სასჯელის განსაკუთრებული (უმაღლესი) ზომა

29 იან

შეიძლება გონებაში 2 ურთიერთსაწინააღმდეგო აზრი ერთმანეთს ერთმანეთს შეეჯახოს? თუ ეს მხოლოდ გრძნობათა თამაშია?..

სიკვდილით დასჯა სხვაა და კაცის კვლა სხვა?

“ტრადიციულად, ადამიანის საერთაშორისო უფლებები აღიარებს სახელმწიფოების უფლებას გამოიყენოს სიკვდილით დასჯა, როგორც სასჯელის უმაღლესი ზომა, გარკვეული დანაშაულებისთვის. თუმცა ამჟამად საერთაშორისო სამართალი არაორაზროვნად გმობს სიკვდილით დასჯას. მეოცე საუკუნის დასასრულისთვის პოლიტიკური გარემო უკვე ისეთი იყო, რომ საერთაშორისო უწყებათა უმრავლესობამ მიიღო სიკვდილით დასჯის გაუქმებასთან დაკავშირებული ოქმები და კონვენციები. თუმცა ამგვარი ქმედება ჯერ არ განუხორციელებია ყველა სახელმწიფოს. მაგალითად, სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ მოქმედებს ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ ნაწილში, საუდის არაბეთსა და ჩინეთში.”

მეექვსე მცნება. არა კაც-ჰკლა.

“მკვლელობა საშინელი დანაშაულია. სხვისი სიცოცხლის ხელმყოფი სცოდავს არა მარტო ადამიანის, არამედ ღვთის წინაშეც, რადგან ჩვენ არა გვაქვს უფლება, ღვთის მიერ მონიჭებული სიცოცხლე მოვუსპოთ კაცს. ამ ცოდვის გამო სასჯელი მთელ მის მოდგმაზე გადადის. დიდი ცოდვაა კანონი სიკვდილით დასჯის შესახებ, რადგანაც ჩვენ ამით ბოროტებას კი არ ვსპობთ, არამედ ვამრავლებთ მას. „ბოროტებას ბოროტებით ვერ განკურნავ, – გვარიგებს წმიდა ბასილი დიდი, – მას მხოლოდ სიკეთით შეიძლება უწამლო“. ჰუმანურ სამართლებრივ სახელმწიფოში არ შეიძლება არსებობდეს სასჯელის ეს არაადამიანური სახე.”

სიკვდილით დასჯა სხვაა და კაცის კვლა სხვა?

როგორ წყვეტენ ვინ არის მეორე შანსის ღირსი და ვინ არა.

როგორ შეიძლება არ გრძნობდე პასუხისმგებლობას იმაზე, რაც შენს გარშემო ხდება.

ყველაფრის მიტევება შეიძლება?!

როდესაც ხარ ადამინი, როგორ უნდა ფიქრობდე, რომ ვინმე სიკვდილით დასჯის ღირსია.

თუმცა დედემიწაზე სამართალი და სამართლიანობა განსხვავებული ცნებებია.

ძალიან ხშირად მიჩნდება კითხვა, თუ ადამიანის მკვლელობა სიკვდილით უნდა ისჯებოდეს, ჩვენც ხომ მკვლელები გამოვდივართ, რადგან ამას ვეთანხმებით და ასე დაუსრულებლად  ვეჩხუბები ჩემ თავს ამ საკითხზე, მაგრამ პასუხამდე მაინც ვერასდეს მივედი. უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ხელით მოვკლავ მას, ვინც ასეთ ტკივილს განმაცდევინებს. “თვალი თვალის წილ და კბილი კბილის წილ?” ყველა რომ ასე მოვიქცეთ, იქნებ სამყარო, სადაც ვცხოვრობთ, სულ გაქრეს, ან იქნებ გადავრჩეთ და უკეთესი, უფრო ლამაზი სამყარო დარჩეს, მათგან ცარიელი, ვისი ხელებიც სისხლითაა დასვრილი. ნუთუ არ შეიძლება, რომ ვინმემ მეექვსე მცნება (არა კაც-ჰკლა) ისე გაიგოს, როგორც – არაკაცი მოჰკალიო და მანაც მოკლას ყველა, ვინც ამის ღირსია. მერე ჩვენ ყველამ (თუ ვინმე დავრჩით) იმ ერთს ვაპატიოთ და ვიცხოვროთ ასე მშვიდად. მაგრამ აქ კიდევ ერთხელ მიჩნდება კითხვა, ვინ წყვეტს ვინაა სიკვდილის ღირსი?!

როგორც ყოველთვის, ამ პოსტითაც კიდევ ერთხელ მოვედი საკუთარ თავთან წინააღმდეგობაში, რადგან ისევ გავიფიქრე, რომ მაინც ვამჯობინებდი, რომ მოკვდეს ერთი 10 კაცის მკვლელი, ვიდრე მან კიდევ თუნდაც ერთი ადამიანი მოკლა მოასწროს, სანამ აქ სხვები კანონის უზენაესობაზე ლაპარაკობენ. ყოველი კამათისას უფრო ვეფლობი ამ რუტინაში და ვერ ვიმიგია სადაა სამართალი.

ალბათ პასუხს მაშინ მივიღებთ, როცა რეალურად, ცხოვრებაში ამ არჩევანის წინაშე დავდგებით.

ახლახანს გავიგე ფრაზა – განთიადზე დიდი იმედი არ არსებობსო და ამით დავასრულებ.

Advertisements

13 Responses to “სასჯელის განსაკუთრებული (უმაღლესი) ზომა”

  1. anna იანვარი 29, 2011 at 5:09 PM #

    ოდესღაც სიკვდილით დასჯის მომხრე ვიყავი :))

    • ირმის ნახტომი იანვარი 29, 2011 at 5:21 PM #

      მე პირიქით, არასოდეს ვიყავი მომხრე, მაგრამ ბოლო დროს საპირისპირო აზრები სულ უფრო ხშირად მაწუხებს, რადგან იმ ადამიანის ადგილას ვაყენებ თავს, რომლებსაც ახლობელი მოუკლეს. თუ ისინი დარწმუნებულნი არ იქნებიან, რომ სამართალი აღსრულდა, თავს ვერასოდეს იგრძნობენ ბედნიერად და დაცულად, უფრო მეტიც, შეიძლება სამართლის აღსრულება თავადვე მოინდომონ. ამიტომ, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ დასჯის შიში მაინც, ისევ მათივე ბუნებიდან გამომდინერე.

  2. Jazzmena იანვარი 30, 2011 at 10:44 PM #

    როგორც იურისტი გეუბნები, რომ სიკვდილით დასჯა უნდა არსებობდეს გარკვეული კატეგორიის დანაშაულებებზე… როგორც ადამიანი ვეწინააღმდეგები სიკვდილით დასჯას… 😉

    • ირმის ნახტომი იანვარი 31, 2011 at 8:44 AM #

      მე აქაც პირიქით, ცივი გონებითა და იურისტის თვალით რომ შემეხედა ვიტყოდი, რომ არ უნდა არსებობდეს და როგორც ადამიანი, ვფიქრომ რომ უნდა არსებობდეს ;/

      • Jazzmena იანვარი 31, 2011 at 12:56 PM #

        წარმოიდგინე სადისტი ადამიანი, რომელმაც ბავშვი გააუპატიურა, აწამა, და მოკლა დედის თვალწინ… და ეს არაერთხელ ჩაიდინა… ამას გინდა იურისტის ცივი გონებით შეხედე, გინდა ადამიანის “თბილი” გონებით… განაჩენი – სიკვდილით დასჯა!!!

        • ირმის ნახტომი იანვარი 31, 2011 at 4:04 PM #

          როგორც უირისტს გეკითხები, ეგეთ საქმეზე უარს იტყოდი? მაშინ უდანაშაულო ბრალდებულებზე ოცნებას უნდა დასჯერდე. თუ ადვოკატი ხარ შენი საქმე უნდა გააკეთო. როგორც ადამიანმა კი შეგიძლია “სხვა სასჯელი” გამოუტანო.

          • Jazzmena იანვარი 31, 2011 at 5:38 PM #

            არა, ასე მარტივად არ არის საქმე…ზოგადად ვერ იტყვი, მე შეიძლება როგორც ადვოკატმა დავიცვა დამნაშავე, რომელსაც თაღლითობა, გამოძალვა, შანტაჟი, თუნდაც ყაჩაღობა ედებოდეს ბრალად და მართლაც დამნაშავე იყოს იგი ამაში, მაგრამ არსებობს ისეთი მძიმე დანაშაულები, რომლებსაც ხელს არ მოვკიდებ. ეს არ ნიშნავს რომ ამ დროს ადვოკატი არაპროფესიონალია ან ცუდი იურისტია… უბრალოდ თავისი მორალური ცენზი და ღირებულებები გააჩნია, რასაც ვერ გადააბიჯებს… მე ვერ დავიცავ რეციდივისტს, რომელსაც საზიზღრობები აქვს ჩადენილი, არც ნანობს მას და მომავალშიც შეიძლება მსგავსი ჩაიდინოს… რო დავიცვა, გამოვუშვა და იგივე ჩაიდინოს მაშინ?

            • ირმის ნახტომი იანვარი 31, 2011 at 8:32 PM #

              და ყველა შენსავით რომ მოიქცეს, მერე? ე.ი. ვინც ეგეთ დანაშაულშია ეჭვმიტანილი გაუსამართებლად უნდა ჩაიქოლოს? არაა ეგ სწორი პოზიცია ადვოკატის მხრიდან. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს.

  3. chankotadze თებერვალი 1, 2011 at 3:56 PM #

    ჩემი არაორიგინალური აზრი(ასე რომ არც თუ ჩემი აზრი, უბრალოდ ვიზიარებ მას):
    ადამიანი, რომელმაც საკუთარ დედა გააუპატიურა და მოკლა და ამით დაიწყო დანაშაულებების სერია ყველაზე მოწყვლადი მსხვერპლია ისედაც (ერთი მანიაკის ისტორიიდა, სახელი აღარ მახსოვს). რა თქმა უნდა ჩვენ შეგვიძლია ის დავიჭიროთ და ტვინი მივასხმევინოთ, სახრჩობელაზე ჩამოვკიდოთ ან ელექტროსკამზე დავსვათ და თავი მოვიტყუოთ რომ სამართლიანობა აღვასრულეთ. ოღონდ ეს ყველაზე სასაცილო რამეა _ იმიტომ რომ ჩვენ ისედაც უსამართლობის მსხვერპლს, გზააბნეულ და გაბოროტებულ ადამიანს ვაჭედებთ უკანასკნელ ლუსმანს. ადამიანები ერთ დღეს არ ხდებიან ,,მანიაკები დარეციდივისტები” და არც დაბადებიდან არიან ასეთები. გარემო, რომლის შექმნა–შენარჩუნებას ყოველი ჩვენგანი დღიურად ვეწევით, თავის ფსკერზე ყოველთვის ილექავს სიბინძურეს, რომელშიც უთუოდ ვიღაც ისვრება, უნდა თუ არა ეს.
    დამნაშავე ჩემთვის უბრალოდ ის ადამიანია, გარემოებათა დამთხვევის შედეგად რომ სწორედ იმ დროსა და სივრცეში აღმოჩნდა სადაც ტრანსფორმირდა დამნაშავედ. მის დანაშაულზე პასუხისმგებლობა კი მთელ საზოგადოებას ეკისრება და არა მარტო მას.
    ასე რომ, სიკვდილით დასჯა არაფერს წყვეტს, ეს კოსმეტიკური თვითდამშვიდებაა, ,,დამნაშავე” ნადგურდება, მაგრამ ნარჩუნდება პირობები, რომლებიც ახალ დამნაშავეებს ბადებენ. ამიტომაც, როგორც ჰიუგო ამბობდა, ,,სიკვდილით დასჯა ბარბაროსული ამპუტაციაა”

    • ირმის ნახტომი თებერვალი 1, 2011 at 10:54 PM #

      ჩემი აზრიც ეგეთია, პლანეტაზე ყველაზე ცუდი ადამიანის მკვლელობაც კი ცუდ პრეცენდენტს ქმნის. ხელს მოვაწერდი სიკვდილით დასჯის გაუქმებაზეც, მაგრამ ისევ, როგორც ადამიანი მაინც სხვაგვარად ვფიქრობ და ამ აზრს ვერ ვიშორებ თავიდან.

  4. Jazzmena თებერვალი 2, 2011 at 2:01 PM #

    თქვენ ისეთი სურათი დახატეთ, ისე ფილოსოფიურად გაშალეთ ეს თემა, მეც თქვენს აზრზე გადმომიყვანეთ… ალბათ ამის შემდეგ ჩიკატილოსაც დავიცავ ცოცხალი რო იყოს… :);)

    P.S. “მე არასოდეს მსმენია რაიმე ისეთი დანაშაული, რომლის ჩადენასაც თავად ვერ შევძლებდი” გოეთე

    P.P.S ძალიან საინტერესო და კარგი მოსაუბრეები ხართ.

    • ირმის ნახტომი თებერვალი 2, 2011 at 3:33 PM #

      ამ პოსტის წერისას ჩემი არეული აზრების დალაგება მინდოდა მხოლოდ და ვერ გეტყვი კარგია თუ არა აზრი რომ შეიცვალე.
      ჩიკოტეკოს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ მან ბავშვებიც (7) მოკლა, უფრო დასაცავია, ვიდრე ის, ვინც დაყაჩაღების მიზნით თუნდაც ერთ მოხუცს გაიმეტებს მოსაკლავად. ანდრეი ჩიკოტელო ბავშვობიდან ტრავმირებული იყო, ფსიქიურად გაუწონასწორებელი და პირველი მკვლელობაც განზრახ არ ჩაუდენია.
      P.S. ისე, მისი დახვრეტა ჯერ კიდევ არაა დადასტურებული ფაქტი.

  5. faifuris angelozi თებერვალი 21, 2011 at 5:28 AM #

    ar mgonia rom konkretuli adamiani daugegmavad ibadeba im garemoshi saidanac gamodis tramvirebuli da shemdeg gaucnobiereblad tu gacnobierebulad schadis danashauls(ra mnishvneloba aqvs).
    da tu maincdamainc damnashavis dasjaa,yvelaze sauketeso gamosavali izolirebuli samudamo patimrobaa specializebul teritoriaze sauketeso psiqiatrebit.
    mjera rom,adamians rogori mxecic ar unda iyos,sheudzlia danashaulis agqma da sinanulis shegrdzneba.mtavaria iqamde miviyvanot..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: