ვდგავარ ფარჯარასთან, ვფრცქვნი მანდარინს და მახსენდება, რომ რამდენიმე წლის წინ, ზუსტად ამ დღეს და ამ დროს გაიხსნა ეს ბლოგი…
მეღიმება და მახსენდებიან ვიღაცები…
გარედან შემოსულ ხმაურზე ყურები ვცქვიტე. რამდენიმე წამი გააზრება გამიჭირდა სად ვიმყოფებოდი. შუადღის ოთხი საათი სრულდებოდა. გონს მოსასვლელად ფეხზე წამოვდექი. ოთახის ავეჯიც ჩემთან ერთად წამოიწია და ცეკვა დაიწყო. გაჩერდით, თორემ მეზობლები ამოცვივდებიან! ვისაც არ ეზარება ყველა მე მიშლის ნერვებს რა. მოცეკვავე ტუმბოზე თერმომეტრს გადავწვდი… ისევ 38.1. ამჯერად ნამდილად ვკვდები, გავიფიქრე მერამდენედ და ავწუწუნდი. თუმცა ამჯერად არ ვამეტებდი. სიცხისგან ყველაფერი მტკიოდა, ფილტვებში სიმძიმეს ვგრძნობდი, მუდმივი ხველისგან უკვე მუცელი მტკიოდა და სინათლეზე კი თვალები მეცრემლებოდა.
მეტის ღირსი ვარ. მოვინდომე ივნისში ზღვა და ოაზისი.
ჩემმა ექიმმა მითხრა თინეიჯერობის ასაკიდან არ გამოსულხარო, მე კი ამ დროს დარწმუნებული ვარ, რომ ძველ დროში ტროელი მეომარი ვიყავი. უცნაური შეთავსებაა, ღმერთმანი.
ცხოვრობს ჩემში ერთი ჭირვეული მეორე მე, რომელმაც ფრჩხილის მოტეხვისთვის შესაძლოა სამყარო გადადგას და მასთან ერთად თანაარსებობს წყნარი, რაციონალური და მშვიდი არსება, რომელიც ოცნებობს მსოფლიო მშვიდობაზე. კიდევ უფრო უცნაური შეთავსებაა, ღმერთმანი.
ჩემნაირ ქალებს ბრძოლის ველზე ნაღმის შესატანად გზავნიდნენ. შესაძლოა, მაგრამ არა ამ საუკუნეში და არა ახლა.
ზოგჯერ სიკვდილის დაუძლეველი სურვილი მეპარება ხოლმე და თავს ვერაფერს ვუხერხებ. სულების გაცვლაზე ვკითხულობდი საინტერესო წიგნს, მაგრამ ამ რეალობაში ღმერთები არ მელაპარაკებიან და ვინ ამისრულებს მსგავს სურვილს?..
ესეც მოვიდა… რა გინდა?! ხომ იცი პოსტის წერისას სხვა ადამიანებზე ფიქრი არ მიყვარს! მომშორდი, მომშორდი, მომშრდი!
დილით ჩემ ფანჯარაზე ხატიპეპელა ჩამოჯდა. ნეტავ ისვენებს თუ ამასაც ჩემი არ იყოს დღეს შუსრულდა 200 წელი.
აუ, ეს კიდევ აქაა. მომშორდი-მეთქი, ვა! არა, მაინც არ მიდის. რას გადამეკიდე ერთი ვერ გავიგე!!! თან როგორ მიყურებს. არა, ტყუილი ამბავია, ეს არსად წამსვლელი აღარაა, დღეს მაინც. სიცოცხლეს არ დაგაცდიან რა!
კარგი ბატონო, მე წავალ. თქვენ დარჩით აქ!
ხო, რაც შეეხება ჩემ ხატიპეპელას, წამლის მიღების შემდეგ ღრმა ძილში წავედი და ვეღარ გავიგე მისი ლამაზი ფრთები ქარმა წაიღო თუ თავად აათამაშა.
ჩემს სახლთან ყვითელ ვარდზე ხატიპეპელა დაესვენა და მშვიდად ელოდა ბოლოჟამს. ჩამოვუჯექი ჭირისუფალი, დიდოსტატი ჭირთათმენის და მეღირსა ფორტეპიანოს მაგიური კლავიშების კეთილხმოვანება. ეს შენ გეძღვნება ხატიპეპელა, მშვიდად გადაფარფატდი განზომილებათა გზა-ჯვარედინზე და არ დამივიწყო. მე დავრჩები და მოვუსმენ ფორტეპიანოს. გამახსენდები და გამეღიმება, დამენანები იშვიათი სიდიდისა და სილამაზის გამო. სული მომათქმევინე! ხატიპეპელა გაფრინდა… ლელა ლაშხი
“ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშების თანახმად მსოფლიოში C ჰეპატიტით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველწლიურად სავარაუდოდ 4 მილიონი ახალი შემთხვევით იზრდება. საქართველოში ინფიცირებული დაახლოებით 200 ათასი ადამიანია რაც 2-ჯერ აღემატება მსოფლიოში დაშვებულ საშუალო მაჩვენებელს, ხოლო მკურნალობის კურსი მათგან მხოლოდ ორი ათასს (1%) აქვს გავლილი. მსოფლიოში 200 მილიონამდე ვირუსმატარებელი ადამიანია.”
ჰეპატიტი C საფრთხე, რომელიც ყველას გვემუქრება! დაავადების გამომწვევია C ჰეპატიტის ვირუსი – HCV. იგი სხვა ვირუსებთან შედარებით ძალიან პატარაა. არსებობს მისი ექვსი გენოტიპი. ვირუსი ინფიცირებული სისხლის საშუალებით ხვდება სისხლის მიმოქცევის წრეში და შესაბამისად აღამოჩნდება ღვიძლში, სადაც იწყებს გამრავლებას. ადამიანი კი ვირუსმატარებელი ხდება ვირუსის შეჭრის დღიდან მთელი სიცოცხლე. ორგანიზმის იმუნური სისტემა, რომელიც რეაგირებს უცხო სხეულის შეჭრაზე ამ დროს თითქმის უძლურია, რადგან ვირუსს გააჩნია ადაპტაციის უნარი. დაავადებაორგანიზმშიშესაძლოაუსიმპტომოდმიმდინარეობდეს 15–25 წლისგანმავლობაშიც, ამის გამომას “ალერსიანიმკვლელი” უწოდეს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩაიტაროთ დროული სკრინინგი, ანუ აიღოთ სისხლის ანალიზი. C ჰეპატიტის დროული გამოვლენა მნიშვნელოვნად ზრდის სიცოცხლის შანსს, დაცული იქნებით თქვენც და გარშემო მყოფნიც.
~
C ჰეპატიტის გადაცემის გზები მისით დაინფიცირება ჰაერიდან არ ხდება, ის რაღაცასთან უნდა იყოს კავშირში. თუ ვირუსმატარებელი ადამიანის ბიოლოგიური სითხეები: სისხლი, სპერმა, საშოს გამონადენი, დედის რძე მოხვდება ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში. C ჰეპატიტის სისხლით გადაცემის დროს რისკი 100%-იანია. ამიტომ საკმაოდ საშიშია არასტერილური ან უკვე ნახმარი შპრიცის გამოყენება. სარისკოა ტატუირებისა და სტომატოლოგთან ვიზიტის დროს უკვე გამოყენებული არა მხოლოდ ნემსისა და შპრიცის ხმარება, არამედ იმავე შუშიდან ამოღებული წამალი/მელანი. შემაშფოთებელი ვითარებაა საქართველოში არსებულ სალონებში, რომელთა უმრავესობაში ან საერთოდ არ ხდება მანიკურ/პედიკურისთვის საჭირო იარაღების სტელირება და ან სწორად არ იცავენ/არ იციან სტელირებისათვის საჭირო ნორმები. ადამიანი შესაძლოა დაინფიცირდეს დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროსაც. ვირუსი ასევე შეიძლება გადაეცეს დედიდან შვილსაც ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს.
C ჰეპატიტი არ გადადის ინფიცირებულთან შეხების, კოცნის, ლაპარაკის გზით!
C ჰეპატიტის სიმპტომები ინფექცია ორგანიზმში შეიძლება მიმდინარეობდეს მწვავედ ან ქრონიკულად. მწვავეს დროს შესაძლებელია თვითგამოჯანმრთელება. შემთხვევათა დაახლოებით 70-85% გადადის ქრონიკულში. ქრონიკული C ჰეპატიტი ხანგრძლივად მიმდინარე პროცესია. შედეგად იგი აზიანებს ღვიძლის უჯრედებს, იმუნური სისტემა კი უტევს მათ, რაც იწვევს ანთებით პროცესს, ამიტომ ორგანიზმის წინააღმდეგობა ასევე დამღუპველად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. თუ არ მოხდა მისი დროული გამოვლენა დროთა განმავლობაში ყალიბდება ფიბროზი. შესაბამისად, რაც უფრო ხანდაზმულია პროცესი, ფიბროზის ხარისხიც მით მეტად მაღალია, ხოლო ფიბროზი შემდეგ შესაძლოა გადაიზარდოს ციროზში ან სულაც გამოიწვიოს კიბო.
ქრონიკული C ჰეპატიტი განვითარების პროცესი მიმდინარეობს ყოველგვარი სიმპტომების გარეშე ინფიცირებულთა 70%-ში, ამიტომ ისინი არ მიმართავენ ექიმს. დროთა განმავლობაში კი უკვე ვლინდება სხვადასხვა სიმპტომები: კანის სიყვითლე, მადის დაქვეითება, გულისრევა, იოლად დაღლა, ტკივილისა და სიმძიმის შეგრძნება მარჯვენა ქვედა არეში. ხელშემწყობიფაქტორებია: ალკოჰოლის მიღება, შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა და ა.შ.
პრევენცია
ნებისმიერი სამედიცინო მანიპულაციები (სისხლის გადასხმა, ინექცია, სტომატოლოგიური მომსახურება) უნდა განხორციელდეს უსაფრთხოების წესების დაცვით;
სქესობრივი კავშირის დროს გამოყენეულ იქნას დამცავი საშუალებები;
სილამაზის სალონებში მანიკურ/პედიკურის გასაკეთებლად ვიაროთ საკუთარი იარაღებით თუ არ ვართ დარწმუნებული მათ სტერილურობაში;
ტატუირების დროს გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ ახალი ნემსი, არამედ მელნის სხვა კოლბაც;
გადავიდეთ ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარებიდან სხვა არასარისკო გზებზე;
არ გამოვიყენოთ ისეთი ნივთები, რომლებზეც შესაძლოა დარჩენილი იყოს სხვისი სისხლის ნაწილაკები, თუნდაც ნივთს ეს ვიზუალურად არ ეტყობოდეს;
С ჰეპატიტისგან თავის დასაცავად არ არსებობს არანაირი ინექცია, როგორც ეს სხვა რიგი ვირუსების შემთხვევაშია, ამიტომ ყველა საშუალებით თავი უნდა დავიცვათ ვირუსის შემოჭრამდე.
საქართველოში არსებული ვითარება და მკურნალობის შემაფერხებელი გარემოებები C ჰეპატიტი ჯანდაცვის სისტემაში ისევ გადაუჭრელ საკითხად რჩება. საქართველოში ვირუსით მოზრდილი მოსახლეობის 6.7%-ია ინფიცირებული. ეპიდემიოლოგიური კველევების თანახმად, ინფიცირებულთა შორის უმეტესობა ინტრავენური გზით ნარკოტიკების მომხმარებლები არიან და ისინი 68%-ს შეადგენენ. დანარჩენი წილი სისხლის დონორებზე, ტუბერკულოზით ავადმყოფებსა მოდის. ყველაზე მცირე სქესობრივი გზით ინფიცირებულები არიან, რადგან დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს დაინფიცირების შანსი საკმაოდ მცირეა, დაახლოებით 4%.
მკურნალობას სხვადასხვა ხანგრძლივობა აქვს, 6 თვიდან 1 წლამდე და დამოკიდებულია როგორც ვირუსის გენოტიპზე, ასევე მკურნალობის დაწყების სტადიაზე. მედიკამენტოზური მკურნალობა საკმაოდ ძვირია და საქართველოში მისიდიაგნოსტირებისა და მკურნალობის ხარჯებს არცერთი სადაზღვევო კომპანია არ ფარავს. წარუმატებლობის შემთხვევაში განმეორებითი მურნალობა უშედეგოა. ინფიცირებულთა 70-85%-ში C ჰეპატიტი ღვიძლის ქრონიკულ დაავადებებს აყალიბებს. აშშ-ში წელიწადში დაახლოებით 10 ათას ადამიანს უტარდება ღვიძლის ტრანსპლანტაცია, რაც სერიოზულ ფინანსურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ასეთი ოპერაცია ხელმისაწვდომი არაა, თუმცა სპეციატისტების მტკიცებით,ჰეპატიტი C-სდროულიდიაგნოსტიკადამკურნალობაინფიცირებულთაუმეტესობასდაავადებისგართულებისგანიცავს.
C ჰეპატიტთან დაკავშირებული სტიგმა-დისკრიმინაცია სამწუხაროა დამოკიდებულება C ჰეპატიტით დაავადებულთა მიმართ, მუდმივი დამღა – “სოციალურად უპერსპექტივო.” დაავადებულთა დისკრიმინაციის მიზეზი ძირითადად საზოგადოების არაინფორმირებულობა, არაკომპეტენტურობის გამო დუმილი, ამავე მიზეზით პრობლემის იგნორირება და შიშია იმის წინაშე, რაც გაურკვეველი და ბუნდოვანია. საბოლოოდ კი ხდება მათი დისკრიმინაცია, ანუ გარიყვა. მთელ მსოფლიოში დაუშვებელია ადამიანის რაიმე ნიშნით დისკრიმინაცია, თუმცა ზოგჯერ მათი გამოვლინება ოფიციალურ დოკუმენტებშიც კი ხდება.
გახსოვდეთ, C ჰეპატიტი ექვემდებარება კონტროლს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
ძალიან ცდილობენ საკუთარი თავის 'გაპრავებას', მაგრამ ამასაც ხომ ცოდნა უნდა : )
მოგეხსენებათ, რომ დღეს, 14 მარტს, უნივერსიტეტის მე-3 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე (ადგილმდებარეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ვფლობ) ინციდენტი მოხდა და 2 ადამიანი, მათი თქმით, თვითმმართველობის წევრებმა სცემეს.
ამის შემდეგ თვითმმართველობის Facebook გვერდზეასეთი ინფორმაცია გამოქვეყნდა:
დღეს საღამოს 10:30 წუთზე, ტელეკომპანია კავკასიის ეთერში გადაცემა ცხელი ხაზის სტუმარი არის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი დაჩი გუბაძე...
რამდენიმე დღის წინ ბლოგერები განახლებული აგრარული უნივერსიტეტის დასათვალიერიელებლად მიგვიწვიეს. მას შემდეგ, რაც პირველი ეროვნული გამოცდების ტალღაში მოვყევი, ხოლო საგამოცდო ცენტრის მიერ აგრარულ უნივერსიტეტში აღმოვჩნდი გადანაწილებული, ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი საერთოდ ამ გაურკვეველი ადგილის მიმართ, რომელსაც კიდევ შემდეგი რამდენიმე წელი სიტყვა უნივერსიტეტთანაც კი ვეღარანაირად ვაიგივებდი. როგორც იტყვიან, ბევრმა წყალმა ჩავლო მას შემდეგ და აქ მეორედ აღმოჩენილი სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი.
თავად მისი ისტორია 1929 წლიდან იწყება, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. ამის შემდეგ მან სახელი კიდევ არაერთხელ შეიცვალა, ხოლო 2011 წლის 16 მარტს საქართველოს მთავრობისა და აიპ „აგრარული განათლებისა და მეცნიერების ფონდს“ შორის გაფორმებული „საქართველოს აგრარული განათლებისა და მეცნიერების განვითარების შესახებ“ შეთანხმებისა და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–13 მუხლის საფუძველზე რეორგანიზებულ იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირად – საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტად.
This slideshow requires JavaScript.
როგორც ალბათ ფოტოკოლაჟიდან თავადვე შენიშნავდით, მას აღარაფერი აქვს საერთო იმ ძველ და გაპარტახებულ შენობასთან. გარემონტებული და კეთილმოწყობილი აუდიტორიები, ყველა საჭიროებით აღჭურვილი ლაბორატორიები, სადაც თითოეულ სტუდენტს თავისი სამუშაო მაგიდა აქვს ცალკე სამუშაო ყველა პირობით, იქნება ეს უბრალო სინჯარა, მიკროსკოპი და ბაქტერიაც კი, რომლებიც ჩვენც დაგვათვალიერებინეს და ასევე ლაბორატორიაში პატარა აფეთქებაც მოგვიწყვეს. მინდა აღვნიშნო, რომ მართლაც ძალიან საინტერესოა ასეთ გარემოში სწავლა და მუშაობა! ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილებაც საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. თავად უნივერსიტეტის საგამოცდო საგამოცდო ცენტრში არის ასევე ინდივიდუალური კომპიუტერი ყველა სტუდენტისთვის და დამონტაჟებულია კამერები. იგი ასევე დახშულია ინტერნეტისგან, იქ ტელეფონიც კი ვერ იჭერს.
განახლებულ შენობაში ექსკურსიის შემდეგ ბატონ კახა ბენდუქიძესაც შევხვდით, რომელიცმაც შემდეგ უფრო დეტალურად აგვიხსნა ყველა ის ცვლილება, რომელიც აგრარულ უნივერსიტეტში განხორციელდა და სამომავლო გეგმების შესახებაც ბევრი საინტერესო რამ გვიამბო. შეიცვალა ლექტორები, სასწავლო მასალა და რაც ყველაზე მთავარია, თავად დამოკიდებულება დიპლომის მიმართ. არსებულ ფაკულტეტებს ასევე დაემატა ახლებიც და დღეისათვის უნივერსიტეტში სწავლა მიმდინარეობს 7 ფაკულტეტზე:
აგრარული უნივერსიტეტი აერთიანებს სასოფლო–სამეურნეო მიმართულების 14 სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტს, მის დაქვემდებარებაშია ამდენივე სასწავლო-საცდელი და ექსპერიმენტული ბაზა.
უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს უცხოეთის აგრარული მიმართულების 20-მდე უმაღლეს სასწავლებელთან და ორგანიზაციასთან, რაც თანამშრომლებსა და სტუდენტებს საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ აიმაღლონ კვალიფიკაცია. უნივერსიტეტში ასევე ვითარდება კულტურის, ხელოვნებისა და სპორტის სფეროები.
სამომავლოდ კი გავიგეთ, რომ იგეგმება კიდევ ახალი ფაკულტეტების დამატებაც. რაც შეეხება აქ სწავლის საფასურს ის მხოლოდ 200 ლარით გაიზარდა და დRეისათვის შეადგგენს მხოლოდ 2450 ლარს.
ვიდეო თემაზე:
ყველაფერში თავად დასარწმუნებლად ნამდვილად გირჩევთ ეწვიოთ შემდეგში ღია კარის დღეს.
ჩვეულებრივ, წლის ბოლოს ბლოგებზე მიმავალი წლის შემაჯამებელი პოსტები იდება ხოლმე. ახალი წლის პირველი თვე იწურება და ირმის ნახტომზე კი მაინც სიცარიელეა. ღირს კი შევსებად?
ის 1 წელი
ყველასგან განსხვავებული ძველი წელი არ ყოფილა, მაგრამ ახალი ნამდვილად იყო. იყო და ახლა უკვე ძველია, მაგრამ რაც ძველში მოხდა ის მაინც ახალში გადადის და მომავალ ახალ წლამდეც კიდევ ბევრჯერ
შემახსენებს/შეგვახსენებს თავს…
ურთიერთობები… მათ ისევ ვიღაც მესამეს თვალით ვუყურებ. ვგრძნობ, თუმცა… რაც გარეთ გამოდის ის შიგნიდან აღარ გაწუხებს, მაგრამ შემდეგ ეს სიცარიელე უნდა შეავსო.
შენ ვერასოდეს მოიკრებ ძალას, რომ ჩემთვის იბრძოლო, მითხრა მან და დამტოვა. დამტოვა და სუნთქვა შემინელდა… შემინელდა, მაგრამ არ შემიწყვიტავს.
არა, მარტოობას არ ვგრძნობ. ერთია, როცა ყველას იშორებ და დამლაპარაკებელი არავინ გყავს შემდეგ გიყვარდება ყველა.
ამჯერად შენ შემიყვარდი.
2 უკიდურესობა
ისევ დამრჩა. ან ზედმეტად მიწიერი ან სამყაროს მოწყვეტილი. მაინც ვერ გადავწყვიტე.
მრავალწერტილები
ვცდილობ მათი გამოყენება მინიმუმანდე დავიყვანო და მხოლოდ ერთი წერტილის დასმა ვისწავლო. ისევ მიყვარს ადამიანები, რომლებიც თავად ქმნიან საკუთარ თავს.
ეს 1 წელი მივდივარ მისკენ, რომ Me vs Me შევცვალო I and I-თი… და ისევ ეს წყეული მრავალწერტილები, თუმცა ზოგჯერ ისინიც ხომ ასე საჭიროა…
27 დეკემბერს სოციალური მედიის კვლევებისა და განვითარების ფონდის ორგანიზებითა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, ბოულინგ ცენტრალში ქართული ბლოგინგის ბოულინგის დღე გაიმართა, რომელიც საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა. ყველა ბლოგერმა სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ნაძვის ხის სათამაშოები მიიტანა, რომლებიც შემდეგ ფონდმა რამდენიმე ბლოგერთან ერთად გადასცა მათ.
ბოულინგის ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო 70–მდე ბლოგერმა მიიღო. ასევე ვითამაშეთ ბილიარდი და ჩატარდა სხვა გასართობი თამაშებიც.
ღონისძიების ბოლოს ბოულინგ ცენტრალმა გამარჯვებულები გამოავლინა. ბიჭებს შორის ყველაზე მეტი ქულა ირაკლი ქილიფთარმა დააგროვა, ხოლო გოგოებს შორის გამარჯვებული თიკო გაბუნია გახდა.
ყველაზე კეგლებეე
ასევე გამოვლინდა გამარჯვებული გუნდიც. სოციალური მედიის კვლევებისა და განვითარების ფონდმა ასევე გამოავლინა სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული ბლოგერები და მათ სერთიფიკატები და საახალწლო სუვენირები გადასცა.
ამგვარი წამახალისებელი ღონისძიების ჩატარებას ფონდი ყოველწლიურად გეგმავს.