ დამახვევს და…

14. დაჯექით პარკში მასთან ერთად და დაელაპარაკეთ თუნდაც სისულელეზე. / პარკში დამაჯენს ვინმე, მითუმეტეს რაღაც სისულელეზე სალაპარაკოდ და დარჩება მერე სამუდამოდ იმ პარკში, იმავე სკამზე.

15. მოუყევით თუნდაც სულელური ანეკდოტები. / OMG!

16. ესროლეთ მის ფანჯარას შუაღამისას კენჭები და თუ გამოიხედება უთხარით რომ გენატრებათ. / გამოვიხედები და ის ვეღარ გამოიხედება მერე, ვეღარასდროს!

17. ეცადეთ დაიძინოს თქვენს მკლავებში. /და აქ რა დროს უნდა გავიღიმო? დაძინებამდე თუ გაღვიძებისას?

18. ამოჭერით თქვენი სახელები ხეზე. / აი, ხემ რაღა დააშავა? მაჩუქე რა ბრილიანტი!

19. თუ ის თქვენზე გაცეცხლებულია, აკოცეთ მას. /ცოტა გაღიმება ძნელი უნდა იყოს ამ დროს.

20. შეისვით ზურგზე და ირბინეთ. (არ ვხუმრობ, ეს მათ ძალიან მოსწონთ). / ვინ მოგატყუა?!

21. აჩუქეთ ყვავილები ისე, უბრალოდ. / იცი, მაინც ბრილინტი მირჩვენია.

22. ისე მოექეცით მეგობრებთან, როგორც მარტო ყოფნისას ექცევით. / წინა გამოცდილების მიხედვით ეს სრულიად არაა აუცილებელი.

23. შეხედეთ თვალებში და გაიღიმეთ. / მართლა და რა გახდა ეს 1 ბრილიანტი რა.

24. თუ თქვენი გადაღება უნდა, გადააღებინეთ იმდენი სურათი, რამდენიც გინდათ. / ყურადღება მიაქციეთ წინადადების ბოლოს ხაზგასმულ სიტყვას. ისე კი მირჩევნია მარტო მე გადამიღოს.

25. ეცეკვეთ მას ნელა, მაშინაც კი როცა მუსიკა არაა. /და რატომ არაა მუსიკა?!

26. აკოცეთ მას წვიმაში. / გაცივებაღა მაკლია ახლა.

27. გიყვართ?! უთხარით! / არ მეტყვის და მისი აჯობებს!

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს 27 ადეკვატური პასუხი მეხება მხოლოდ მე. პოსტის ავტორმა კი ჩათვალოს, რომ 1 გზას უკვე ნამდვილად მიაგნო ქალის გასაღიმებლად. ეს კარგია თუ ცუდი ცალკე საკითხია.

ისე და რატომ 27?! მეტი სისულელის მოფიქრება დაგვეზარა?

Advertisements

32 Responses to “27-დან რამდენი ჭრის ჩემზე”

  1. Molly Bloom მარტი 22, 2011 at 3:36 PM #

    ლაიქი კომენტარებს ეკუთვნის.

    არა მგონია, მოფიქრებული იყოს. უფრო ნათარგმნს ჰგავს. რუნეტში მსგავსი სისულელების მეტი რა ყრია…

    • ირმის ნახტომი მარტი 22, 2011 at 3:59 PM #

      ნანახი არ მაქვს, ამიტომ მაგის მტკიცებას ვერ დავიწყებ, თუმცა რომელი უკეთესია არ ვიცი.

      • Molly Bloom მარტი 22, 2011 at 4:02 PM #

        / გამოვიხედები და ის ვეღარ გამოიხედება მერე, ვეღარასდროს!

        აი, ეს არის ჩემი ფავორიტი კომენტარი 🙂

        • ირმის ნახტომი მარტი 22, 2011 at 5:02 PM #

          ისე, მეექვსე სართულზე ცოტა გაუჭირდება, თუმცა სამაგიეორდ აივანი მაქვს…

  2. Lord Vader მარტი 22, 2011 at 4:27 PM #

    რა ყველაფერს ართულებთ ეს ქალები…
    27 რა ამბავია

  3. kristi მარტი 22, 2011 at 7:48 PM #

    ამოვყირავდი ეს პოსტი, რომ ვნახე პირველად:) მშვენიერი გადასხვაფერება იყო მინდა გითხრა. აქამდე არ მყავდი ფავორიტებში და ეხლა აუცილებლად დაგამატებ.

    • ირმის ნახტომი მარტი 22, 2011 at 9:27 PM #

      ძალიან გამიხარდა თუ მოგეწონა. მგონი შენთან ვნახე თავიდან ამ ბიჭის პოსტი.

  4. cdisპიreli მარტი 22, 2011 at 8:40 PM #

    გაიღიმე. 🙂

  5. Biedronka მარტი 22, 2011 at 9:04 PM #

    რამდენი ვიცინე :))))
    ეგ 27 ადეკვატური პასუხი მართალია ხაზგასმით შენია მაგრამ, სხვებიც გიერთდებით :))))

  6. siyvarulovna მარტი 23, 2011 at 9:38 PM #

    რა უჟმური ხარ რა :დ და რა გაგიხდა ეს ბრიალინტი კაცო :დ

    • ირმის ნახტომი მარტი 23, 2011 at 11:24 PM #

      აბა დღეში 4 საათი ბრილიანტებს ვუყურებ ლუპით და ამის ღიმილი და ყვავილები გამახარებს?

  7. Mariam Kavtaradze მარტი 24, 2011 at 1:54 AM #

    მაგარი იყო 🙂
    პირველად შემოვედი ამ ბლოგზე და სულ შემოვალ ამის მერე 🙂
    ჩემზე განსაკუთრაბული შთაბეჭდილება იმ კომენტარმა მოახდინა, იარაღის ხმარება რომ იცი :))

  8. Jessie მარტი 24, 2011 at 10:20 AM #

    “3. აკოცეთ კისერზე, ან ყელზე. /ეს ნამდვილად გასაღიმებლადაა?” >> აუ ეგ კაი იყო
    “8. უმღერეთ მას, რა საშინელი ხმაც არ უნდა გქონდეს. / იარაღის ხმარება ვიცი!”>>>ლოლ
    “ესროლეთ მის ფანჯარას შუაღამისას კენჭები და თუ გამოიხედება უთხარით რომ გენატრებათ. / გამოვიხედები და ის ვეღარ გამოიხედება მერე, ვეღარასდროს!”>>> უკვე ხმამაღლა ვიცინი და თანამშრომელი ცუდად მიყურებს
    “აჩუქეთ ყვავილები ისე, უბრალოდ. / იცი, მაინც ბრილინტი მირჩვენია.”/./// ცუდად ვარ უკვე….

    “შეხედეთ თვალებში და გაიღიმეთ. / მართლა და რა გახდა ეს 1 ბრილიანტი რა.”……. ვსიო სკამიდან გადმოვარდი

    საღოლ, აიი კითვები იყო დებილური, მაგრამ პასუხებმა დაგლიჯა

    ^_^ :)))

  9. badri მარტი 28, 2011 at 3:45 AM #

    მაგრად ვიხალისე … მომწონს საკითხის შენეული იუმორისტულ ჭრილში ხედვა .
    იმედს ვიტოვებ აღნიშნული პოსტის გამო სიცოცხლეს არ გამომასალმებ… 😀
    ჯანდაბას ბრილიანტის ბეჭედი 😀

    • ირმის ნახტომი მარტი 28, 2011 at 11:10 AM #

      აჰ, თავად ავტორმაც დაგვაფასა. 😉
      ბატონო ბადრი, იქნებ ახლა, ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ გეფიქრათ ცოტა და ბრილინტის სურათი მაინც დაგედოთ… ;პ

  10. Mari მარტი 29, 2011 at 12:35 PM #

    ლოლ :)) რა მაგარი ხარ. ისე, თუ გაცინება არ მინდა ვერც ერთი მეთოდი ვერ გაჭრის ჩემზე.
    “ეთამაშეთ მის თმას” – აი, ამის გამო შეიძება ვინმე შომომაკვდეს 😀

    • ირმის ნახტომი მარტი 29, 2011 at 4:35 PM #

      ახლა თუ ბრილიანტის კარატი მომეწონა კი დავატან თავს ძალას და ერთს გავიღიმებ. 🙂

  11. ლიბიკა სილვესტრის აპრილი 7, 2011 at 5:47 PM #

    ვგორავ :დ :დ პირველი 27 სრული იდიოტის დაწერილია :დ
    კმენტარებზე ვიხალისე :დ და რაც მთავარია, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ კაცები (არ მგონია ეს 27 ქალის ნაწერი იყოს) გონზე არ არიან :დ :დ

  12. ლიბიკა სილვესტრის აპრილი 7, 2011 at 5:49 PM #

    28. თუ ქალმა ზემოთ ჩამოთვლილიდან თუნდაც 3-ზე გაიღიმა, მიატოვეთ იგი სასწრაფოდ :დ

  13. Violet Miss აპრილი 14, 2011 at 8:47 PM #

    მე მეოცე პუნქტი მომეწონა ძალიან 🙂 შეისვით ზურგზე და ირბინეთ :):D ვირობანა თუ არ ითამაშეს, ისე ვერ გააღიმებს ადამიანს მეორე ადამიანი? 🙂 მდაააა…

    ნეტავ ვინ შეადგინა ეს გენიალური კითხვარი?

    • ირმის ნახტომი აპრილი 14, 2011 at 11:52 PM #

      შემდგენი პოსტის დასაწყისში მონიშნული მყავს და შეგიძლიათ მოინახულოთ 😉

  14. Violet Miss აპრილი 19, 2011 at 9:22 PM #

    უი, ჰოო, ეტყობა ისე გავერთე ამ ზე-კითხვარის კითხვით, რომ ვეღარც შევამჩნიე მონიშნული რომ იყო დასაწყისში 🙂

  15. tamaRa აპრილი 26, 2011 at 3:21 PM #

    კენჭები მაკლია და პარკში ჯდომა კიდევ 🙂 🙂 არა, სხვებიც არანაკლები სისულელეა, მაგრამ 🙂 🙂

  16. dreamar აპრილი 30, 2011 at 3:15 AM #

    შეისვით ზურგზე და ირბინეთ :ო წარმოვიდგინე სიტუაცია: გაბრაზებული ვარ შეყვარებულზე. უცებ მომვარდება, ზურგზე შემისვამს და სირბილს დაიწყებს :დ ღიმილი არ ვიცი, მაგრამ ალბათ ისტერიკული სიცილი დამეწყება ან შემეშინდება, ხომ არ გაგიჟდა-მეთქი :ს

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: