მიწისძვრა დღეს

19 იან

როგორც უკვე ყველა გაიგებდით ან შეიგრძნობდით დღეს საქართველოში მიწისვრა მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ ვანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მე-18 კილომეტრზე, საირმიდან კი მე-7 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე დაახლოებით 5.8 ბალს აღწევდა. სეისმოლოგიის ცენტრმა  განაცხადა, რომ  მიწისძვრა 1 საათის განმავლობაში უკვე 4-ჯერ დაფიქსირდა, ვინაიდან ეს ძლიერი მიწისძვრის შემდგომ თანმდევი პროცესია. პირველი  მიწისძვრა დაახლოებით 13:17 წუთზე დაფიქსირდა და ის იყო 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის, შემდეგ 13:51 წუთზე – 14.2 მაგნიტუდის სიმძლავრის და ბოლო – 14:3 წუთზე 4.1 მაგნიდუდის სიმძლავრის. ჯერ-ჯერობით მიწისქვეშა ბიძგებს ნგრევა ადგილზე არ მოჰყოლია და ადგილობრივ მოსახლეობაში არ არიან დაშავაბულები.

თეა გოდოლაძის (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე) განცხადებით იგი განეკუთვნებოდა საშუალო სიძლიერის მიწისძვრებს, მაგრამ იგი ლოკალურად იგრძნობოდა საკმაოდ ძლიერად და ამჯერად იგი 2002 წლის მიწისძვრაზე უფრო ძლიერი იყო.  სეისმოლოგიის ცენტრის თხოვნაა ადგილობრივმა მოსახლეობამ, ვისაც ინტერნეტთან ხელი მიუწვდება, შეავსოს კითხვარი, რომლის მიხედვითაც უფრო ადვილად დადგინდება რა იყო მიწისძვრის გამომწვევი მიზეზები. თავად სეისმოლოგიური ცენტრის თანამშრომლები კი გაემგზავრებიან ქუთაისში რათა 2 კვირის განმავლობაში ადგილზე, უფრო დაწვრილებით შეისწავლონ ყველაფერი.

სიმშვიდეა თბილისში. აქ მიწისქვეშა ბიძგები ნაკლებად საგრძნობი იყო და საგანგებო სიტუაციების სამსახურს გამოძახებები არ ჰქონიათ.

ეს ბოლო დროს დაფიქსირებული მიწისძვრებია.

Advertisements

3 Responses to “მიწისძვრა დღეს”

  1. uchuniversity იანვარი 19, 2011 at 4:15 PM #

    მიწისძვრა სანამ არ მოხდება, მანამდე ვერ აფიქსირებენ, რამხელაც არ უნდა იყოს 🙂

    • 1 წელი იანვარი 19, 2011 at 4:33 PM #

      ხვალ ამა და ამ დროს აქა და აქ მოხდებაზე ხომ არაა მარტო. თუ გადახედავ ბოლო დღეებში მომხდარი მიწისძვრების ეპიცენტრებს (პოსტის ბოლოს) ვარაუდი მაინც ხომ უნდა გამოთქვა.

      • uchuniversity იანვარი 19, 2011 at 8:41 PM #

        ვარაუდი რა თქმა უნდა.. სეისმურად აქტიური ზონების დაყოფა შეიძლება..

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: