ვიზიტორები

3 იან

აი, ზიხარ ეხლა ოთხში მარტო, შუქები სასიამოვნოდ ციმციმებს. ხელში ახალი წლის მერე შემორჩენილი ჭიქა გიჭირავს შამპანურით და გახსენდება რას გრძნობდი მაშინ, როდესაც ეს ბოთლი გაიხსნა. ჯერ კიდევ შარშან, ფაქტიურად 1 წლიანი დაძველებითაა. რა მარტივად იცვლება ყველაფერი. 1 წელი. რა მაარტივად წარმოსათქმელია და რა ძნელი გასავლელია. რამდენი რამე შეიძლება მოხდეს 1 წელში. ძალიან ბევრი. ან ძალიან ცოტა. გააჩნია რა კუთხით შეხედავ. თუმცა რა კუთხითაც არ უნდა შეხედო შენ თავს მაინც ვერსად გაექცევი. შეუძლებელია 1 წელი გავიდეს და შენში არაფერი შეიცვალოს. შეიძლება 1 დღეში, საათში და წუთშიც კი შეიცვალო, არა თუ წელში. მე ვგულისხმობ შენ ემოციებს. ემოციებს, რომელთაც გინდა თუ არა მაინც განიცდი. აღმაფრენა და  ტკივილი, ისევ აღმაფრენა, მერე ტკივილი, სიცარიელე, სასოწარკვეთა, ისევ აღმაფრენა და ისევ ტკივილი და ასე უსასრულოდ… ან სულაც რამოდენიმე გრძნობა ერთდროულად. იმედია არ გაგიკვირდება ეს ბოლო ფრაზა.

ცოტა ხნის წინ ვუყურე ერთ ფანტასტიკას, სახელად ვიზიტორები. ვიზიტორები, ისინი უცხო გალაკტიკიდან ჩამოფრენილი ხვლიკის მსგავსი არსებები არიან, რომლებიც გამოიყურებიან როგორც ადამიანები, იქცევიან როგორც ადამიანები, მაგრამ არ გრძნობენ ისე, როგორც ადამიანები. ისინი საერთოდ არ გრძნობენ, არაფერს განიცდიან, არანაირ ემოციას. ამის გამო ადამიანებით მანიპულირება თავისუფლად შეუძლიათ. შემდეგ კი ზოგიერთი მათგანი, რომელიც ადამიანთა საზოგადოებაში წლებს ატარებს იძენს ემოციებს. მათსავით უხარია და მათსავით სტკივა. ამ გრძნობების გამო ისინი ყველაფერზე წამსვლელნი არიან, თუნდაც თავიანთი სიცოცხლის ფასად. მე კი რას არ ვიზამდი მათგან თავის დასაღწევად. ისინი ხომ ყველაფრეს ართულებენ.

რა არის უკეთესი თქვენთვის, იყო ემოციური და თუნდაც იტანჯებოდე თუ არ განიცდიდე არაფერს. იყო უემოციო ადამიანი ნუთუ ცუდია?! არ გრძნობ ტკივილს, არც იმედგაცრუებას. მხოლოდ სიწყნარე და სიმშვიდეა შენს გარშემო, სხვა არაფერი. ვერ ფავიჯერებ, რომ არ გინატრიათ არსდროს ყოფილიყავით უემოციო. ყველაფერი როგორ წამიერად გამარტივდებოდა. არ გრძნობდე არაფერს სულაც არაა ცუდი.

და მაინც, თუ არ მეთანხმებით, მაშინ რამდენად ემთხვევა თქვენი გულის ფიქრი და მოქმედება ერთმანეთს? თუ გინდათ გრძნობდეთ ყველაფერს, მაშინ რატომ არ იქცევით თქვენი გრძნობების შესაბამისად?

10 Responses to “ვიზიტორები”

  1. moiashi იანვარი 4, 2011 at 12:31 AM #

    რა ბედნიერება იქნებოდა რამდენიმე წუთით მაინც გავმხდარიყავი უგრძნობი…

    • 1 წელი იანვარი 4, 2011 at 12:36 AM #

      ეგ მაინც არ იქნება საკმარისი ბედნიერებისთვის ;/

  2. »♥» ana «♥« იანვარი 11, 2011 at 6:41 PM #

    ერთ-ერთი ჩემი საყვარელი სერიალია ვიზიტორები ❤ ხვლიკობის რა გითხრა,მაგრამ უემოციობას კი ვინატრებდი.. მაგრამ ნატვრა,ხომ მხოლოდ ნატვრაა. (

    • 1 წელი იანვარი 11, 2011 at 6:49 PM #

      პირველი სეზონი ვნახე და მეორეს ვერ მივაგენი ისე, რომ გადმოვწერო ;((

  3. Wissner იანვარი 13, 2011 at 2:05 PM #

    უგრძნობი მეც მინდა რამდენიმე წუთით ვიყო :yes:

  4. stinkyy იანვარი 19, 2011 at 8:42 PM #

    როცა საჭიროა ვარ უგრძნობი 🙂

    • 1 წელი იანვარი 20, 2011 at 1:15 AM #

      მთავარიც ეგაა, თორემ სულ უემოციობას ისევ ზედმეტი ემოცია ჯობია.

  5. anna თებერვალი 14, 2011 at 9:18 PM #

    me megona posti blogis vizitorebze iqneboda :d

Leave a reply to stinkyy კომენტარის გაუქმება