როცა ასე გინდა სიმშვიდე

8 თებ

როგორ უნდა დაარწმუნო საკუთარი თავი, რომ ერთ ვიქენდზე პიროვნულად შეიცვალე, როცა ხვდები, რომ ეს სულაც არაა ასე.

როგორ გინდა გარეგნულად შეინარჩუნო წონასწორობა, როცა ამ დროს სულაც არ ხარ გაწონასწორებული და ნათლად გრძნობ, რომ ნებისმიერ დროს ეს კბილებით დაჭერილი მოთმინების უკანასკნელი ძაფიც შეიძლება გაუშვა და შენი ძველი მე გარეთ გამოვიდეს.

როცა ნერვებს გიშლიან და შენ ამის იგნორირებას ცდილობ, რადგან თუ აჰყევი იმ მოკუმულ მუშტს, რომელსაც ზურგს უკან ასე გულმოდგინედ მალავ, სულ ახლოს დაანახებ.

ყველაფერს აქვს ორი მხარე და სულ სახითაც ვერ იქნები მზისკენ შებრუნებული, მზეც ვერ იქნება მუდამ მაღლა, ოდესღაც ჩასცდება კიდეს და თვალს მოეფარება…

არა, არ ღირს ამ ხაზის გადაკვეთა, რადგან თუ გადახვალ უკან დაბრუნდება 2-ჯერ ძნელი იქნება, რადგან ამ დროს ფიზიკის კანონები აღარ მოქმედებენ და გრავიტაცია სადღაც ქრება.

არ ღირს ჩემი წყობიდან გამოყვანა!

Advertisements

4 Responses to “როცა ასე გინდა სიმშვიდე”

  1. siyvarulovna თებერვალი 8, 2011 at 11:55 PM #

    ვინ გაგაბრაზა?

    • ირმის ნახტომი თებერვალი 9, 2011 at 12:15 AM #

      ყველა ცოტ-ცოტას, მერე ეს ცოტა აგორებულ ზვავს ემსგავსება და ძალიან არ მინდა ვიფეთქო…

  2. Molly Bloom თებერვალი 9, 2011 at 11:28 AM #

    მართალია ეს, მაგრამ ისიც მართალია, რომ нельзя наступать на горло собственной песне.

    როცა გაბრაზებენ, უნდა გაბრაზდე :ფილოსოფოსი:

    • ირმის ნახტომი თებერვალი 9, 2011 at 11:37 AM #

      კარგი ნათქვამია, მაგრამ თუ გავბრაზდი, არ შევარჩენ ;/
      არ მინდა…
      ჯერ…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: