ახალი თუ ძველი მე

12 მარ

Nowadays

აღარ შემიძლია ასეთ ჩემ თავს ვუყურო. აღარ მინდა, არა! უარს ვაცხადებ! მორჩა, დამთავრდა!

დღეს კომპის ბიბლიოთეკიდან რაღაცების თრაშში ჩაშვება გადავწყვიტე. დოკუმნტრები როგორც იქნა დავალაგე, მუსიკალური გალერეაც განვაახლე და ჯერ ფოტოებზეც მიდგა.

რას ხედავთ, როდესაც თქვენ ძველ სურათებს უყურებთ?

დაჟინებით ვუყურებდი და ვერ ვცნობდი იმ გოგოს, რომელიც ფოტოებიდან მიყურებდა. ინსტიქტურად ავდექი, სარკეში ჩავიხედე და ვერ გავიგე ამ ორიდან რომელი ვიყავი. არ გეგონოთ, რომ სარკეში ჩემი გამოსახულება არ მომეწონა. პირიქით, რაც უფრო ცუდად ვარ მით უფრო კარგად გამოვიყურები (ეს დამტკიცებული ფაქტია), მაგრამ თვალებს მართლა ყველაფერი ეტყობათ… რამხელა განსხვავება იყო… თითქოს ჩემ თავს ვუყურებდი, ოღონდ სხვისი თვალით.

შემდეგ ძველ ნაწერებს გადავხედე ასევე სხვისი თვალით. სტუმრის სტატუსითაც კი შემოვედი ჩემ ბლოგზე, რომ მაქსიმალურად ობიექტური ვყოფილიყავი. ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ყველაფერი ჩემი დაწერილი იყო.

უკვე 2 დღეა აზრებს ვალაგებ.

ვთვალე, ვთვალე და მივხვდი, რომ ძალიან დიდი უფსკრული იყო ჩემ თავამდე მისასვლელად.  2 წლის ჩანგრეული ხიდის აღდგენა არც ისე ადვილია, მაგრამ არა შეუძლებელი. მთავარია მოგინდეს. შენ თავს შენს გარდა ვერავინ უშველის. ეს თუ არ გააცნობიერე, ყველაფრის შეცვლას შეიძლება სიკვდილამდე ელოდო. აქამდე არ მინდოდა. უფრო მეტიც, კმაყოფილი ვიყავი. ახლა კი ასე აღარ მინდა. თუ აღარ მინდა ე.ი. რამე უნდა შევცვალო. მე კი თუ რამის შეცვლა მოვინდომე, აუცილებლად შევცვლი.

ფეისბუქსე ერთ ჯგუფში დამამატეს, სადაც მხოლოდ გოგოები ვართ და გოგოებისთვის დამახასიათებელ “სისულელეებს” განვიხილავთ. ჰოდა, იქ რამოდენიმე გოგოს გეგმა ეწერა, თუ რისი შეცვლა უნდოდა. დღეს მათ რიცხვს ჩემი გეგმაც მიემატა, სადაც Plan B არ არის გათვალისწინებული. თუმცა ისიც მესმის, რომ იქამდე იქნება კიდევ მრავალი ძველი სტილის პოსტიც, მაგრამ მათ საშუალებას არ მივცემ ყველაფერზე ხელი ამაღებინონ.

დღეს შაბათია, 12 მარტი, თბილისის დროით – 19:57.

ახლა (და არა ორშაბათს) ნოუთბუქს დავხურავ, ავდგები და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რაც იქ წერია ყველაფერი რეალობად ვაქციო.

Advertisements

8 Responses to “ახალი თუ ძველი მე”

  1. Molly Bloom მარტი 12, 2011 at 8:29 PM #

    ყველაზე რთული და საპატიო საკუთარ თავზე გამარჯვებაა.

    გუდ ლაკ 🙂

  2. Stichoza მარტი 12, 2011 at 10:20 PM #

    წამო, წამო..

  3. siyvarulovna მარტი 12, 2011 at 10:59 PM #

    წარმატებები ❤
    ყველა პუნქტის ასრულებას გისურვებ ^^

  4. Jessie მარტი 16, 2011 at 11:18 AM #

    წარმატებები ^_^

  5. Bideronka მარტი 16, 2011 at 11:29 PM #

    მეც კარგი ”დასავარცხნი” ვარ : ))))
    გუდ ლაქ!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: