ბეჭედი

18 მარ

ვისაც ბეჭდების მბრძენებელი წაკითხული, ნაყურები ან თუნდაც გაგონილი გაქვთ ყველამ კარგად იცით თუ რამდენი უბედურების მოტანა შეუძლია ერთ უბრალო ბეჭედს. ერთის ხელში თუ ის უწყინარი სამკაულია, სხვის ხელში შეიძლება ნამდვილ ბოროტებად იქცეს.

მეც მქონდა 1 ჩემთვის გამოჭედილი ძალაუფლების ბეჭედი, მაგრამ…

გული მეკუმშება

მოკლედ, გუშინ ჩემი საყვარელი ბეჭედი დავკარგე. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ჩემი ნაწილიც მასთან ერთად დაიკარგა. ყოველ 2 წუთში მარცხენა ხელის არათითს ვამოწმებ, რადგან ამოჩემებულად მხოლოდ მასზე მეკეთა, იშვიათად შუათითზეც (ისევ მარცხენა ხელის) და როცა ვერ ვგრძნობ მის მოხაზულობას გულში რაღაც მჩხვლეტს. რომელიმე ოქრომჭედელს რომ გავაკეთებინო მისი ზუსტი ასლი, ის მაინც სხვა იქნება.

ნეტავ ახლა სადაა? ნეტავ ვინმემ თუ იპოვნა? ნეტავ რომელ თითზე ატარებს? ნეტავ როგორ უვლის? იმედია სპეციალურ ადგილს გამოუყოფს თავის ოთახსა და გულში.

აი, ისევ ტირილი დავიწყე ერთი ბეჭდის გამო… როცა გგონია, რომ ამაზე ცუდად ვეღარ იქნები, ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ უფრო უარესიც შეიძლება მოხდეს. გუშინ მეგონა, რომ ცუდად ვიყავი. დღეს კი უფრო ცუდად ვარ.

იტყვით ალბათ, რა საჭიროა ეს დრამა, მერე რა, ქეჭედი, უნდა იცხოვრო დღევანდელი დღით, მაგრამ ეს არც ისე ადვილია თუ შენ უკან არაფერია.

ჩვეულებრივ, ისტორიის დასაწყისი მის ბოლოს გახსენდება, ჰოდა მეც ახლა ყოველი დღე მახსენდება, როცა მეკეთა და თავს კიდევ უფრო საშინლად ვგრძნობ. ასეა, სანამ მაქვს/მყავს ვერავის და ვერაფერს ვუფრთხილდები. იმედია ახლა მაინც ვისწავლი ჭკუას.

Advertisements

11 Responses to “ბეჭედი”

  1. Molly Bloom მარტი 18, 2011 at 6:43 PM #

    არაფერსაც არ ვიტყვი მსგავსს 😦 რა სისულელეა 😦

    მერე რა, რომ ნივთია და უსულო და უარესიც შეიძლება მომხდარიყო.

    ის ნივთი შენი იყო, გიყვარდა, უვლიდი, გახარებდა და ახლა არ გაქვს 😦 საშინელზე საშინელი შეგრძნებაა 😦

    მე მქონა “მონბლანი”, მეგობარმა მაჩუქა, არ იცი, რა კალამი იყო… ხელს რომ ვკიდებდი, თბებოდა 😦 ერთი არ მელაპარაკებოდა, თორემ დანარჩენი… და სულელურად დავკარგე.

    დღემდე მტკივა და იმის მერე კალამი არც მქონია 😦

    ძალიან ზუსტად მესმის შენი 😦

    • ირმის ნახტომი მარტი 18, 2011 at 6:52 PM #

      როგორ დაკარგე?
      მე ახლა გადავწყვიტე ხვალ სავარაუდო დაკარგვის მთელ ტერიტორიაზე განცხადებები გავაკრა ;((

      • Molly Bloom მარტი 18, 2011 at 7:00 PM #

        აუცილებლად გააკარი და იმაზე არ იფიქრო წამით, რამდენია ნახვის შანსი. ყველაფერი გააკეთე. აი, ნახავ, გამოჩნდება.

        პარლამენტში, საკომიტეტო განხილვაზე დამრჩა 😦

        • ირმის ნახტომი მარტი 18, 2011 at 10:19 PM #

          ხო, აუცილებლად გავაკრავ.
          ძალიან ცუდი გრძნობაა იმ ნივთის დაკარგვა, რომელიც შენთვის ძალიან ძვირფასია.

  2. siyvarulovna მარტი 18, 2011 at 10:04 PM #

    ეს ბეჭედი რაც მიკეთია, რომ დავკარგო შეიძლება გავგიჟდე :/

  3. Jessie მარტი 18, 2011 at 11:41 PM #

    არანაირად არ ვიტყვი მასეთ სისულელეს.. მე 3 წელი მოუხსნელად ვატარებ მარცხენა არათითზე ვერცხლის ბეჭედს, მგონი ამდენი წლის განმავლობაში 1 -2 დღე არ მეკეთა სულ და ცუდად ვიყავი.. ვერ ვივენებდი, თითქოს სხეულის ნაწილი მომკვეთეს, ისეთი გრძნობა მქონდა.. აუ ჩემი ბეჭედი რომ დავკარგო ხო გამისკდება გული :(((( როგორ მესმის შენი, და თან რა ლამაზი იყო შენი ბეჭედი :((( თანაგიგრძნობ

    • ირმის ნახტომი მარტი 19, 2011 at 1:06 AM #

      საერთოდ მე ვერცხლი მივარს, თუმცა ვერცხლისაც უკვე დავკარგე. მერე მის სანაცვლოდ სხვა მაჩუქეს, მაგრამ მაინც ვერ ჩაანაცვლა. შემდეგ ეს 1 შემიყვარდა ოქროსი რაღაც ძალიან განსხვავებულად და…

  4. Sophie SUNNY Golden მარტი 21, 2011 at 3:21 PM #

    არსებობს ასეთი მისტიკური ცნება, როცა რაღაც მატერიალურს კარგავ, ამით შენი სულიერი ძალა მატულობს… ანუ შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი რაღაც დაგეკარგა.

    ბეჭდის დაკარგვა, ვიცი, რა მძიმეა და არავითარი მისტიკა დაამშვიდებს ადამიანს. ორი წლის წინ საყვარელი ბეჭედი დავკარგე და რომ მახსენდება, დღემდე გული მეკუმშება :/

    • ირმის ნახტომი მარტი 21, 2011 at 11:46 PM #

      საქმეც ისაა, რომ მატერიალური კი არა სულიერი იყო ჩემთვის და ამიტომ ვერ ვპოვულობ ახლა ადგილს. მზად ვარ მისი საფასურიც კი გადავიხადო!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: