თოვლის გარეშე

2 იან

შეგიძლიათ ადამიანის მოკვლა? ან ბოლომდე აცნობიერებთ რა არის სიკვდილი?

რის გამო შეგიძლიათ საერთოდ ადამიანის მოკვლა?

დაფიქრებიხართ ამაზე ოდესმე? მე ძალიან ხშირად. ბოლო დროს კი უფრო ხშირად. ადრე მეგონა, რომ თუ ადამიანს სიკვდილი არ უნდოდა, მაშინ არ მოკვდებოდა. როგორ ვცდებოდი. რა უფლება აქვს ერთ ადამიანს მეორეს სიცოცხლე წაართვას? მკვლელობა უნდა ისჯებოდეს სიკვდილით! მეტიც, თან წამებრივი სიკვდილით!

თუ ოდესმე ადამიანს მოვკლავ, მხოლოდ შურისძიების გამო. ერთხელ, ძალიან პატარა ვიყავი მაშინ (ჯერ კიდევ როდის ვფიქრობდი ამაზე) რომელიღაც მორიგი ამერიკული ფილმის შთაბეჭდილებების ქვეშ მყოფმა მეგობარს ვკითხე, რას იზამდი ვინმე რომ მოვიდეს და შენთვის საყვარელ ადამიანებს რამე დაუშავოს (ფიზიკურად) ან საერთოდ დახოცოსთქო. გაკვირვებულმა შემომხედა, მგონი ვერც გააცნობიერა საერთოდ რას ვეკითხებოდი. მე კი ზუსტად ვიცოდი, რომ იმ ადამიანს ხელის აუკანკალებლად მოვკლავდი! თან მისი მოკვლის სცენა ძალიან სასტიკი იქნებოდა. სხვა შემთხვევაში რატომ უნდა მოკლა ადამიანი?

29 დეკემბერია. დილით ადრე იღვიძებ. იცვამ და მიდიხარ სამსახურში. რამოდენიმე დღეში ახალი წელია. შენ უკვე იცი, რომ ახლა სახლიდან გახვალ და ვეღარ დაბრუნდები. ვეღარ დაბრუნდები იმიტომ, რომ 3 დღე-ღამე გიწევს მუშაობა და ახალ წელსაც სამსახურში უნდა შეეხვდე. გზაში შენს 2 შვილზე ფიქრობ. 2 ბიჭზე. 20 წელზე მეტია უკვე მათზე ფიქრობ და იცი მათთვის ყველაფერს გააკეთებ.  აი, პოლიციის შენობის წინ გზას კვეთ და სამსახურში შედიხარ. 29 დეკემბერი… 30 დეკემბერი… 31 დეკემბერი…

ახალ წლამდე თითზე დასათვლელი წუთები რჩება. ყველგან მაშხალებს ისვრიან. რამოდენიმე საათში კი შენს უსიცოცხლო სხეულს პოულობენ. შენ მკვდარი ხარ. თავში ერთი გასროლით. გასროლა უკნიდან მოხდა. თავზე უბრალოდ იარაღი მოგადეს და სასხლეტს თითი გამოჰკრეს. დაგეგმილად, გამიზნულად, ცივსისხლიანად მოგკლეს.

რატომ? არავინ იცის.

ვინ? მითუმეტეს არავინ იცის!

დაკითხვები, დაკითხვები, დაკითხვები. შენს საქმეზე თითქმის 20 გამომძიებელი ერთდროულად მუშაობს და მერე? ეს საქმის ვითარებას ცვლის? შენ ქმარს კი დასაკითხად მეორე დრეს ძლივს აფხიზლებენ…

ხვალ სახლში მაინც დაბრუნდები. დაგაბრუნებენ, რომ მერე სამუდამოდ წაგიყვანონ…

P.S. შეიძლება გამოძიების დასრულებამდე არ უნდა დამეწერა, მაგრამ გულში ვეღარ დავიტიე. ან საერთოდაც არ უნდა დამეწერა…

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: