მე არ ვარ სოციოფობი!

25 თებ

ამ ბოლოს (ბოლოც არის და ბოლოც) ჩემ თავს უცნაურ რაღაცებს (?) ვამჩნევ.

არ შემიძლია ვიყო ბედნიერი 1 საათზე მეტხანს. ადრე ძალიან მინდოდა სულ ბედნიერი ვყოფილიყავი, აი სულ, სულ, ახლა კი ჩემ დეპრესიას და ჩემ ემი ლის არაფერი მირჩევნია.

სულ მინდოდა სიახლეები, ახლა ოთახში განათებაც რომ შევცვალო იმ ღამეს ვეღარ დავიძინებ (ან როდის მძინავს, მაგრამ კარგად ჩაჯდა).

როცა ვერ ვიძინებდი, ვნერვოულობდი, ახლა კი გამთენიისას, როდესაც დამამთქნარებს ნერვები მეშლება რა დროს ძილიათქო.

საზოგადოებრივ ტრანსპორტიში რამდენი ხანია არ ვმჯდარვარ. თუ სადმე გავიჭედე გიჟივით ვრეკავ ტელეფონზე მოდით და წამიყვანეთს ძახილით.

უცხოები! პანიკური შიში მაქვს უცხოების მიმართთქო რომ ვთქვა ეგრეც არაა, უფრო მეშინია რამე არ დავუშავო. ვინმე ოდნავაც რომ მომიახლოვდეს შეიძლება მოვკლა!

თუ სადმე ვარ წასასვლელი “თვალდახუჭული” მივდივარ. ერთი სული მაქვს სახლში როდის დავბრუნდები და ოთახის კარს ბოლომდე მივხურავ. ფარდა ბოლოს როდის იყო გადაწეული არც კი მახსოვს. მიყვარს ჩემი ფარდა, მუქი სისხლისფერია, ამიტომ როცა არ უნდა გაიღვიძო ვერასდროს გაარჩევ დღეა თუ ღამეა, ამიტომ ღამეც კი ქრონიკულად ჩამოფარებულია. ყველანაირი სინალე მაღიზიანებს, ფაქტობრივარ პერსპექტიული ვამპირი ვიკარგები. თუ გარეთ ვარ ღამეც კი შეიძლება სათვალით მნახოთ.

ძილი. ძილის თემა ძალიან პრობლემურია. რამოდენიმე დღე შეიძლება არ მეძინოს, მაგრამ თუ ჩავიძინე ვეღარც გამაღვიძებთ. როცა რაღაცაზე ნერვები მეშლება მაშინ საძილე აბებსაც არ ვერიდები და იმდენი ხანი მძინავს, სანამ არ დამავიწყდება.

ცვლელებები. მოსვენებას მიკარგავს ყველანაირი ვცლილება, ყველანაირი სიახლე, კარგიც კი. ახალი ნივთების ყიდვასაც კი გადავეჩვიე. ერთი ეს იყო დარჩენილი რაც ამ სამყარისთან მაკავშირებდა და ეგეც აღარ მაქვს.

ზოგჯერ მომივლის და მენატერება ყველა უზომოდ, მაგრამ ეს გრძელდება სულ რამოდენიმე წუთს.

ახლა არავინ მენატრებით.

34 Responses to “მე არ ვარ სოციოფობი!”

  1. Molly Bloom თებერვალი 25, 2011 at 6:04 PM #

    უპს…

    მე ამას ძილით ვშველი.

  2. sofo თებერვალი 25, 2011 at 6:51 PM #

    ვერ ვიტან განათებულ სახლს, სულ დავდივარ და ვაბნელებ და ვაბნელებ თუ ვინმეს დარჩა გაწეული სადმე.

  3. Mallorie თებერვალი 25, 2011 at 9:22 PM #

    ძალიან მიყვარს სინათლე, ადამიანებთან ურთიერთობა, ახალი ნაცნობების შეძენა… საერთოდ ყველაფერს ნათელსა და ახალს მივესალმები. ^^

    მიკვირს, როგორ შეგიძლია ‘სიბნელეში’ ცხოვრება.

  4. siyvarulovna თებერვალი 26, 2011 at 8:27 PM #

    რა კარგაი,რომ ცამოთვლილთაგან არც–ერთი პრობლემა არ მაწუხებს.
    მძინავს მშვიდად, ვგიჟდები უცხოებზე და გარეთ ყოფნაზე. ვერ ვიტან სახლს.

    ალბათ ჩემი ოტახი უფრო მაშინ შემიყვარდება როცა/თუ კომპიუტერი იქ მექნება. მაგრამ იქ ცემი და მომშლის ნერვებს გამორთე მეძინებაო.

    მიყვარს როცა ბედნიერი ვარ, უბრალოდ იშვიათად ვარ და იმიტომ

    მაგრამ, ბედნიერი ვარ იმით რომ არ ვიცი დეპრესიობანა ^^

  5. Stichoza თებერვალი 27, 2011 at 5:07 PM #

    ამ კომენტარში მინდოდა ციტირებით ჩამესვა პოსტის ის ნაწილები, რომლებიც ჩემთვის ნაცნობია, მაგრამ მივხვდი, რომ მთელი პოსტის ციტირება მომიწევდა. ერთადერთი, რაც არაა იგივე ჩემს შემთხვევაში, ეს ძილის აბებია. ახლოსაც კი არ ვეკარები…
    საოცარია, არამარტო ეს პოსტია ასეთი… შენმა წინა პოსტებმაც იგივე ფიქრები აღმიძრა..

    სინათლე მეც მაღიზიანებს, ვერ ვიტან, მაგრამ როცა მზის სინათლე დამაშუქებს, მაშინვე კარგად ვხდები….

    • ირმის ნახტომი თებერვალი 27, 2011 at 6:06 PM #

      სინათლე არ მიყვარს როგორც ასეთი, თორემ მზეს სადაც დავინახავ მივდივარ ხოლმე კატის კნუტივით და თვალდახუჭული ვწვები მზის გულზე.

  6. fsiQe თებერვალი 27, 2011 at 8:20 PM #

    ისე მესმის და ისე გეთანხმები, წარმოდგენაც რომ აღარ შეიძლება

  7. cdisპიreli თებერვალი 28, 2011 at 2:40 AM #

    მე შემიძლია რომ ერთ წუთში ძალიან ცუდ ხასიათზე დავდგე. 🙂

  8. ირმის ნახტომი თებერვალი 28, 2011 at 3:03 AM #

    მე 3,14 წამში ;პ’ი’

  9. vekoo მარტი 1, 2011 at 11:57 PM #

    გამარჯობას და პოსტის წაკითხვის მაგიერ: რა მაგარი ჰედერი გაქვს : ))

  10. Me Var მარტი 2, 2011 at 4:22 AM #

    კომენტარების ავტორები ალბათ უმეტესობა შენი მეგობარია, მარა იმის ნაცვლად რომ შეგახარბონ რომ დეპრესია არასოდეს ჰქონიათ, რაღაც სხვის თქმაც შეიძლებოდა,(?!) რა ჩემი საქმეა, ან მე რავიცი იქნებ უკეთეს რაღაცებსაც გეუბნებიან :დ მოკლედ მგონი იმან გამაბოროტა რომ დეპრესია არასოდეს ჰქონიათ მაგათ :დ

    • ირმის ნახტომი მარტი 2, 2011 at 2:21 PM #

      1. არცერთი მათგანი ნანახი არ მყავს.
      2. ძალიან კარგი და ადეკვატური კომენტარებია!!!
      3. შენ რა დაწერე განსხვავებული?!
      4. არ ვცნობ ანონიმურად მოწერილ წერილებს.
      5. ბოროტო.
      6. მეექვსე – აღარაფერი მაქვს სათქმელი.

      • Me Var მარტი 2, 2011 at 5:59 PM #

        1.როცა ვთქვი რომ ალბთ შენი მეგობრები არიანთქო, ის არ მიგულისხმია რომ შენს ბლოგს მხოლოდ შენი მეგობრები კითხულობენ, იმედია ასე არ გაიგე, მხოლოდ ვივარაუდე რომ უკეთ გიცნობენ ვიდრე მე, თუნდაც ვირტუალურად 2. ეს პუნქტი გავიაროთ უკომენტაროდ 3. ვერ გეტყვი მე რაიმე განსხვავებულს: არ გიცნობ, პირველად შემოვედი გუშინ შენს ბლოგზე 4.მიზეზი ისევ იგივე, ანონიმურად არ მომიწერია, ჩემ სახელს და გვარს გეტყვი, უბრალოდ შენთვის არაფრის მომცემი იქნება. სქესი ქალი, ასაკი 23. აღარ ვარ ანონიმი, იმედია 🙂 5. არ მინდოდა შენთვის უარყოფითი ემოციების მოტანა და ვწუხვარ თუ ასე გამოვიდა 6. მე მაქვს სათქმელი: დღეიდან ერთი მკითხველით მეტი გყავს.:პ

        • ირმის ნახტომი მარტი 3, 2011 at 4:22 PM #

          ეგრე რომ გამეგო კარგი იქნებდა, ჩემი მეგობრები ბლოგებს იშვიათად კითხულობენ, თუმცა, მიცნობენ თუ არა რა მნიშვნელობა აქვს. მე მხოლოდ შენი ნიკი არ მომეწონა, დანარჩენში Feel free, არც ჩემთვის მოგიტანია უარყოფითი ემოციები და მომავალშიც რასაც ფიქრობ ისევე დაწერე, როგორც სხვები. კი, შემომიარე ხოლმე, მე აქ ვარ 😉

  11. misanthrope მარტი 3, 2011 at 4:01 AM #

    kai 1

Trackbacks/Pingbacks

  1. მკვდარი და ცოცხალი თევზები « უკაცრიელი ბლოგი - თებერვალი 28, 2011

    […] მარიამის პოსტი ვნახე და სწორედ ამან გადამაწყვეტინა […]

Leave a reply to Mallorie კომენტარის გაუქმება