მოხუცის სიკვდილი სიკვდილი არაა?!

17 თებ

“და წავდგე ჩემს მეუფესთან ხელთანთებული ცვილითა”

ვაჟა-ფშაველა

სიკვდილი შეიძლება მიუთითებდეს ცხოვრების დასრულებაზე როგორც მოვლენაზე ან როგორც მდგომარეობაზე. რომელი უფრო უარესია თქვენ გადაწყვიტეთ… ისე კი სიკვდილი, ყველაზე ფართო გაგებით — ბიოლოგიური ორგანიზმის სიცოცხლის პერმანენტული დასასრულია. სიკვდილის მთავარი მიზეზი თანამედროვე ადამიანთა საზოგადოებებში სიბერესთანაა დაკავშირებული. სიბერე და სიკვდილი სინონიმებია. სიკვდილთან დაკავშირებული ტრადიციები და რწმენები მრავალი რელიგიის ქვაკუთხედია და იგი ადამიანთა კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია.

Body Of An Old Man

იმედია თუ წაკითხული გაქვთ გიორგი ლეონიძის “მოხუცი გუთნისდედის სიკვდილი”. პირველი წაკითხვისთანავე მან ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა და დღემდე მომყვება. მასში ამოკითხული ყოველი ფრაზა გულში მტკიცედ მაქვს ჩაბეჭდილი.

ძალიან მიკვირს, როცა იკითხავენ – “რამდენი წლის იყო?” და თუ რიცხვი ცოტა მეტი მოეჩვენათ შემდეგ უკვე არაფერი ვითომ… თუმცა 90 წელი რა არის? 90 ახალი წელი. 90 გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი.

რამდენი წლის ხართ?

არა, არა, არ გეგონოთ სიკვდილის მეშინოდეს. პირიქით, ყოველთვის მინდოდა ახალგაზრდა მოვმკვდარიყავი. თუმცა, ვინ იცის, ჯერ არაა გვიანი… Die young stay pretty.

ისიც გამიგია ვინც წასულია სიკვდილის წინ ის მოგაკითხავსო. როგორ ველოდები მეც, რომ ვინც დავკარგე მომავალში მომაკითხავენ და თავისთან წამიყვანენ. ასეთ დროს მინდა არავინ მიტიროს. ასეთ დროს არაფერის მეშიანია. ასეთ დროს ძალიან ბედნიერი ვარ.

ზოგჯერ იმაშიც მეპარება ეჭვი, რომ საერთოდ რამე არსებობს, შემდეგ ვიკეტები და ძალიან მარტოსულად ვგრძნობ თავს, თუმცა არავინ არავის საფლავს არ ამოავსებს.

იტყვიან ხოლმე, როცა მიცვალებულს ჩაასვენებენ მზეც გამოვაო… დღესაც მზე გამოვიდა…

P.S. სიცოცხლეშივე გიხდით მადლობას საფლავამდე ვინც მიმაცილებთ, თუმცა მე მაინც კრემაცია მირჩევნია.

Advertisements

26 Responses to “მოხუცის სიკვდილი სიკვდილი არაა?!”

  1. anna თებერვალი 18, 2011 at 12:10 AM #

    საშინლად მეშინია სიბერის. მტელი ცხოვრება ნელი სიკვდილია ფაქტიურად. ელოდები როდის მოკვდები

    • ირმის ნახტომი თებერვალი 18, 2011 at 12:42 AM #

      სიბერის მეც და სიკვდილის ნამდვილად არა. უფრო მეზარება, “როგორც ნათბილარს ლოგონის მერე გარეთ გასვლა ბნელ, ქარიშხლიან ღამეში.”

      • anna თებერვალი 20, 2011 at 7:07 PM #

        კარგი რა…
        მე მეშინია :ს

    • Lord Vader თებერვალი 18, 2011 at 10:33 AM #

      ნუ გეშინია. 🙂
      სიბერე დაამარცხებულია http://tiny.cc/ek8kw

  2. ninnaka თებერვალი 18, 2011 at 1:44 AM #

    არც სიკვდილია საშიში და არც სიბერე, თუ ადამიანს წარსული ცხოვრება ღირსეულად გაქვს განვლილი. ვფიქრობ ამ ქვეყნიდან ისე არ უნდა წახვიდე ადამიანი რომ შენი თმა შევერცხლილი არ დაინახო, კანი კი წლების მატებისგან ჩამომჭკნარი, ამასაც აქვს თავისი ხიბლი, თქვენი არ ვიცი მაგრამ მე ყოველთვის მინდოდა და მინდა კიდეც ჩემი თავი ვნახო ასაკში შესული, მოხუცი და შვილიშვილებით გარემოცული. რამხელა სიბრძნეა მოხუცში და რამხელა პატივისცემაა მის მიმართ, გაათმაგებული ვიდრე ახალგაზრდობისას. ღირს 90 წელი სიცოცხლე ამისთვის… 😉 სხვა თუ არაფერი ბევრია სანახავი ამ ცოდვით სავსე დედამიწაზე :))

    • ირმის ნახტომი თებერვალი 18, 2011 at 4:07 PM #

      შიშზე არაა აქ ლაპარაკი, უბრალოდ არ მინდა ვინმე მაკლდებოდეს და ეს ნორმად ჩაითვალოს იმიტომ, რომ მან 90 წელი იცოცხლა. მოხუცი ადამიანის სიკვდილი ნორმაა, მაგრამ მე ასე ვერ ვიღებ და მაინც ძალიან მტკივა.

    • Pippi თებერვალი 24, 2011 at 4:54 PM #

      ისიც კარგია როდესაც დაბერდები და ავად ხარ და ვერ დადიხარ და ვერ მოძრაობ ნორმალურად? მაგას მირჩევნია მანამდე მოვკვდე სანამ რამე დამემართება. მერე ნელ-ნელა შენ გარშემო ხალხსაც ეცოდები ან ბეზრდები

      • ირმის ნახტომი თებერვალი 24, 2011 at 5:59 PM #

        ავადმყოფობაზე აქ არაფერია ნათქვამი! ეგეთ ასპექტებს საერთოდ არ შევხებივარ, თორემ ავადმყოფობით შეიძლება 20 წლის ასაკშიც ლოგინად ჩავარდე.
        ისე, 20 წლის რომ საშინელი ავადმყოფობით კვდებოდე და სიკვდილი შვებად გეჩვენებოდეს მაინც შეგიცოდებენ. 90 წლის ჯანმრთელი ადამიანის სიკვდილს კი არაფრად აგდებენ. ამაზე ვამბობ.

        • Pippi თებერვალი 24, 2011 at 7:25 PM #

          ხო გეთანხმები მეც მაგას ვფიქრობ. ავადმყოფობა უბრალოდ მაგალითან მოვიყვანე

  3. Lord Vader თებერვალი 18, 2011 at 10:26 AM #

    აი, მაგაზე გითხარი მძიმე-თქო 🙂

    ნუ ახლა რომ მოვკვდები კრემაციას გამიკეთებენ თუ ორღობეში დამაგდებენ, არ მგონია, მაგაზე ვიდარდო. ალბათ, რამე უფრო მნიშვნელოვანი საფიქრალი მექნება. 🙂
    თუმცა, ადრე მქონდა კუბოებზე პოსტი, ისეთი ლამაზი კუბოები იყო, სიკვდილი მოგენატრებოდა… რამდენიმე ბლოგერს პერსონალური კუბოებიც შევურჩიე და ყველა კმაყოფილი დარჩა. 🙂

    • ირმის ნახტომი თებერვალი 18, 2011 at 12:57 PM #

      არაა, მე ვიდარდებ ;დ
      P.S. ძებნა რატომ არ გაქვს საიტზე? მე თვითონ მინდა არჩევა ;დ

      • Lord Vader თებერვალი 19, 2011 at 11:43 AM #

        როგორ არაა. სულ ზემოთ არის ძიების ფანჯარა.
        და პლუს რუკის ფეიჯიც დავამატე – სადაც ყველა პოსტის ლინკია ბლოგზე.

        მაგრამ რას ეძებდი?
        თუ კუბოებს – აგერაა http://wp.me/pBTza-1if

        • ირმის ნახტომი თებერვალი 21, 2011 at 12:10 AM #

          ნწ, თუ შემოსული არ ხარ ვორდპრესის ექაუნთით ისე არ ჩანს ეგ ძებნა. საიტის რუკა ვნახე, მაგრამ როცა კონკრეტულად რამეს ეძებ მანდ ყველა პოსტის სათაურის კითხვა არ მხიბლავს ;დ

          • Lord Vader თებერვალი 21, 2011 at 1:03 AM #

            ჰმ…
            არა-ვორდპრესელებიც არსებობენ? 😦
            აბა, კი ყოფილა დასამატებელი. 🙂 მართალი ხარ.

  4. siyvarulovna თებერვალი 18, 2011 at 2:08 PM #

    მეშინია სიკვდილის, სიბერის იმდენად არა.

    • ირმის ნახტომი თებერვალი 18, 2011 at 4:15 PM #

      სიბერე სიკვდილს ნიშნავს, ამიტომ არც ერთი მხიბლავს და არც მეორე. სხვისი და უკვე ჩემი სიკვდილით დამოწვეული ტკივილისაც მეშინია.

  5. Molly Bloom თებერვალი 18, 2011 at 3:17 PM #

    სანამ მე ვარ, სიკვდილი არ არის. სიკვდილი იქნება და მე არ ვიქნები… ეს წესი არ მოქმედებს? საკუთარ სიკვდილს ვგულისხმობ, თორემ სხვისი – უახლოესი ადამიანის – მტრისას.

    აი, ჩემების სიკვდილის ათასჯერ უფრო მეშინია. საკუთარი დიდად არ მანაღვლებს.

    • ირმის ნახტომი თებერვალი 18, 2011 at 4:10 PM #

      მეც. არ მინდა ვინმეს დაკარგვა, თუნდაც ის უკვე მოხუცი იყოს! 90 წლისას უფრო უხარია სიცოცხლე და ყოველ დილას სხვანაირად შეჰხარის. აბა მე ჩემი თავის გარდა ირგვლივ ვერავის ვხედავ.

      • Molly Bloom თებერვალი 18, 2011 at 4:14 PM #

        მართალი ხარ. საშინლად ვბრაზდები, ვინმეზე რომ ამბობენ, უჰ, რა ასაკის ყოფილა,აწი კი უნდა მომკვდარიყოო 😦

        დედაჩემი, ასი წლისაც რომ იყოს, მაინც საშინლად დამაკლდება. იმის გაფიქრებაც კი მზარავს, რომ ერთ დღეს… 😦 😦 😦

        • ირმის ნახტომი თებერვალი 18, 2011 at 4:17 PM #

          რომ ვიწყებ ეგეთებზე ფიქრს რამოდენიმე წუთში თუ არ მოვიშორე თავიდან მერე ისეთი დეპრესია მეწყება, რომ დიდი ხანი გონს ვერ მოვდივარ.

  6. Pippi თებერვალი 24, 2011 at 4:22 PM #

    სიბერის ძალიან მეშინია და სიკვდილის არც ისე. არ მინდა ისე მოვკვდე რომ ხალხმა თქვას კიდევ კაი მოკვდაო. მინდა ისე მოვკვდე რო რომ რაიმე ავადმყოფობა არ მქონდეს

  7. Mallorie თებერვალი 25, 2011 at 9:19 PM #

    მახსოვს, ბავშვობაში ორი ქალის საუბარს შევესწარი:
    -რამდენი წლის იყო ეგ საცოდავი?
    -74 წლისო ამბობენ.
    -ჰო, მაშინ კი გასაგებია.
    ბოლოს ფრაზა არასდროს არ მესმოდა, და არც დღეს მესმის.
    რა არის გასაგები? ის, რომ 74 წლის კაცი მოკვდა და არაფერი? ის, რომ ასაკის გაგების შემდეგ, იმ მთარისა და ამ ბარისას მოჰყვნენ, და სულ კისკისით მოიგონეს ესა თუ ის ამბავი?

    კარგი პოსტი იყო.
    სიკვდილის არ მეშინია, სიბერის – ძალიან.

  8. Jessie აპრილი 4, 2011 at 1:58 PM #

    მე არ მეშინია სიკვდილის..უბრალოდ არ მიდნა სიე მოვკვდე, რომ მალევე დამივიწყონ, მინდა ჩემს ემრე ისეთი კვალი დავტოვო, რომ დიდხანს გამიხსენონ, თანა რა მხოლოდ ახლობლებმა

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: