ტკივილი

20 იან

დიდი ხანია მივხვდი, რომ ჩემი გული სხეულისგან ცალკე იყო. თავიდან არაფრის შეცვლა მინდოდა. შემდეგ, როცა უკვე ნათლად გავაცნობიერე, რომ ნელ-ნელა ვეფლობოდი მარტოობის ჭაობში, გამოსვლა ვეღარ შევძელი და ახლოს არც არავინ დავიტოვე რომ ეშველა.

ტკივილის წარმოდგენა შეუძლებელია თუ იგი მწარედ არ გიგრძვნია საკუთარ თავზე და არ აქვს მნიშვნელობა იქნება ის სულიერი თუ ფიზიკური.

არის ისეთი ტკივილი, რომელსაც საავადმყოფოში ვერ მოირჩენ, ამიტომ ისინი, ვინც განიცდიან ასეთ ტკივილს აკეთებენ ყველაფერ შესაძლებელს, რომ საკუთარი თავი განკურნონ. ერთნი მარტოობის ტკივილს ახალი მეგობრების გაჩენით იშუშებენ, მეორენი თვალს უფრო ღრმად ხუჭავენ, რათა გათავისუფლდნენ სინდისის წუხილისგან, ზოგიერთნი კი უფრო და უფრო მეტი ფულის ხარჯვით ცდილობენ დანაკლისი აინაზღაურონ, მაგრამ სამწუხაროდ, ყოველთვის იქნებიან ისეთები, რომლებისაც არ შეუძლიათ თავის განკურნება, რადგან ხვდებიან, რომ ეს გამოიწვევს უფრო მეტ ტკივილს და ამიტომ ურჩევნიათ იმ ტკივილთან ერთად იცხოვრონ, რომელსაც უკვე ასე მიეჩვივნენ.

იქ, დიდ და ლამაზ სავაჭრო ცენტრში მივხვდი, რომ არ შემიძლია ყოველ მომღიმარ სახეში საკუთარი თავი ვეძებო.

ბედნიერება, ეს ისაა რაც ყველას გვინდა და რასაც გამუდმებით ვეძებთ. პატარა ბავშვები პოულობენ მას შოკოლადის გემოში, მოდის მოყვარული გოგოები ახალ ტანსაცმელში, თინეიჯერი ბიჭები იღებენ მას ლამაზ გოგოებთან ურთიერთობით, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც არაფერი აბედნიერებთ. მათ უბრალოდ არ შეუძლიათ იყვნენ ბედნიერნი. ეს პატიმრობაზე უარესია, რადგან იცი, რომ ეს ტანჯვა არასდროს დასრულდება, სანამ საკუთარ თავს არ იპოვი და შეცდომებს არ აპატიებ. ამის გაკეთებლად მხოლოდ ოთახიდან უნდა გამოხვიდე, მაგრამ ეს არც ისე ადვილია, როცა კარი ჩარაზულია და გასაღები არ გაქვს.

Advertisements

9 Responses to “ტკივილი”

  1. fsiQe იანვარი 23, 2011 at 3:47 AM #

    “ტკივილის წარმოდგენა შეუძლებელია თუ იგი მწარედ არ გიგრძვნია საკუთარ თავზე ” – გეთანხმები,
    იმაშიც გეთანხმები, რომ ზოგიერთი ტკივილი უკურნებელია, პირადი გამოცდილებიდანაც ვიცი. მაგრამ მაინც, არსებობენ გამოსავლები, გასაღებები, ბედნიერებები და არა ის მოჩვენებითი ბედნიერებები, სავაჭრო ცენტრში სიარული და ფულის ხარჯვა რომ ქვია.. ბედნიერებები, რომლებსაც ადრე თუ გვიან აღმოაჩენ.. შენი ბედნიერებები, თუნდაც მატრივი და უმნიშვნელო, მაგრამ ნამდვილი 🙂

    • 1 წელი იანვარი 23, 2011 at 4:28 AM #

      იყოს მარტივი და ბევრი, თუნდაც ცუდზე 1-ით მეტი!

  2. Seymour Glass იანვარი 24, 2011 at 4:47 PM #

    მართალია. ბევრად ადვილია სხვისი პატიება, ვიდრე საკუთარი თავის… : /

  3. Molly Bloom მარტი 11, 2011 at 11:36 AM #

    ძველი პოსტი ყოფილა. მე ახლა ვნახე.. 😦 ისეა დაწერილი, მეც მეტკინა 😦

    • ირმის ნახტომი მარტი 11, 2011 at 5:30 PM #

      შენდეგ პოსტს ვწერ (თუ დამთავრებისას ის განწყობა შემრჩა), წესით ამის გაგრძელებაა…

  4. Molly Bloom მარტი 11, 2011 at 5:50 PM #

    გაგრძელებასაც წავიკითხავ და მერე რა, თუ ისევ მეტკინება 😦

  5. Molly Bloom მარტი 11, 2011 at 6:49 PM #

    კიდევ კარგი, თორემ ამ პოსტს ზევით ვერ ვწევ. სურათის დანახვაზე მზარავს 😦

  6. Jessie მარტი 12, 2011 at 2:38 PM #

    დამაჟრჟოლა 😐

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: