5 რამ, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს

27 იან

ნათიამ დამTAGა და მეც ვემორჩილები. უნდა ჩამოვთვალო 5 რამ, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს. ჩემნაირი არასტაბილური ადამიანისთვის 5 ძალიან ცოტაა, ამიტომ მხოლოდ იმათ დავასახელებ, რომლებიც ახლა ამომიტივტივდება გონებაში.

1.ყავა. მის გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ჩემი ყოველი დილა იწყება ყავით. ყავით თუ გამიტუებ დილით საწოლიდან, თორემ ისე ამდგომი არ ვარ! მეტსახელიც კი მქონდა ერთ დროს  COFFEE. მოკლედ, ჩემი გულის მოგება თუ გინდათ ყავა უნდა მომიდუღოთ (შაქარი – 1 კოვზი).

2.ძილი. ოღონდ დღე. ღამე ვერ დამაწვენთ, დილით კი საწოლიდან ვერ ამწიწკნით. რამოდენიმე დღის უძინარიც რომ ვიყო, ღამე მაინც ვერ (თუ არ) დავიძინებ ალბათ. დამამშვიდებელი აბებიც კი დამილევია ამის გამოსასწორებლად, მაგრამ რა, კამფეტებივით ვყლაპავ და შედეგი არანაირი.

My Art

3. ფოტოების გადაღება. როგორ მიყვარს ფოტოების გადაღება! ყველგან და ყოველთვის მზად ვარ. თუნდაც საშინელ ხასიათზე ვიყო ან საერთოდაც ისტერიკა მქონდეს. როდესაც კამერის ობიექტივი მიყურებს წამიერად ვმშვიდდები. მილიონზე მეტი ფოტო მექნება ალბათ მხოლოდ ჩემი. ასევე მიყვარს როცა თვითონ ვიღებ. ამჟამად შავ-თეთრი ფოტოგრაფიით ვარ გატაცებული.
4. ნოემბერი და რიცხვი 11. ყოველ ნოემბერს თავიდან ვიბადები. 11 რატომ და ნოემბერი მეთერთმეტე თვეა, ჰოდა მეც მეთერთმეტე თვეს ვარ დაბადებული. უფრო მეტიც, მეთერთმეტე თვის, მეთერთმეტე დღეს. როგორ არ მიყვარდეს აბა? და თქვენც უნდა გიყვარდეთ!
5. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. ჭკუა მეკეტება! (კიდევ 1 მინიშნება ჩემი გულის მოსაგებად). მათში ფული არასოდეს მენანება. კედები რომ მეცვას, შეიძლბება ფეხი გადამიბრუნდეს (შეიძლება რა, გადამბრუნებია კიდევაც), ჰილებზე არასოდეს! ყველგან შემიძლია ჩავიცვა! მთაშიც, ბარშიც, ტყეშიც, ღრეშიც, დარშიც და ავდარშიც! რამდენიც არ უნდა მქონდეს, ალბათ არასოდეს იქნება საკმარისი ჩემი გულის გასახარად. როცა მათ ვხედავ, გულიც კი მიჩქარდება. მათ არასოდეს დავშორდები! აი, სწორედ ესაა ნამდვილი სიყვარული!

P.S. ხომ ხედავ ნათ, 1 წელი არ დამჭირდა, მხოლოდ 1 დღის დაგვიანებით დავწერე.

Advertisements

16 Responses to “5 რამ, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს”

  1. Seymour Glass იანვარი 28, 2011 at 10:00 PM #

    პირველი ადამიანი, რომელიც ამბობს კეტებში შეიძლება ფეხი გადამიბრუნდესო 😀

    • ირმის ნახტომი იანვარი 28, 2011 at 10:54 PM #

      ვამბობ კი არა, საკუთარ თავზე დადასტურებული ფაქტია ეგ, რომელიც უკვე აქსიომად მექცა!

  2. islandglocke იანვარი 28, 2011 at 11:45 PM #

    იმის მიუხედავად რომ კედებს ვხმარობ უმეტესად…ფეხი მაინც მიბრუნდება…. :დ

    მარი ვიცოდი რომ ასე დაწერდი…ამ 5 რაღაცას 🙂

  3. Kon Mu იანვარი 29, 2011 at 4:30 PM #

    მე მე-7 თვის მე-7 დღეს 😀

  4. Jessie თებერვალი 8, 2011 at 4:05 PM #

    ძალიან კარგია 🙂 არადა მეც რატომღაც დაბლებზე უფრო ამომიბრუნდება პეხი ვიდრე მაღლებზე : 🙂

  5. Lord Vader თებერვალი 16, 2011 at 1:32 AM #

    შოკოლადი…
    🙂

    რა მძიმე ბლოგი გაქვს. ისე.

    • ირმის ნახტომი თებერვალი 16, 2011 at 2:51 AM #

      ეგ ხუთეულში არ შედის.
      რატომაა მძიმეს არ ვიკითხავ ახლა და რაც ავტორი – ის ბლოგი.

  6. Molly Bloom თებერვალი 18, 2011 at 3:18 PM #

    ყავა და შაბათ-კვირის დილის ძილი ჩემი ნარკოტიკია. ერთი რომ ამიკრძალო ან მეორე – გავგიჟდები.

  7. Molly Bloom თებერვალი 18, 2011 at 5:02 PM #

    რა დღეში ყოფილხარ 😦 გამაჟრიალა…

  8. Sophie SUNNY Golden მარტი 21, 2011 at 3:23 PM #

    მეც მინდა მაღალი ქუსლები მიყვარდეს. არა, მიყვარს, მაგრამ სიამოვნებას ვერ ვიღებ, როცა მაცვია :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: