ისევ დავიკარგე

12 თებ

დღესაც უჩვეულო დაღლა ვიგრძენი. მივხვდი, ძველი ფიქრების უსიამოვნო ვიზიტი ისევ არ ამცდებოდა. ამ მობილურს კიდევ როცა გინდა მაშინ ხომ ვერსად მიაგნებ. არც არავინაა ზარი რომ გაუშვას. რა სულელი ვარ, ვინმე რომ იყოს ზარის გაშვებაც აღარ დამჭირდებოდა. არადა ამათ მე მარტო ვერ ვერევი, რომ გარეთ გავყარო.

არ მინდა ჩხუბი. ჩათრევას ისევ ჩაყოლა ვამჯობინე. უფრო მეტიც, დავხუჭე თვალები და თვითონ წავედი მათთან… როგორც ყოველთვის, დღესაც ძალიან შორს მომივიდა გაფრენა და ისევ დავიკარგე. ისე ძალიან დავიკარგე, რომ ის ადგილიც კი დავკარგე, სადაც დავიკარგე.

მომბეზრდა ყველაფერი, მომბეზრდით თქვენც. მომბეზრდა ყველას გაგება, მომბეზრდა ლოდინი, მომბეზრდა ტაბლეტების ყლაპვაც. ყოველ ალიონზე მომბეზრდა ტკივილის შეგრძნება, როდესაც ყველას ძინავს და ვერავის დაველეპარაკები. მომბეზრდა ევანესენსის მოსმენა, არა ამი ლი არ მომბეზრება, ის მაინც წვდება ჩემ გულს, მარტო ის აგნებს, სხვა არავინ იცის მაქვს თუ არა. ახლაც ემი მაწერინებს.

ჩემი თავიც მომბეზრდა. ორივე. უფრო სწორად 2 მეგონა და ახლა საიდანღაც მესამეც გაჩნდა, რომელსაც ეს ორივე მობეზრდა. სხვებს ჯერ არ ვიცნობ. ჩემგან ბიჭი არ გაიქცევა, მთელი კომპლექტი ვარ, ოღონდ ამოირჩიე.

ახლა სამამდე დავითვლი და თვალებს გავახელ. 1, 2… არა, თავიდან: 1, ოოოო, კაი, ბოლოა, 1, 2, 3. აჰჰ.

Advertisements

8 Responses to “ისევ დავიკარგე”

  1. anna თებერვალი 17, 2011 at 12:50 AM #

    როგორ არ მიყვარს ასეთი პოსტები. მგრუზავს. ასე მაშინ ვწერ, როცა ძალიან ცუდად ვარ

  2. Stichoza თებერვალი 21, 2011 at 1:29 AM #

    ზუსტად იდენტური წამოვლები მაქვს ხოლმე მეც. ზუსტად. ოღონდ ევანესენსს არ ვუსმენ და ემის მაგივრად პინკ ფლოიდი…

    • ირმის ნახტომი თებერვალი 21, 2011 at 1:58 AM #

      უბრალოდ წამოვლა რომ იყოს კიდევ ავიტანდი ;/

      • Stichoza თებერვალი 27, 2011 at 4:59 PM #

        წამოვლაში ვგულისხმობ 2-3 კვირას. მერე რამდენიმე დღე “ნორმალური” და მერე ისევ ბნელი უსასრულობა 😐

  3. dakarguli თებერვალი 27, 2011 at 3:37 PM #

    rame rom shemedzlos girchio…. ubralod gkocni dzalian bevrs :*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: